კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო გახდა გიო ჩხეიძე შანხაიში მოთხოვნადი მოდელი და რატომ უხდიან მას ფულს გართობაში

სააგენტო „ლუქ მოდელსის” მოდელი გიო ჩხეიძე ცოტა ხნის წინ ჩინეთიდან დაბრუნდა – ის ორი თვე იმყოფებოდა შანხაიში, სადაც, 19 წლის ქართველი მოდელი ჩინეთის ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს ინიციატივით მოხვდა. როგორც შევიტყვეთ, იქ ყოფნის დროს, ჩვენი რესპონდენტის მიმართ საკმაოდ დიდი იყო ინტერესი და ორი თვის განმავლობაში არაერთ ქასთინგსა თუ ფოტოგადაღებაში მიიღო მონაწილეობა.  

– მართალია, მოდელის პროფესია საკმაოდ პოპულარულია საქართველოში, მაგრამ, ჩვენთან მამაკაცი მოდელების დეფიციტი მაინც არის.

– რატომ, ბოლო დროს უკვე ბევრი ბიჭი მოდელია საქართველოში. სამი წლის წინ, როცა მოდელობა დავიწყე, უკვირდათ – კაცი მოდელი როგორ არისო, მაგრამ, მას მერე ყველაფერი შეიცვალა და ახლა აღარ უკვირთ. ჩემი სამოდელო კარიერა „ნატალიში” დაიწყო. მოგვიანებით „ლუქ მოდელსში” გადმოვედი და ამით სწორი არჩევანიც გავაკეთე, რადგან, ძალიან კარგი პირობები გვაქვს. ახალი გადმოსული ვიყავი, რომ შანხაიდან მოვიდა მოწვევა, სააგენტომ გამიშვა და იქ ორი თვე ვიყავი. 

– მერე, როგორი იყო გამოუცდელი მოდელისთვის პირველი საქმიანი გასვლა ქვეყნიდან?

– თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, მალევე შევეჩვიე იქაურ სამუშაო რიტმს.  ძალიან ბევრს ვმუშაობდი, მართლა არ მეგონა, ამდენი საქმე თუ მექნებოდა. ჩემი დილა თითქმის ყოველდღე დილის 7 საათზე იწყებოდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მათი სამზარეულო არ მომწონდა და თითქმის ვერაფერს ვჭამდი. გავხდი კიდეც შანხაიში ყოფნის პერიოდში.

– რადგან საქმე ბევრი გქონდა, გამოდის, რომ მოთხოვნადი მოდელიც ყოფილხარ მათთვის.

– კი, ნამდვილად ასეა.

– როგორ ფიქრობ, რა მოეწონათ მათ შენში, რაც სხვაში ვერ დაინახეს?

– ალბათ, ვიზუალური მხარე, პოზირება და საერთოდ ყველაფერი. საკმაოდ დატვირთული ვიყავი, სხვადასხვა ქალაქშიც მიწევდა გადაადგილება. მართლა სერიოზული მუშაობა მიდიოდა. აქ მოდელობა ჰობის დონეზეა, იქ კი – ჩვეულებრივი სამსახური.

– ქართველი მარტო შენ იყავი?

– ბიჭი მარტო მე ვიყავი. ჩვენი სააგენტოდან ჩემთან ერთად კიდევ ორი გოგონა იყო. მართალია, დღის განმავლობაში ერთად არ ვიყავით, მაგრამ, ერთ სახლში ვცხოვრობდით და საღამოს ვხედავდით ერთმანეთს. 

– ამ ეტაპზე რა გეგმები გაქვს?

– ჩინეთიდან ჩემს ფოტოებს ველოდები, მერე კი უკვე ევროპისკენ ავიღებ გეზს.  

– ის მომენტი, რომ თვეობით იყო საქართველოდან წასული, პრობლემა არ არის? მაგალითად, ბევრს ოჯახისგან შორს ყოფნა არ შეუძლია და ნოსტალგია აწუხებს.

– ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. თავიდან, როგორც წესი, ყველას უჭირს, მაგრამ, მერე ყველაფერს ეჩვევი და აღარც ფიქრობ, შინ როდის დაბრუნდები.

– ჩინეთში ყოფნის დროს ენის ბარიერი არ გქონდა?

– მართალია, სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ მოდელები ჩამოსული, მაგრამ, ინგლისური ყველამ იცოდა. ამიტომ, არც ენის ბარიერის პრობლემა მქონია მათთან. რუსები და უკრაინელებიც იყვნენ და მათთან ურთიერთობა ხომ საერთოდ არ გამჭირვებია, რადგან, მე თვითონ ნახევრად რუსი ვარ.

– მოდელის პროფესიას რა პლუსი აქვს შენთვის?

– ჩემთვის მოდელობა ჩვეულებრივი სამსახურია: თან ვერთობი, თან ფულსაც მიხდიან. ფაქტობრივად, გართობაში გიხდიან. შანხაიში რომ ვიყავით, მაგალითად კლუბში თუ გავიდოდით, დასალევი უფასოდ გვქონდა. მათი აზრით, იმ მომენტში მათი კლუბის რეკლამას აკეთებ. თავიდან ძალიან გამიკვირდა ამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი. იქ მოდელებისთვის ცალკე გართობებია, აქ კი, გადაგიხდიან კი არა, ფეისკონტროლი თუ ვერ გაიარე, შეიძლება, საერთოდ არ შეგიშვან. ძალიან მომეწონა მოდელების მიმართ ის ყურადღება, რაც შანხაიში დავინახე. ძალიან დაფასებულები არიან. სიამოვნებით წავიდოდი კიდევ ერთხელ. ვნახოთ...

– რამე კრიტერიუმები თუ გქონდა შანხაიში ყოფნის დროს, რაც არ უნდა დაგერღვია?

– რომ ჩავედი, გრძელი თმა მქონდა და ახალი ვარცხნილობა თავად შემირჩიეს, რომელიც ძალიან მომეწონა. კიდევ რა... არ უნდა გავსუქებულიყავი, რაც ჩემთვის პრობლემა არ იყო – იმდენად არ მომწონდა ჩინური სამზარეულო, რომ დავიკელი კიდეც წონაში. ბოლოს უკვე თვითონ ვიმზადებდი საჭმელს, თან, დამოუკიდებელ ცხოვრებასაც შევეჩვიე. ასე რომ, შანხაიში ყველანაირად კარგი იყო. 

– განსაკუთრებით რომელი ფერი მოგწონს?

– მომწონს ის ფერი, რომელიც მიხდება, უფრო – ღია ფერები.

– როგორ ახერხებ სწავლის პარალელურად ამდენი ხნით ქვეყნიდან გასვლას, ხელი არ გეშლება?

– ევროპულ აკადემიაში ვსწავლობ ინფორმატიკის ფაკულტეტზე. ჩემს საქმიანობაში სწავლა ხელს არ მიშლის, რადგან, თავისუფლად ვახერხებ  ორივეს ერთად. 

– საქართველოში თუ იგეგმება რამე ჩვენება?

– არ ვიცი, აქ, მგონი, საერთოდ არაფერი ხდება. საქართველოში მოდელი ცოტა სხვა რამეა, მგონი, უფრო ფსევდონიმის დონეზეა ეს პროფესია. თუ არ ვცდები, ნაზღაიძემ გადაუხადა აქ ყველაზე მეტი თანხა მოდელებს – 100-100 ლარი. ქართველ მოდელებს გაუხარდათ – 100 ლარი ერთ ჩვენებაზე მაგარიაო, არადა, იქ ერთ ჩვენებაში 700-800 დოლარს გიხდიან. იმედია, ოდესმე აქაც გამოსწორდება მდგომარეობა, თუმცა, ამას 20 წელი მაინც დასჭირდება. 

– დამწყებ ან უკვე მოქმედ მამაკაც მოდელებს რას ეტყოდი?

– ადრეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი: თუ ვინმეს ამ სფეროში წარმატება უნდა და მონაცემებიც ხელს უწყობს, „ლუქ მოდელსში” გადმოვიდეს. თბილისის ყველა სააგენტო ვიცი და, ჩემი აზრით, იქ მომუშავე მოდელებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ – უფასო ჩვენებებზე გაივლიან და მოდელი ჰგონიათ თავი. მთელი გულით ვურჩევ ყველას, დროს ნუ დაკარგავენ, გადმოვიდნენ „ლუქ მოდელსში” და გახდნენ წარმატებულები. დამწყებ მოდელებს კი ვურჩევდი, ცხოვრებაში გარისკონ. მე გავრისკე და რაღაცას მივაღწიე.

– საერთოდ, რისკიანი ხარ?

– კი, ძალიან ბევრჯერ გამირისკავს და შედეგიც კარგი მიმიღია. მიზანდასახული ადამიანი ვარ, რაც ცხოვრებაში აუცილებელია.  

скачать dle 11.3