კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სარკეში ტელეფონით ფოტოების გადაღება – ოცდამეერთე საუკუნის „სენი“ თუ, უბრალოდ, მოდური გატაცება?!

„სარკევ, სარკევ‚ არის ვინმე ჩემზე ლამაზი?“ – ასე ეკითხებოდა ცნობილ ზღაპარში ლამაზი და ბოროტი დედინაცვალი სარკეს. სარკეც ყოველთვის იმას პასუხობდა, რასაც ფიქრობდა. ამ ზღაპრის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და დღეს სარკემ კიდევ ერთი ფუნქცია შეიძინა: დადგები მის წინ, გადაუღებ საკუთარ თავს ფოტოს (დედინაცვალს‚ სამწუხაროდ‚ არც აიფონი ჰქონდა და, საერთოდ‚ ტელეფონის შესახებაც არაფერი იცოდა მარტივი მიზეზის გამო – მაშინ ის არ არსებობდა) და შემდეგ, სოციალურ ქსელზე ატვირთვისას, სარკის მაგივრად მეგობრები და ნაცნობები გეტყვიან, არის თუ არა ვინმე შენზე ლამაზი; როგორ გიხდება ეს ვარცხნილობა ან კაბა... სარკეში აიფონით ფოტოების გადაღება იმდენად პოპულარული გახდა, რომ საკუთარი კამერების წინ  თავად მერილ სტრიპი და ჰილარი კლინტონიც კი პოზირებდნენ. სარკეში ფოტოების გადაღებამ უკვე ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, ბევრი ამას „ოცდამეერთე საუკუნის სენსაც“ უწოდებს. თუმცა‚ როგორც ფსიქოლოგი ანა ცინაძე ამბობს, ეს, უპირველეს ყოვლისა‚ თანამედროვე საშუალებებით მოდური ტენდენციების გამოხატულებაა: „ვფიქრობ, როგორც კი რაიმე ახალი გაჯეტი გამოჩნდება ამ სფეროში, გატაცების ფორმაც სახეს იცვლის. ისე კი‚ ადამიანთა უმრავლესობა ამას იმიტომ აკეთებს, რომ, სურს‚ დამოუკიდებლად დააფიქსიროს ის მომენტი, როდესაც ძალიან კარგად გამოიყურება. ამასთან‚ არ უნდა შეაწუხოს არავინ (ან‚ უბრალოდ‚ ფიზიკურად არავინ იმყოფება ამ დროს მის გვერდით) და თვითონ იღებს ფოტოებს‚ განმარტოებით“.

სხვათა შორის‚ გოგონების უმეტესობა ზუსტად ამის გამო იღებს ფოტოებს, თუმცა‚ ბევრმა ისიც თქვა, სარკეში ჩემს მეორე „მეს“ ვეპრანჭებიო. ბევრი იმიტომ იღებს, ალბომში ერთი სარკეში გადაღებული ფოტო ხომ უნდა მქონდესო. ერთხელ მეც ვცადე მეგობართან ერთად ასეთი ფოტოს გადაღება, მაგრამ, თითქმის 10 დუბლი დამჭირდა იმისთვის, ოდნავ ნორმალური ფოტო გამომსვლოდა – ორივე რომ ვყოფილიყავით ფოკუსში და, თან‚ მომხიბლავად გაგვეღიმა. ამის მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი გატაცება ნამდვილად არ ყოფილა. სამაგიეროდ‚ სარკეში ფოტოების გადაღებამ „ტაბელის“ მთავარი ტექნიკური პროდიუსერი ირაკლი ლობჟანიძე კოლექციონერი გახადა – მის კომპიუტერში 6 ათასამდე ასეთი ფოტოა, ხოლო მისი „ფეისბუქის“ ალბომში – 1000 ფოტო. 

ირაკლი ლობჟანიძე: მე და ჩემი მეგობარი, დათო ჩხიკვიშვილი, „როიტერის“ წარმომადგენელი საქართველოში, როგორც წესი, პარასკევ საღამოსა და შაბათს შარდენზე ვატარებთ მეგობრებთან ერთად. რომელ კლუბშიც უნდა შეხვიდე, ყველას აიფონი უჭირავს ხელში, ტუჩებს პრუწავს, ფოტოს იღებს და მერე სოციალურ ქსელში ტვირთავს. ჩემი აზრით‚ ყველა გოგონაში ზის მეორე  „მე“‚ რომელიც პირველ „მეს“ სარკეში ეპრანჭება და ფოტოს უღებს. მეორე „მეს“ მოსწონს პირველი „მეს“ სიკეკლუცე და ტვირთავს ფოტოს. ეს უკვე ფსიქოლოგიური მომენტია‚ ანუ, მოეწონა თავისი სიკეკლუცე და ატვირთა‚ ანახვა მეგობრებს თავისი ვიზუალი – რა ეცვა იმ დღეს ან იმ წუთში და დაჩეკინა, სად იმყოფება ან სად იმყოფებოდა‚ რომ „პერო“ არ დაეკარგა სოციუმში, ანუ, კაი პონტში ვარ‚ გადავიღე სურათი და ავტვირთეო‚ ინტერნეტიც ხომ ხელმისაწვდომია. აი‚ ამას გადავაწყდით: ტიპშებს გადაღებული არ ჰქონდათ‚ უკვე ტვირთავდნენ ბარებიდან თავიანთ სოციალურ ქსელებში. კარგია‚ განა ცუდია‚ „ასწორებს“ რაღაც დოზით, მაგრამ, ეს გახდა კიდევ უფრო სენი‚ როცა დაემსგავსა ესპადრელებს‚ რომელიც ადრე მოდაში იყო; ბიაზის ნაჭრის შარვალს; მერე – პილოტკა დუბლიონკას‚ მერე ხულიგანკა „ბეემვეს“,... მერე‚ შენ თავად იცი‚ რამე რომ იჩითება და ყველას რომ უნდა ჰქონდეს... რომ, არ უნდა გამაზოს და, ვისთანაც არ შეხვალ‚ ასეთი სურათი აქვს – მოდას აყოლილი სურათები... ერთ ადამიანსაც ვერ ნახავ‚ ვისაც ასეთი სურათი არ აქვს. ყველა ამას ამბობს და ღადაობით მაინც იღებს – ერთი სურათი ხომ უნდა მქონდეს ასეთიო. ზოგი ღადაობს‚ ზოგი საკუთარ დილის ჩაცმას იღებს სარკეში და დებს სადაქალოს „პროფილზე“‚ ანუ თაგავს – „ეს ჩავიცვა? მიხდება?“.. სადმე რომ მიდიან და, აი‚ ისინი ურჩევენ; ზოგიც – ტუალეტში... ეს ტუალეტის თემა არის ყველაზე მარაზმი. მგონია‚ რომ სარკე არასდროს არსად უნახავს და სახლში სარკე არ აქვს, ან, ტუალეტში კაფელი არ აქვს გაკრული‚ რომ სახლის სარკეში გადაიღოს და არა რესტორნის ან ბარის. ტუჩების პრუწვა არის მეტი შარმიანობის საჩვენებლად – რომ ასეთი კარგი ტუჩები მაქვს, დაპრუწული, სილიკონების გარეშეო. აქ ხომ ტუჩებსაც იდიდებდნენ, მაგრამ, არ გაამართლა და შეეშვნენ ამ ჯადო მოდასაც. აი‚ ბიჭების თემა არის აღუწერელი – თანამედროვე ცნობად სახეებს რომ უნდათ‚ კიდევ უფრო ცნობადები იყვნენ და საკუთარ თავში ნარცისიზმი რომ უზით და ვერც ხვდებიან ამას... როცა წარმატებული რეჟისორი ხარ, მსახიობი‚ ფეხბურთელი ან კალათბურთელი, რაში გჭირდება წელში გაბზეკა‚ „ობრაზში“ შესვლა და სახის დაჭერა ასეთი სურათის გადასაღებად?! იქნებ‚ ორიენტაციაში აქვთ ჩამოყალიბება და ახლა აცნობიერებენ, რომ ჯანმრთელი ჰეტეროსექსუალები არ არიან და არიან „ბი“ ან „გეი“ და თავს აწონებენ თავისივე სქესს? ეს უკვე აღარ ვიცი‚ ვერ დავდებ თავს. მე კი ამ ხალისობაში ბევრ საინტერესო რამეს წავაწყდი. ალბომში მყავს დაქალების ჯგუფი. ერთ-ერთის ქმარმა‚ ეტყობა‚ ცივილიზებული ტიპია‚ მომწერა: ცოლი და ცოლის დაქალები აფორიაქებულები იყვნენ‚ ვიღაც ტიპმა სურათი დადო რაღაც ალბომშიო... შემოვედი‚ ვნახე და მაგრად ვიხალისე. თუ მოგწერეს‚ სურათი წაშალეო – არ წაშალო‚ ძმაო. მაგრად ვიხალისე და მიხარია‚ რომ იუმორი ჯანსაღი გაქვს. სულ ვეკაიფებოდი – ეს რა სურათების ჯგუფური გადაღება იცით სარკეში. აი, შენ, ჩემი სიტყვა ისმინე და, დარწმუნებული ვარ, აღარ გადაიღებენ‚ მაგარი გაკვეთილიაო. იყო მეორე ტიპი: ძმა‚ მომწერე შენი ნომერიო და მივწერე.  მითხრა‚ წაშალეო‚ მაგრამ, საუბრის ბოლოს მითხრა: დატოვე‚ ძმა‚ დატოვე. შენ როგორც მელაპარაკები‚ სხვა რამე ყოფილა. მე ეროტიკული ჯგუფი მეგონა და გამიტყდა ჩემი შეყვარებულის სურათიაო. იყვნენ გოგოები: გთხოვ, წაშალეო და წავშალე... იყო ერთი ადამიანი, იმანაც, არ წაშალოო და დღეს სოციალურ ქსელში ვმეგობრობ. 200-მდე მეგობარი შემძინა ამ ალბომმა. ვინც ნახა‚ თავის ახლობელი დათაგა და იმათმა მერე დამეგობრება გამომიგზავნეს. ჩემს ალბომში ყველა ქართველია და ყველა ლამაზია. ასე მგონია ქართველ ქალს არც სლავი და არც ევროპელი ქალი არ მირჩევნია. ყოველთვის მიმაჩნდა‚ რომ ჩემი ქართველი ერის ქალები ბევრად უფრო ლამაზები არიან‚ ვიდრე სხვა ეროვნების. 1000 სურათს‚ რომელიც დავდე, გადაავლეთ თვალი და დარწმუნდებით. უბრალოდ‚ ათასზე მეტი ამ ალბომში არ ეტევა – ცუკერბერგმა მეტის საშუალება არ მომცა. ბევრი მაძლევდა თავისი დაქალისა და სამეგობროს ფოტოებს, მერე მე ვფილტრავდი – ვინ დამედო და ვინ არა. სულ 6 000-მდე ფოტო მაქვს ისეთი‚ რომელიც ვერ დაეტია. იყვნენ ადამიანები‚ თავისას მიგზავნიდნენ. სულ 5 ადამიანის ფოტო მაქვს წაშლილი‚ ვინც მთხოვა, მეტის პრეცედენტი არ ყოფილა; თუმცა როგორც გითხარი ბევრის ქმარმა‚ შეყვარებულმა მომწერა და კითხვები დამისვეს: რა ხდება‚ რა სურათების ალბომიაო‚ და ყველამ ცივილიზებულად გაიგო‚ ანუ საზოგადოების შეგნების დონე უმაღლესია და შევარდნაძის დროის ეპოქიდან წინ წავსულვართ. პირამიდული სისტემით შეგროვდა ალბომი თვე-ნახევარში. პრინციპი ასეთი იყო: არ იყოს შიშველი‚ რომ რამე ცუდად არ გამოიყურებოდეს‚ ეგრე ვთქვათ‚ „პახაბნად“... იყოს სილამაზე და საინტერესო მხარე‚ ხარისხიანი ფოტო და იყოს ქართველი ყველა... ეს ალბომი ჩემთვის სახალისოდ შევქმენი – ვიფიქრე‚ იქნებ‚ შერცხვეთ და გადაეჩვიონ-მეთქი, მაგრამ,  აღმოჩნდა‚ რომ დათვური სამსახური გავუწიე‚ ყველა იღებდა და, „ფორ იუ“... გამიზნულად მთაგავდნენ – აი‚ სპეციალურად შენთვის გადავიღეო... ასეთია დაახლოებით 100-მდე ფოტო –  ჩემთვის გადაიღეს და ჩემი ალბომისთვის. ტელევიზიის თანამშრომელი‚ რადგან მეც „ტვ-ს“ წარმოვადგენ‚ ცდილობს‚ გადაიღოს სურათები ჩემთვის და ამ პროცესში ბიჭებიც მოხვდნენ – თანამშრომელი ბიჭებიც ჩაერთნენ ხალისობის გამო ასევე „რუსთავი 2-ის“‚ „პირველი არხის“ თანამშრომლები‚ სოციალური მედიის „დედები“ და „მამები“. მე ვეცადე‚ რომ ტუალეტის სურათები არ დამედო და უფრო მეტად სილამაზე გამომეჩინა გოგოების, ვიდრე გამებანძებინა‚ ანუ, ნაკლები სარკაზმი. ვიფიქრე, მე-1000 ფოტოდ ჩემი თავი ხომ არ გადამეღო სარკეში დაპრუწული ტუჩებით‚ მაგრამ, აიფონი არ მაქვს. არ ვაღიარებ სხვა ბრენდს „ნოკიას“ გარდა‚ ისიც – ფანრიანის.

скачать dle 11.3