კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გრძნობს თავს თამამად ზურა მანჯავიძე გოგოებთან და რისი ეშინია მას

შუადღის შოუებში დიდი კონკურენციაა. ტელეკომპანია „იმედმა“ ახალი თოქ-შოუ „იმედის დღე“ დაიწყო, რომლის რამდენიმეთვიანი ქასთინგის შედეგად შერჩეულ წამყვანებთან პირველი ინტერვიუც ჩავწერეთ. ზურა მანჯავიძე, ორი არაჩვეულებრივი ქალბატონის – ნინუცა მუკნიაშვილისა და ანუნა ბუკიას გვერდით, თავს მშვენივრად გრძნობს და როგორც თავად ამბობს, ნელ-ნელა ფეხს უწყობს მასზე გამოცდილ წამყვანებს.

 ანუნა ბუკია: წამყვანების შერჩევის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი გავიარეთ. თებერვალში ვიყავი პირველ ეტაპზე და აი, მაისში დავიწყეთ შოუ. ტელევიზიაში საპროდიუსერო პროექტები შემოვიტანე და მათთან ერთად, ჩემი რეზიუმეც დავტოვე. აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, ეკრანზეც საინტერესო ვიქნებოდი, დამირეკეს და მითხრეს ქასთინგზე მობრძანდითო. ძალიან გამიკვირდა, რადგან წამყვანის ქასთინგისთვის რეზიუმე, ზუსტად მახსოვს, გაგზავნილი არ მქონია. ერთი სიტყვით სამიათასი მსურველიდან შეირჩა სამასი, სამასიდან – ორმოცდაათი და იმ ორმოცდაათიდან – ჩვენ სამი. 

ნინუცა მუკნიაშვილი: ანუნასავით ხანგრძლივი პროცესი მე არ გამივლია. „იმედი“ ჩემი მშობლიური ტელევიზიაა და რომ მეკითხებიან, რას აკეთებო, ვპასუხობ „იმედმა“ ჩემი გული დაიბრუნა-მეთქი. ამ არხზე გადაცემები მიკეთებია, ხან კადრში ვიყავი, ხან კადრს მიღმა. ჩემს კოლეგებს, სადღაც ბოლოსკენ შემოვუერთდი. დამირეკეს, რომ შუადღის ეთერის გადაცემისთვის წამყვანებს ეძებდნენ. მხოლოდ თემა ვიცოდი. ორი ქასთინგის შემდეგ უკვე ერთად დავსხედით, გავიარეთ რაღაც მომენტები და ოთხდღიანი პაუზის შემდეგ, მირეკავენ, დამტკიცებული ხარო. თუმცა, „იმედში“ ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, ჩვენ ვიცოდით, ასე რომ გადაწყდებოდა, შენ სულ პლუსები გეწერაო... სად და რატომ მეწერა პლუსები, არ ვიცი, მაგრამ აღმოჩნდა, მათ ჩემზე ადრე სცოდნიათ ეს ამბავი. 

ზურა: ჩემს შეთხვევაში საქმე მარტივად იყო – კაცი მყავს მთავრობაში, მან დარეკა და ამიყვანეს (იცინიან). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. „იმედთან“ ჩემი განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო. მაშინ „იმედის ტალღის“ წამყვანი ვიყავი. საკმაოდ საპასუხისმგებლო იყო ,,იმედის ტალღა” და უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ახლა ეს გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში მიგვყავს.

– თან, ერთია მუსიკალური გადაცემა და მეორე – უკვე თოქ-შოუ, სადაც უამრავ თემაზე მოგიწევს საუბარი.

– რა თქმა უნდა. ალბათ, სამი თვე მაინც დამჭირდება იმისთვის, მივხვდე, წარმატებით ვართმევ ამ ყველაფერს თავს თუ ვერა. სადღაც სეზონის დამთავრებისთვის, მეცოდინება, სწორ გზაზე დავდექი თუ არა. საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ, თან, როცა საქმე ისეთ სფეროს ეხება, ჩემი პირდაპირი პროფესია რომ არ არის. ერთი სიტყვით, ქასთინგები მეც გავიარე. ჯერ დილის გადაცემაზე იყო საუბარი, სადაც თითქმის უკვე დამტკიცებული ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ, მე ვთქვი უარი. მივხვდი, ამ რეჟიმში მუშაობა ჩემი ორგანიზმის სრულ გაუბედურებას გამოიწვევდა. მერე უკვე დღის ეთერზე დაიწყო ლაპარაკი და ასე მოვხვდი აქ. ჯერჯერობით, მაქვს შიში...

ანუნა: ჩვენი თუ ეთერის?

ზურა: ვერც თქვენთან ვარ მთლად თამამად. ცოტა შიში მაქვს გოგოების, რადგან ძალიან კარგი წამყვანები არიან, ძალიან განათლებულები და სიღრმისეული ცოდნა აქვთ იმის შესახებ, რაზეც ეთერში ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ. საინტერესოა მათთან ურთიერთობა. 

– გადაცემა დაიწყო ძალიან სახალისო ორწუთიანი „ჰარლემ-შეიკით“, რომელიც „ფლეშმობისგან“ განსხვავებით, ჩვენთვის ახალი ხილია (იცინიან). 

ზურა: ძალიან სასაცილო იყო, როდესაც „ჰარლემ შეიკის“ გაკეთების თემა წამოიჭრა და ვიკითხე, ეს რა არის-მეთქი, ანუნამ ძალიან სერიოზულად მიპასუხა: კორპორატიული ფლეშმობიო (იცინის). ძალიან დიდი მადლობა, ახლა გავიგე-მეთქი. ასეთი ამომწურავი პასუხი აქამდე არ მიმიღია. 

ანუნა: ზურა სულ ჩხუბობს, აპროტესტებს ინგლისურ ტერმინებს, არ იცის, რა რას ნიშნავს (იცინიან). მივხვდით, რომ ჩვენთან ურთიერთობით ერთ თვეში ზურა უფასოდ შეისწავლის ინგლისურს, მიუხედავად იმისა, რომ ნინუცა სულ დაგვჩხავის – ენა ქართული, ენა ქართული, ნუ იყენებთ უცხო სიტყვებსო. ეს სწორი პოზიციაა, მაგრამ მაინც გვიწევს ინგლისური ტერმინების გამოყენება და ზურა ამას უფასოდ შეისწავლის. 

ნინუცა: „ჰარლემ-შეიკი“ იყო თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებული ჩვენი გზავნილი. რადგან ვამბობთ, რომ ნებისმიერ თემაზე ვსაუბრობთ შეზღუდვების, ჩარჩოების გარეშე, ეს იყო ჩვენი თავისუფლების დემონსტრირება – ვთქვით, რომ ასეც შეგვიძლია ვიგიჟოთ. შეგვიძლია აკადემიურად ვისხდეთ და ვისაუბროთ, მაგრამ არის კიდევ სხვა მხარეც, რომელიც ჩვენს თავისუფლებაზე მეტყველებს. შეგვიძლია, პირდაპირ ეთერში დავაცემინოთ, სიტყვა დაგვავიწყდეს, ჩავარდნა გვქონდეს, აზრი დაგვეკარგოს... ჩვენც ადამიანები ვართ.

ზურა: დაცემინებაზე გამახსენდა, ეთერში გასვლამდე ორი დღით ადრე, ამივარდა ქრონიკული სლოკინი, რომელსაც ვერაფერი მოვუხერხე. სლოკინი კი არა გადაბჟირება მემართებოდა. მთელი დღე-ღამის განმავლობაში ასე ვიყავი. ისე ვინერვიულე, კინაღამ მოვკვდი. პირდაპირ ეთერში სლოკინი რომ ამივარდეს, რა უნდა ვქნა-მეთქი. დილით თვალი რომ გავახილე, შიშით ველოდებოდი დამასლოკინებს თუ არა-მეთქი. (იცინიან) მგონი, სამუდამოდ „აღმოვბრდღვენი“... 

– ერთმანეთს როგორ შეეწყვეთ? რამდენადაც ვიცი, ერთმანეთს არ იცნობდით.

ანუნა: არც ისე მარტივად. თავიდან ქასთინგზე ამა თუ იმ თემაზე მე და ნინუცას ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია გვქონდა. ალბათ, დღეს რომ ერთად ვართ ეთერში, რაღაც პროცენტით ამის დამსახურებაცაა. არ ვიცნობდით ერთმანეთს და იყო ნიადაგის მოსინჯვის, გაცნობის ეტაპები. ნელ-ნელა ვერგებით ერთმანეთს, რეპეტიციებზე ყოველი დღე სულ უფრო უკეთესად წავიდა და კმაყოფილები ვიყავით. პირდაპირ ეთერს თავისი დაძაბულობა ახლავს, მაგრამ ესეც გაივლის. ზურას იუმორის, მუსიკალურობის, სიმსუბუქის დახმარებით, უფრო გავიხსენი და თავი შინაურულად ვიგრძენი. თავიდან ვფრთხილობდი. რომ ამბობენ, რაც ცუდად იწყება ის კარგად გრძელდებაო, ჩვენს შემთხვევაში, გაამართლა. 

ნინუცა: პირველი შეხვედრის შემდეგ, გავიცანით ერთმანეთი, მოვითათბირეთ, დავთქვით შემდეგი შეხვედრის დრო და დავიშალეთ. ყველა რომ კარისკენ წავიდა, ძალიან აღშფოთებულმა ვთქვი, სად მიდიხართ-მეთქი. ეგრევე წასვლა ძალიან ცუდი ჟესტია (იცინიან). ტელევიზიაში დაუწერელი კანონია – არ შეიძლება სამსახურის დასრულების შემდეგ, ეგრევე სახლში წასვლა. როგორი დაღლილიც არ უნდა იყო, „იმედის“ ბუფეტში ყავა აუცილებლად უნდა დალიო. 

ზურა: უსიტყვოდ დავემორჩილეთ ყველა. 

ნინუცა: აღმოჩნდა, რომ ძირითადი ნაწილი ჩაის მოყვარულია, მაგრამ ყავის დასალევად ყველანი ერთად ჩავედით. ამ ტიპის კომუნიკაცია აუცილებელია. 

ანუნა: ნინუცა „იმედის“ წესებს გვაჩვევს. 

– სამივე ძალიან აქტიურები ხართ, თუმცა ზურა იმაზე ნაკლები დოზით აქტიურობს, ვიდრე მისგან ველოდი...

ზურა: ასეთი ტაქტიკა მაქვს (იცინიან). ქალბატონებს საუბრის საშუალება როცა აქვთ, იქ მამაკაცმა რატომ უნდა იაქტიუროს?! მოვერგეთ სიტუაციას. იმედია, მაყურებელიც მიგვიღებს მეგობრად და ჩვენთან ერთად გაატარებს შუადღეებს. 

скачать dle 11.3