კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უწოდებს თავის წვერს მოფერებით ზაკ გალიფიანაკისი და რის გამო არ მოიხმარს დეზოდორანტსა და ანტიპერსპირანტებს პლანეტის 2011 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი – ბრედლი კუპერი

სულ მალე მსოფლიოს კინოთეატრების დიდ ეკრანებზე გახმაურებული და მეგაპოპულარული ამერიკული ბლოკბასტერის – „წვეულება ვეგასში” მესამე და დასკვნითი ნაწილი გამოვა. ფილმის გმირები ახალი თავგადასავლებითა და შავი იუმორით დაბრუნდებიან და წერტილს დაუსვამენ ისტორიას, რომელმაც მილიონობით კინომანი ეკრანებს მიაჯაჭვა.

 

ბრედლი კუპერი – ფილი

* ბრედლი კუპერი დაიბადა 1975 წლის 5 იანვარს ფილადელფიაში. დედა – გლორია, იტალიელია, მამა – ჩარლი კუპერი – ირლანდიელი. ბრედლი ბავშვობიდან კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა და, მისი თქმით, ლოცვა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

* 5 წლის ასაკში ბრედლის დაუდგინდა ყურის დაავადება – ჰოლესტეატომა. 18 წლის ასაკამდე მას რეგულარულად უტარდებოდა ურთულესი ქირურგიული ოპერაციები, რათა სმენა არ დაჰქვეითებოდა.

* ბრედლი კუპერის თქმით, მსახიობობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დევიდ ლინჩის ფილმი – „ადამიანი-სპილო” ნახა.

* ბრედლი კუპერის აზრით, დენიელ დეი-ლუისი ყველა დროის საუკეთესო მსახიობი მამაკაცია.

* ბრედლი კუპერი ხანგრძლივი და მტკიცე კავშირების მომხრეა: „ჩემი მშობლები 1963 წლიდან ცხოვრობენ ერთად; ჩემი ბებია-ბაბუა ახლაც ერთად არიან და მეც მინდა, ასეთი ურთიერთობა მქონდეს”.

* ბრედლი კუპერის მეუღლე იყო მსახიობი ჯენიფერ ესპოზიტო; ასევე, მას რომანი ჰქონდა რენე ზელვეგერთან და ზოი სალდანიასთან.

* ბრედლი კუპერი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ოქროს მედალოსანია.

* ბრედლის ორი ძაღლი ჰყავს: პონტერის ჯიშის „სამსონი“ და რეტრივერი „შარლოტა“.

* ბრედლი კუპერს ეპიზოდური როლი აქვს შესრულებული ცნობილ სერიალში „სექსი დიდ ქალაქში”, სადაც, სცენარის თანახმად, სარა ჯესიკა პარკერის გმირთან უნდა ჰქონოდა ხანგრძლივი კოცნა. სცენის გადაღების დაწყებამდე სარა ჯესიკა პარკერის ასისტენტი მივიდა ბრედლისთან და გააფრთხილა, რომ კოცნის დროს ენა არ გამოეყენებინა. ბრედლის თქმით, მან ისე ინერვიულა, რომ კინაღამ ენა გადაყლაპა.

* ბრედლი კუპერის სიმაღლე 185 სანტიმეტრია.

* ბრედლი კუპერი არ მოიხმარს ანტიპერსპირანტებსა და დეზოდორანტებს. მსახიობის თქმით, იგი თავს არაკომფორტულად გრძნობს, როდესაც ოფლის საწინააღმდეგო საშუალებების მოხმარება უწევს.

* 29 წლის ასაკში ბრედლიმ თავი დაანება ალკოჰოლის მოხმარებას.

* 2011 წელს ჟურნალმა „ფიფლმა” ბრედლი კუპერი პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.

* „წვეულება ვეგასში” პირველი სერიისთვის, ჰონორარის სახით, ბრედლიმ 600 ათასი დოლარი მიიღო, მეორე ნაწილისთვის – 5 მილიონი დოლარი, ხოლო მესამე ნაწილში მისი გასამრჯელო 1,5 მილიონი დოლარია.

ზაკ გალიფიანაკისი – ალანი

* ზახარიუს ნაით გალიფიანაკისი ჩრდილოეთ კაროლინაში, უილკესბოროში დაიბადა 1969 წლის 1 ოქტომბერს. მისი მამა – ჰარი გალიფიანაკისი, წარმოშობით ბერძენია, დედა – მერი ფრენსისი კი ირლანდიელებისა და შოტლანდიელების შთამომავალი. ზაკი ბერძენი მართლმადიდებელია. 

* ზაკის ბიძა არის ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ნიკ გალიფიანაკისი, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის წარმომადგენელი კონგრესში 1967-1973 წლებში.

* ზაკის სამსახიობო კარიერა ნიუ-იორკში დაიწყო, სადაც ის ჰამბურგერებით მოვაჭრე ფურგონის გვეერდით აწყობდა იუმორისტულ ნომრებს.

* ზაკ გალიფიანაკისს არანაირი თეატრალური განათლება არ აქვს მიღებული, ის თვითნასწავლი მსახიობია.

* ზაკს ჩაკეტილი სივრცის შიში აქვს –  კლაუსტროფობიით არის დაავადებული.

* ზაკი ცნობილია პროვოკაციული ქცევებით: თავის ერთ-ერთ შოუში, რომელიც მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციის თემას ეხებოდა, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ეწეოდა მარიხუანას. 

* გადაღებებისგან თავისუფალ დროს ზაკს ჩრდილოეთ კაროლინაში, საკუთარ სახლში უყვარს ყოფნა, სადაც მცირე ფერმის მოწყობზე ოცნებობს. ზაკის თქმით, მას შემდეგ, რაც მსახიობობა მობეზრდება, წიგნების წერას დაიწყებს.

* თავის წვერს ზაკი მოფერებით „შელის“ უწოდებს.

* ზაკი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა დამამთავრებელ კურსზე გამოცდაზე ჩაიჭრა და დიპლომის გარეშე დარჩა.

* ზაკის ბერძენი წინაპრები კუნძულ კრეტადან ემიგრირდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

* 2012 წელს ზაკი 29 წლის ბალერინაზე, ქუინ ლანდბერგზე დაქორწინდა.

* ზაკ გალიფიანაკისის სიმაღლე 173 სანტიმეტრია.

* ბრედლი კუპერის მსგავსად, „წვეულება ვეგასში” მეორე სერიისთვის, ზაკმაც ჰონორარის სახით 5 მილიონი დოლარი მიიღო.

ედ ჰელმსი – სტიუ

* ედვარდ პოლ ჰელმსი დაიბადა 1974 წლის 24 იანვარს, ატლანტაში მისი მამა, ჯონ ჰელმსი, ვექილია, ხოლო დედა – პამელა პარკერი – სკოლის ადმინისტრატორი. პროფესიით ედ ჰელმსი გეოლოგია. მას, ასევე, დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო კურსები.

* სამსახიობო კარიერა ედ ჰელმსმა „სტენდ-აპ კომედის” ჟანრში დაიწყო, ის ნიუ-იორკში თავის მიერვე დაწერილ იუმორისტულ სკეტჩებში მონაწილეობდა.

* ედ ჰელმსი გიტარასა და ბანჯოზე უკრავს.

* ედი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა პოპულარულ ტელესერიალში – „ოფისი.” 

* ჰელმსი არატრადიციული სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი და გეი-ქორწინებების ლეგალიზების მომხრეა.

* „წვეულება ვეგასში” მეორე ნაწილის ედ ჰელმსის გმირს – სტიუს, სახეზე ზუსტად ისეთი ტატუირება აქვს, როგორიც მაიკ ტაისონს.

* ედ ჰელმსის სიმაღლე 183 სანტიმეტრია.

ჯასტინ ბარტა – დაგი

* ჯასტინ ლი ბარტა დაიბადა 1978 წლის 21 ივლისს ფორტ-ლოდერდეილში, ებრაელების ოჯახში. მამა, სტივენ ბარტა, უძრავი ქონების აგენტია, ხოლო დედა – ბეტი ბარტა – მასწავლებელი. ჯასტინმა 15 წლის ასაკში გადაწყვიტა მსახიობობა და შესაბამისი განათლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო. 

* ჯასტინ ბარტას ყველაზე ცნობილი როლია ნიკოლას ქეიჯის ასისტენტის, რაილი პულის პერსონაჟი ბლოკბასტერში „ნაციონალური საგანძური.”

* 2008-2011 წლებში ჯასტინ ბარტა ხვდებოდა მსახიობ ეშლი ოლსენს. წყვილი დაქორწინებას აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ, ერთმანეთს დაშორდნენ.

* „წვეულება ვეგასში” პირველი სერიის თავგადასავლები სწორედ ჯასტინ ბარტას გმირის გაუჩინარების შემდეგ დაიწყო.

скачать dle 11.3