კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ფეხბურთელები მოხვდნენ ყველაზე უხეში და ხისტი ფეხბურთელების ტოპ-ათეულში

თანამედროვე ფეხბურთში არაერთი მოთამაშეა ისეთი, ვის შესახებაც საუბარი შეიძლება, როგორც მის პროფესიულ ოსტატობაზე, ასევე არაადეკვატურ ქცევაზე საფეხბურთო მოედანზე. გთავაზობთ ყველაზე თავზეხელაღებული და ხულიგანი ფეხბურთელების ტოპ-ათეულს.

 

კრეიგ ბელამი – „კარდიფი”

უელსელი ბელამი კარდიფი მუშათა რაიონში გაიზარდა, სადაც უხეშობა მიღებული წესი იყო. სიხისტე ბელამის კარიერის ნაწილია. „ნიუკასლში” თამაშის დროს კრეიგმა მწვრთნელს სკამი ესროლა, მეკარე შეი გივენს ტრავმა მიაყენა, საჩხუბრად გაიწია ლეგენდარულ ალან შირერზე, გოლფის ჯოხით ეჩხუბა იონ-არნე რიისეს და ასევე, ხელით შეეხო გულშემატკივარს მანჩესტერული დერბის დროს. ახლო მომავალში „კარდიფის” დებიუტი შედგება პრემიერლიგაში და მოსალოდნელია, კრეიგ ბელამიმ კვლავ ყველას აჩვენოს თავის სიხისტე და შეუპოვრობა.

მარკ ვან ბომელი – „პსვ”

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მარკ ვან ბომელმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის უკანასკნელი იქნება. ამრიგად, წელს დასრულდება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხისტი ფეხბურთელის სპორტული კარიერა. ვან ბომელი –  „ძვლების გამანადგურებლის” სახელით ცნობილი ფეხბურთელი, ჰოლანდიის ჩემპიონატის ლიდერია ყვითელი ბარათების რაოდენობით. კარიერის განმავლობაში დაგროვილი ფოლების რაოდენობა კი დათვლას არ ექვემდებარება. 

ელ-ჰაჯი დიუფი – „ლიდსი”

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ტრანსფერი „ლივერპულში“, სულ ეს არის, რითაც შეუძლია, იამაყოს სენეგალელმა ელ-ჰაჯი დიუფმა, რომელსაც ერთი პერიოდი, აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევდნენ. საფრანგეთში თამაშის დროს, დიუფი ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა; „ლივერპულში” თამაშის დროს, „სელტიკის” ქომაგებს აფურთხებდა ტრიბუნაზე; ყალბი ჩვენება მისცა „ევერტონის” ქომაგების წინააღმდეგ, თითქოს მათგან რასისტული შეძახილები ისმოდა. ამჟამად დიუფს 5 წლით აკრძალული აქვს სენეგალის ნაკრების ღირსების დაცვა, რადგან მან ფედერაციის ჩინოვნიკები კორუფციაში დაადანაშაულა. ყვითელი და წითელი ბარათები კი დიუფის კარიერის მუდმივი პრობლემაა.

ნაილ რეინჯერი – კლუბის გარეშეა

რამდენიმე წლის წინ ნაილ რეინჯერი იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ენდი კეროლის შემცვლელად მოიაზრებდნენ „ნიუკასლში”, თუმცა წარმატებული კარიერის ნაცვლად, რეინჯერმა კრიმინალური გზა არჩია. 15 წლისამ 3 თვე არასრულწლოვანთა კოლონიაში გაატარა. ორჯერ დააპატიმრა პოლიციამ ავტომობილის ალკოჰოლური ზემოქმედების დროს მართვის გამო. ნაჩხუბარი იყო ნიუკასლის პოლიციელებთან, რის გამოც ერთწლიანი პირობითი სასჯელი მოიხადა, „ტვიტერზე” ჰომოფობიურ პოსტებს წერდა, რის გამოც რამდენჯერმე დაჯარიმდა. გარდა ამისა, 2013 წლის იანვარში, რეინჯერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს და საქმეზე ჯერაც მიმდინარეობს გამოძიება.

ნაიჯელ დე იონგი – „მილანი”

 ბრუტალური ნაიჯელ დე იონგი ცნობილი 2010 წელს გახდა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე გაშლილი ფეხი გულმკერდის არეში მოარტყა ესპანელ ჩაბი ალონსოს და ნოკაუტში ჩააგდო. მანამდე დე იონგმა იგივე ილეთი ამერიკელი სტიუარტ ჰოლდენის წინააღმდეგ გამოიყენა ამხანაგურ მატჩში... სულ ბოლოს კი „ნიუკასლის” ფრანგი ლეგიონერი – ჰატემ ბენ არფა კინაღამ ფეხის გარეშე დატოვა. დე იონგი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე უხეშ მოთამაშედ მიიჩნევა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პსჟ”

კუნფუს ოსტატი ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისი ცუდი ხასიათის გამოვლენას საფრანგეთის ჩემპიონატშიც აგრძელებს – მისი დარტყმის ძალა უკვე გამოსცადა „სენტ-ეტიენის” მეკარემ სტეფან რუფიემ. მანამდე კი ზლატანმა ყველას დაამახსოვრა თავი, როცა თანაგუნდელ ანტონიო კასანოს აღმოსავლური ორთაბრძოლის ილეთი ჩაუტარა და თავში წამოარტყა. ამის მიუხედავად, ზლატანი უაღრესად შედეგიანი მოთამაშეა და „ცუდი ბიჭის” იმიჯის მიუხედავად, „პარი სენ ჟერმენისთვის” საკვანძო ფეხბურთელია.

პეპე – „რეალი”

ბოლო დროს პორტუგალიელი პეპე მადრიდის სამეფო კლუბის ძირითადი შემადგენლობიდან ფრანგმა რაფაელ ვარანმა ამოაგდო და შემთხვევით არ მომხდარა – მოურინიო სწორედ ახალგაზრდა ფრანგს ენდობა, რადგან პეპეს ზღვარგადასულმა უხეშობამ „რეალი” ათი კაცით დატოვა მოედანზე. პორტუგალიელის განსაკუთრებულ უხეშობაზე „ბარსელონას” ფეხბურთელების წინააღმდეგ, ლეგენდებსაც კი თხზავენ. პეპეს გაშლილი ფეხის ძალა დანი ალვეშს აქვს გამოცდილი საკუთარ თავზე.

მარიო ბალოტელი – „მილანი”

 აბაზანის დაწვა და კინკლაობა რობერტო მანჩინისთან, მარიო ბალოტელის მანჩესტერული წარსულია. ამჟამად მსოფლიო ფეხბურთის იტალიელი ჯამბაზი „მილანის” ქომაგებს ართობს. ამბობენ, ადრიანო გალიანიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად, სპეციალურად აიყვანა იბრაჰიმოვიჩივით „მძიმე” და ჭირვეული ხასიათის ვარსკვლავი. მარიომ უკვე მოასწრო თავის გამოჩენა მილანშიც, – ორ უაღრესად მნიშვნელოვან მატჩში „იუვენტუსთან” და „ნაპოლისთან,” წითელი ბარათები მიიღო და გუნდი დააღალატა.

ჯოუი ბარტონი – „მარსელი”

გასული სეზონის ბოლო ტურის მატჩში ინგლისის პრემიერლიგაში ჯოუ ბარტონმა ყველას დაამახსოვრა თავი – მისი სიხისტე საკუთარ თავზე გამოსცადეს ჩემპიონობისთვის მებრძოლი „სიტის” ვარსკვლავებმა – კარლოს ტევესმა, სერხიო აგუერომ და მარიო ბალოტელიმ. ბარტონს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და არცთუ მცირე ჯარიმის გადახდა დაეკისრა. პრემიერლიგაში დარჩენას აზრი რომ აღარ ჰქონდა, ბარტონი მალევე მიხვდა და მარსელში გადაბარგდა – ადგილობრივ კლუბში, სადაც თავიდანვე ხულიგანის სახელი დაიმკვიდრა. ბოლო დროს საფეხბურთო მოედნის ნაცვლად, ბარტონი „ტვიტერში” გააქტიურდა და მწარე პოსტებით კონკურენტი კლუბების ფეხბურთელების წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობს. მაგალითად, „პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელ მცველს, ტიაგო სილვას ჯოუი გასიებულ ტრანსსექსუალუად მოიხსენიებს. 

ლუის სუარესი – „ლივერპული”

პრემიერლიგის ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირთა დავაში რობინ ვან პერსის მთავარი კონკურენტი – ლუის სუარესი, შედეგიან თამაშთან ერთად, სიბინძურის, სიხისტისა და უხეშობის ნათელი მაგალითია. რამდენიმე ხნის წინ სუარესს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. კლუბმა ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ სუარესმა სასჯელი დაიმსახურა. „ჩელსისთან” შეხვედრისას სუარესი სრულად უწყინარ სიტუაციაში ბრანისლავ ივანოვიჩს ეუხეშა, რითაც რეპუტაცია კიდევ ერთხელ შეელახა. 

скачать dle 11.3