კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

რომარიოს აღსარება პელეზე

 

ორი ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადავიდა, – იუწყებიან ბრაზილიური საინფორმაციო სააგენტოები. ჯერ კიდევ 2007 წელს რომარიომ პელე მოიხსენია „ადამიანად, რომელიც მაშინ არის პოეტი, როცა ჩუმადაა”. სულ რამდენიმე დღის წინ კი პელემ რომარიოსგან ახალი ეპითეტი დაიმსახურა: „ის არა მარტო პოეტი, არამედ იმბეცილიცაა“. უკანასკნელი სისულელე, რაც პელემ ბრძანა „კორინტიანსს” ეხება, რომელიც, მისი აზრით, ბრაზილიის ნაკრების საბაზისო გუნდად უნდა იქცეს”, – დაწერა „ფეისბუქში” რომარიომ და აღნიშნა, რომ პელე საბოლოოდ შეიშალა და დროა მკურნალობა დაიწყოს. გარდა ამისა, რომარიომ პელეს საქციელი დაუწუნა იმის გამოც, რომ ფეხბურთის მეფე თავისი უკანონო შვილის დაკრძალვას არ დაესწრო. პელე ხანგრძლივი დროის განმვლობაში არ აღიარებდა, რომ სანდრა მისი შვილი იყო. მხოლოდ სანდრას გარდაცვალების შემდეგ დამტკიცდა დნმ-ის ანალიზით პელეს მამობა.

 

წლის ახალწვეული NBA-ში

 

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბ „პორტლენდის” დამცველი – დემიენ ლილარდი 2012-2013 წლების სეზონის საუკეთესო ახალწვეულად დასახელდა. კლუბის არსებობის ისტორიაში ლილარდი სულ მეოთხე კალათბურთელია, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო. მანამდე საუკეთესოებად იყვნენ აღიარებულნი: ჯეფრი პეტრი (1970-1971), სიდნი უიქსი (1971-1972) და ბრენდონ როი (2006-2007). 2012 წლის დრაფტზე ლილარდი მეექვსე ნომრად აიყვანა “პორტლენდმა” და სეზონის განმავლობაში მან 185 სამქულიანი ტყორცნა განახორციელა, რაც რეკორდია ლიგის არსებობის ისტორიაში.

 

რონალდუს მორიგი სკანდალი

 

ბრაზილიელი ლამაზმანი – ანდრეა ურაკი, რომელიც „საუკეთესო უკანალის” კონკურსის გამარჯვებულია სამშობლოში, ირწმუნება, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან ჰქონდა სექსი იმ საღამოს შემდეგ, რაც „რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა თავის საცოლესთან, ირინა შეიკთან ერთად ისადილა მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში. ანდრეას თქმით, ის კრიშტიანუს თხოვნით ჩავიდა მადრიდში და ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც მას ფეშენებელური ნომერი დახვდა დაჯავშნილი, ღამე გაატარა ფეხბურთელთან. როგორც ბრაზილიელი ლამაზმანი ამბობს, მას დიდი ხანია, მიმოწერა აქვს რონალდუსთან და საბოლოოდ, საქმე შეხვედრამდეც მივიდა. ირინა შეიკის პოზიცია აღნიშნულ ისტორიასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

 

მარიო გელფრენდის გარეშე დარჩა

 

„მილანის” სკანდალური ფორვარდი, მარიო ბალოტელი მეგობარი გოგოს გარეშე დარჩა. ფანი ნეგუეშამ მარიოს მიტოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბალოტელიმ ღიად განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „რეალი” „დორტმუნდის” ბარიერს გადალახავდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ის თავის გერლფრენდს მადრიდელ ფეხბურთელებს დაუმობდა. „რეალმა” ვერ მოახერხა „დორტმუნდის” გამოგდება, ხოლო ფანიმ ეპატაჟური მარიოს სახლიდან თავისი ნივთები წამოიღო და ცალკე გადავიდა საცხოვრებლად.

 

ჯასტინ ბიბერის მსმენელი ბექჰემი

 

დევიდ ბექჰემი უსმენს ჯასტინ ბიბერს, – ასეთი განცხადება გააკეთა “პარი სენ ჟერმენის” შვედმა ვარსკვლავმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. ზლატანის თქმით, მან გასახდელში ბექჰემის დატოვებული “აიპოდი” ნახა და გადაწყვიტა, გაეგო, თუ როგორ მუსიკას უსმენდა ლეგენდარული ინგლისელი. აღმოჩნდა, რომ “სფაიზ გიერლსის” წევრის, ვიქტორია ადამსის ვარსკვლავური მეუღლე თინეიჯერების კერპების – ჯასტინ ბიბერისა და სელენა გომესის სიმღერებს უსმენს. მოგვაინებით თავად ბექჰემმა გააკეთა განცხადება, რომ “აიპოდი” მის შვილებს ეკუთვნის და სწორედ ისინი უსმენენ აღნიშნულ მუსიკას. თავად კი როკსა და ჯაზს ანიჭებს უპირატესობას.

 

ბეილი საუკეთესოა

 

უელსის ნაკრებისა და ლონდონის „ტოტენჰემის” ნახევარმცველი, გარეთ ბეილი ინგლისის პროფესიული საფეხბურთო ასოციაციის მიერ 2012-2013 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვაში ბეილმა ლუის სუარესს, რობინ ვან პერსის, მაიკლ კარიკს, ხუან მატას და ედენ აზარის აჯობა. პირველად საუკეთესო ფეხბურთელად ბეილი 2010-2011 წლების სეზონზე დასახელდა. ამგვარად, ის მეოთხე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც მსგავსი ტიტული ორჯერ მოიპოვა, მანამდე საუკეთესოებად სეზონზე ორ-ორჯერ დასახელდნენ: კრიშტიანუ რონალდუ, ალან შირერი და ტიერი ანრი.

 

აველანჟის სკანდალური გადადგომა

 

96 წლის ბრაზილიელი ჟოაო აველანჟი ფიფას საპატიო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. 1974-1998 წლებში ფიფას პრეზიდენტის წასვლას თანამდებობიდან სკანდალური ელფერი ჰქონდა, გამოძიებამ დაადასტურა ფაქტები, რომ აველანჟი და მისი თანამზრახველები – რიკარდო ტეიშეირა (ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი და აველანჟის სიძე) და ნიკოლას ლეოსი (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ასოციაციის ექსპრეზიდენტი) ქრთამს იღებდნენ მარკეტინგული კომპანია “ISL”-სგან, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ტელეტრანსლაციების უფლებას ანაწილებდა. საერთო ჯამში, ფიფას ანგარიშზე 22 მილიონი დოლარი ჩაირიცხა, საიდანაც ნახევარი მილიონი პირადად აველანჟის ანგარიშზე დაჯდა. გამოძიების თანახმად დადგინდა, რომ აღნიშნული თანხა აველანჟმა ზეპ ბლატერის პრეზიდენტობის პერიოდში მიიღო. ფიფას ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ორგანიზაცია სრულად აკონტროლებს თანხების ბრუნვას და მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.

 

რობი კინის სექსუალური მეუღლე

 

მას შემდეგ, რაც დევიდ ბექჰემმა ამერიკის კონტინენტი მიატოვა და ევროპაში დაბრუნდა, „ლოს-ანჯელეს გელექსის” ირლანდიელი ვარსკვლავი – რობი კინი ამერიკის ჩემპიონატის ნომერ პირველი ლეგიონერი გახდა. ასევე, ყურადღების ცენტრშია, მისი მომხიბლავი მეუღლეც, მოდელი კლოდინ პალმერი. კლოდინი მის ირლანდიის კანდიდატი და ქალის თეთრეულის დიზაინერია. წყვილი ხშირად სეირნობს ერთად ლოს-ანჯელესის ქუჩებში. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტომ რობინ კინის მეუღლე უკვე დაასახელა ამერიკის ჩემპიონატის, MLS-ის ყველაზე სექსუალურ ფეხბურთელის ცოლად.

скачать dle 11.3