კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ქალზე ძალადობა აბორტის აკრძალვა და რატომ ითვლება საქართველოში აბორტი პრობლემის გადაჭრის საშუალებად

მართალია, თავი ევროპელებადაც მოგვაქვს, დიდი კულტურის შთამომავლებადაც და საკუთარ მომავალსაც სწორედ ცივილიზებულ სამყაროში ვხედავთ, თუმცა დედათა და შვილთა მოკვდავობის მაჩვენებელი და აბორტების რაოდენობა, სხვათა შორის, ქალთა გაუპატიურების რიცხვიც, საპირისპიროს მოწმობს. სულ ახლახან პატრიარქმა მრევლს აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდა (რაც ერის სულიერი მამისგან აბსოლუტურად ბუნებრივია), რამაც საზოგადოებრივი აზრი ორად გაყო: აბორტის აკრძალვის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. რა უბიძგებს ქალს აბორტისკენ და არის თუ არა გამოსავალი აკრძალვა, – თემას ნინო ციხისთავთან ერთად განვიხილავთ.     

– რიტორიკული კითხვით დავიწყებ: აბორტების აკრძალვა არის პრობლემის მოგვარების ოპტიმალური გზა? 

– ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პერიოდულად აქტიურდება აბორტების საკითხი და ეს ნორმალური მოვლენაა. როგორც ოფიციალური, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების არაოფიციალური სტატისტიკა შემაშფოთებელია და 2000 წლიდან ჩატარებული აბორტების მრუდი ზემოთ მიდის.

– რა რაოდენობის ლეგალური და არალეგალური აბორტები კეთდება ჩვენთან?

– არალეგალურ აბორტებზე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, რადგან ოფიციალურ სტრუქტურებს არავინ მიაწვდის ასეთ ინფორმაციას. თუმცა ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მეთოდით შეგროვებული ინფორმაცია, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ტარდება არალეგალური აბორტები. როდესაც წელიწადში არალეგალური აბორტის 10 შემთხვევა მაინც გვაქვს, რეალურად, ეს შეიძლება, იყოს 40 ან 50 აბორტი, რაც იმის მანიშნებელია, რომ დღეს საქართველოში ქალს აქვს ძალიან ბევრი მიზეზი საიმისოდ, რომ არალეგალურად გაიკეთოს აბორტი. აბორტი ტაბუირებული საკითხია, ამიტომ ჩვენ არ ვიცით, ვინმე ძალდატანებით აკეთებს ამას თუ თავისი ნებით, მაგრამ ფაქტია, რომ არალეგალურად აბორტის გაკეთება უფრო იაფია.

– არალეგალური აბორტების მიზეზი მხოლოდ ფასია? ჩვენი კანონი უშვებს აბორტს და ცოტა უცნაური არ არის არალეგალურად მისი გაკეთება?

– მიზეზებია: ფასი, სქესი და ფეხმძიმობის ასაკი. ამ სამივე კომპონენტიდან ხან ერთი მუშაობს, ხან –  მეორე, ხან –  სამივე ერთად. რაც შეეხება ლეგალური აბორტების რაოდენობას: მაგალითად, 2000 წელს ეს იყო 15 000,  2005 წელს –  თითქმის 18 000, 2010 წელს –  26 000, 2011 წელს –  31 000.

– ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ცვენის ეპოქაში, რა სიველურეა 31 000 აბორტი?!

– არანაკლებ საინტერესოა ამ კვლევების გაშლა, მაგალითად, რა პროცენტი უჭირავს აბორტების საერთო რაოდენობაში მინი-აბორტებს. 2000 წელს, როდესაც 15 000 ოფიციალური აბორტი ჩატარდა, მხოლოდ 36 პროცენტი მოდის მინი-აბორტზე.

– ანუ ფეხმძიმობის მცირე ვადაზე ჩატარებულ აბორტზე?

– დიახ, დანარჩენი ჩატარდა დიდი ასაკის ნაყოფზე, რაც ბევრად უფრო მეტი ზიანის მომტანია ჯანმრთელობისთვის.

– იმას გარდა, რომ ნაყოფი ბევრად უფრო ჩამოყალიბებულია.

– რა თქმა უნდა. 2005 წელს მინი-აბორტების რიცხვი საერთო რაოდენობაში 34 პროცენტი იყო. საბოლოოდ, აბორტების საერთო რაოდენობაში მინი-აბორტების წილი, საშუალოდ, 30-35 პროცენტია, დანარჩენ შემთხვევებში კეთდება ეგრეთ წოდებული დიდი აბორტები.

– თუ არსებობს სტატისტიკა აბორტის დროს დედების დაღუპვის შესახებ?

– საერთო მოკვდაობის მაჩვენებელში ეს მონაცემი ცალკე არ არის გამოტანილი. ყოველ შემთხვევაში, მე არ მაქვს.

– ვფიქრობ, არც არსებობს, რადგან დემოგრაფები ჩივიან, რომ ბოლო დროს გარდაცვალების მოწმობებში სიკვდილის მიზეზი არ არის მითითებული 60-70 პროცენტ შემთხვევებში, რაც მათ ხელს უშლის, დაადგინონ, თუ რა პრობლემები იწვევს სიკვდილიანობას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ სწორი ჯანდაცვის პოლიტიკა წარმართოს.

– დიახ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ასაკიც: გვაქვს აბორტის გაკეთების შემთხვევები როგორც არასრულწლოვან ასაკში, ისე 44 წლის ზემოთ, თუმცა აბორტების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის 20-დან 44 წლამდე ასაკის ქალებში. არავინ დავობს, რომ აბორტი მიუღებელია, ამაზე ყველანი ერთხმად ვთანხმდებით. პატრიარქმა კიდევ ერთხელ წამოსწია წინ ეს საკითხი და, ერთი მხრივ, ამას მივესალმები, რადგან ეს წამოწყება უპირველესად, ეხება სელექციურ აბორტებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში და რაზეც „პასემ“ გააკეთა კვლევა. მათი რეზოლუციით, საქართველო მოექცა ოთხ ქვეყანას შორის ევროპის მასშტაბით, რომლებშიც ეს პრობლემა არის.

– ჩვენ გარდა, კიდევ რომელ ქვეყნებში იკეთებენ აბორტს მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონა უნდა შეეძინოთ?

– ამ ჩამონათვალში მოხვდნენ: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუმინეთი. ამდენად, პატრიარქის ეს მოწოდება ძალიან რელევანტური და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან დიდია სქესით განპირობებული აბორტის რაოდენობა. მეორე მხრივ, გაცილებით მეტ ბოროტებას მოიტანს აბორტების სრულად აკრძალვა, რადგან ვიცით, რა შედეგი დადგა იმ ქვეყნებში, რომლებშიც აკრძალეს აბორტები. გავიხსენებ პოლონეთის ყბადაღებულ მაგალითს: მოგეხსენებათ, როდესაც პოლონეთში აკრძალეს აბორტები, ქალების ერთჯერადი მასობრივი გასვლები დაიწყო ქვეყნიდან.

– ჩვენთანაც სომხეთში გადავლენ, მაგალითად.

– დიახ, ნებისმიერი აკრძალვისას დგება გამოსავლის ძიების საკითხი, ქალები იძულებულნი გახდებიან, სხვაგან ეძებონ გამოსავალი.

– მედიკამენტური აბორტიც არსებობს და, ბოლოს და ბოლოს, ინტერნეტით გამოიწერ იმ ორ აბს და ეს იქნება გამოსავალი.

– რა თქმა უნდა, სრული შეიარაღება იქნება გამოყენებული ამ პრობლემის მოსაგვარებლად, იმიტომ რომ აკრძალვა ბუნებრივად იწვევს ძალიან ბევრი სხვადასხვა დერეფნის ძებნას, რაც, როგორც წესი, ცუდი შედეგით მთავრდება.

მეორე მხრივ, ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში. ბუნებრივია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ შეაფასებს პრობლემას ერის სულიერი მამა, მაგრამ ჩემთვის ეს აჟიოტაჟი მაინც გაუგებარია. ყველამ ვიცით, რომ ჩვენთან ოჯახების უმრავლესობა, რომლებიც ეკლესიურად ცხოვრობენ, ისედაც იცავდა და იცავს ამ წესს. ვინც არ ცხოვრობს ეკლესიურად, ის არც იცავს, მაგრამ ამ ყველაფერს არეგულირებს კანონი და ჩვენთან არსებობს ძალიან კონკრეტული კანონი ამ საკითხის დასარეგულირებლად და არ მგონია, საქმე ამ კანონის ცვლილებამდე მივიდეს, იმიტომ რომ კანონმდებელმა ძალიან კარგად იცის, რა შეიძლება მივიღოთ აბორტის კანონით აკრძალვით. ეს მაინც იძულებაა. ისევე, როგორც იძულება იყო მამაკაცზე 2011 წელს შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რის თანახმადაც, მამაკაცს დაავალდებულეს გენეტიკური ანალიზი. დღესაც იმავეს ვფიქრობ, აბსოლუტური იძულებაა მამაკაცზე, ჩაიტაროს დეენემის ანალიზი ყოველთვის, როდესაც ამას ქალი მოითხოვს და მამაკაცს დაავალდებულებს სასამართლო, თურმე, იმიტომ რომ უკანონო ბავშვების უფლებები არ შეილახოს. პირადად მე, ტერმინი „უკანონო  ბავშვები“ უფლების შემლახველად მიმაჩნია, საბჭოთა პერიოდს მაგონებს და „უკანონო ბავშვების“ უფლებებისთვის ზრუნვის გამოვლენად არ მიმაჩნია მამაკაცის დავალდებულება.

– მეც გეთანხმებით, როდესაც ბავშვს აჩენ, უნდა ჰკითხო აზრი მამაკაცსაც და, თუ მის აზრს არ ითვალისწინებ, არც უნდა დაავალდებულო, უმშობლოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენთან მამები მასობრივად ამბობენ უარს, შეასრულონ მამის მოვალეობა. ასეთ შემთხვევაში, კანონმა რატომ არ უნდა დაავალდებულოს ის?

–  მივალთ ამ საკითხამდეც. ისეთ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ აქტუალურია ქალების გაუპატიურება და ძალიან დაბალია ამ დანაშაულის გახსნის პროცენტი, აბორტის აკრძალვაზე საუბარი გაუმართლებელია. შემაშფოთებელია გაუპატიურების სტატისტიკა: ჩვენთან ყოველთვიურად ხდება 8-დან 13-მდე გაუპატიურება. ასეთ ქვეყანაში შეიძლება, რომ ქალები დავავალდებულოთ, ნებისმიერ შემთხვევაში გააჩინონ ბავშვები?! ეს ძალიან მიუღებელია ჩემთვის როგორც ადამიანურ, ისე სამოქალაქო კონტექსტში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტი: პროსტიტუცია, ამ სეგმენტთან მიმართებაშიც ვერ წარმომიდგენია, უარი ეთქვას ქალს, თუ ნაყოფის დატოვება არ უნდა. 

– აქვე უნდა ვთქვა, ისიც ვერ წარმომიდგენია, მამაკაცმა პროსტიტუტ ქალთან დაამყარო ურთიერთობა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას არ გამოიყენო. არანაკლებ შემზარავი სიბნელეა.

– ესეც ცალკე პრობლემაა და ახლაც ისევეა შავ ნაჭერგადაფარებული, როგორც ყველა ეპოქაში იყო. არაფერი შეცვლილა. ეს არის სეგმენტი, რაზეც საზოგადოება ზიზღით ხუჭავს თვალს, თითქოს ჩვენ, ყველას, არ გვეხებოდეს, თითქოს ჩვენ, ყველანი, არ ვიყოთ თანამონაწილენი დუმილით თუ ზიზღით და თითქოს ამ ჩვენი დუმილით რამე უკვალოდ ქრებოდეს. ჯერაც ვერ მოხერხდა ამ საკითხის სამართლის სფეროში მოქცევა. პროსტიტუციის ლეგალიზაცია არ ნიშნავს, რომ ის უნდა დაუშვა, ეს ნიშნავს, რომ ეს საკითხი მოხვდება სამართლის სივრცეში და არის სამი ვარიანტი: სრული აკრძალვა, სრული დაშვება და შერეული ვარიანტი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულ ვარიანტს იყენებს, კურტულოროგიური და გეოპოლიტიკური ასპექტის გათვალისწინებით. ჩვენთან კი ეს საკითხი კანონგარეშეა და მერწმუნეთ, ეს უფრო მეტი შენელებული მოქმედების ნაღმია. და ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოში ყველამ იცის, რომელ ქუჩაზე რა ხდება, სად რომელი სქესის ადამიანი შეიძლება, ნახო და ასე შემდეგ.

–  თვეში 13 გაუპატიურებამდე, წელიწადში 31 000 აბორტი, მგონი, გამოქვაბულში ვართ და ვერ ვხვდებით. შეუზღუდავადაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე, რომლებიც ძალიან კომფორტულია, არ ღირს ძვირი და ასე შემდეგ. რატომ არ წყალობენ ჩვენთან თანამედროვე მედიცინის ამ მიღწევებს?

–  ეს პრობლემა მიბმულია ეკონომიკურ მდგომარეობასა და შემოსავლებთან, მათ შორის, იმასთან, რომ ჩვენთან არ მუშაობს ოჯახის დაგეგმარების ინსტიტუტი. ამდენად, 20-დან 40 წლამდე ასაკის ქალები დატოვებულნი არიან ღვთის ანაბარა და ისინი აბორტის გარდა სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. 

ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე, ალბათ, სპეციალური ჯგუფი უნდა მუშაობდეს. ძალიან ბევრი ჯანსაღი იდეა ჰქონდა არასამთავრობო სექტორს, ასევე, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემს იმ კოლეგებს, რომლებიც დღეს პარლამენტის წევრები არიან, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს.

– ჯერჯერობით მხოლოდ ბუსუსებიანი პრეზერვატივების შეძენა აუკრძალეს არასრულწლოვნებს.

– ფაქტი ის არის, რომ აბორტების რაოდენობა იზრდება და რაც გინდათ, ის დავარქვათ ამას.

– მგონია, რომ მთავარია, ჩვენს ცნობიერებაში აიკრძალოს აბორტი, როგორც გამოსავალი. მთავარია, რას იტყვის ხალხი და არა ის, მოკლავ თუ არა ნაყოფს. იმ 31 000 აბორტს აქვს სხვადასხვა მოტივი, მაგრამ, მგონია, რომ სოლიდურია საზოგადოებრივი აზრის და ეკონომიკური მდგომარეობის წვლილიც. ანუ სახელმწიფო და საზოგადოება ამ დანაშაულის პირდაპირი თანამონაწილეა და მხოლოდ აკრძალვით ვერ დაიძვრენენ თავს.

–  ყველა პოლიტიკური რეჟიმის დროს მქონდა ერთი და იგივე ჩამოყალიბებული აზრი, რადგან ჩვენ აღარ ვცხოვრობთ გამოქვაბულში, ყველაფერზე, რაც საზოგადოებაში ხდება, უპირველესად, პასუხისმგებელია საზოგადოება და მისი წილი არის ლომის. მათ უნდა მოაგვარონ ეს პრობლემები, რომ შემდეგ ადამიანებმა კანონმორჩილებით ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რასაც სახელმწიფო შექმნის. რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ეს წამოძახილი, რომ ეს დიდი პრობლემაა საქართველოსთვის, თან, ასეთ დემოგრაფიულ ფონზე, მეტიც, ასეთი დემოგრაფიული პროგნოზის ფონზე, რა თქმა უნდა, დროული და მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ხელისუფლებაც გააქტიურდა პატრიარქის ამ განაცხადის საპასუხოდ.

– „შრომის კოდექსში“ ისევ დისკრიმინაციურია ჩანაწერი მომავალი დედების შესახებ, იმის ნაცვლად, რომ მოტივაცია გაუჩინოს დაქირავებულებს, მათთვის, ვისაც სამსახური აქვს, დაფეხმძიმება უკუჩვენებაა ჩვენი „შრომის კოდექსით“?

– მით უმეტეს, რომ საქართველოში, რადგან უამრავ რამეში ვართ ჩამორჩენილნი, არაფრის გამოგონება არ გვჭირდება, უბრალოდ უნდა გადავხედოთ სხვების გამოცდილებას, როგორ მოაგვარეს მათ ეს პრობლემა. უამრავი სოციალური პაკეტი არსებობს და ისინი დიდ ტვირთადაც არ აწვება ბიუჯეტს.

–  ერთია სახელმწიფოს ნება, დაეხმაროს მომავალ დედებს და მეორე საზოგადოების განწყობა, რომელიც ქალს, რომელიც აჩენს შვილს ქორწინების გარეშე აკრავს ამორალურის იარლიყს. ესეც ხომ იძულებაა აბორტისკენ?

– ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი, სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ მთელი საზოგადოება ვართ თანამონაწილე სანაგვეზე გადაგდებული ბავშვის ბედში. ესეც იგივე პრობლემაა, როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მარტოხელა დედებს, რომ ისინი არ გაჭორონ, მათ შეურაცხყოფა არ მიაყენონ?! ისრაელის მაგალითს მოგიტანთ: იქ მარტოხელა დედებისთვის ჭერამდე სოციალური პაკეტებია შემუშავებული. მათ შორის, ეს ქალბატონები აქტიურად იღებენ მონაწილეობას ქვეყნის დაცვის და თავდაცვის საკითხებში; სახელმწიფო მათ უხდის გადასახადს. მაშინ, როდესაც საქართველოში ამ ყველაფრისადმი ძალიან არაადამიანური, არარელიგიური, არაჰუმანური მიდგომაა: მარტოხელა დედები არ სარგებლობენ არანაირი სახელმწიფო დახმარებით და არათუ არ აქვთ მატერიალური დახმარება, არამედ არანაირი მორალური მხარდაჭერა, რაც მათ თავს ღირსეულ მოქალაქედ აგრძნობინებდა, იმისდა მიუხედავად, თვითონ გადაწყვეტს ადამიანი გახდეს მარტოხელა დედა თუ შემთხვევით გახდება.

скачать dle 11.3