კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადადებული ფეხის წვერზე

ანუ, არასაკმარისად დაკმაყოფილებული?!

თუმცა გაირკვა, რომ ამ ჩვენი ბიუჯეტის ფულით ეს ჩვენი პრეზიდენტი ლამის ყველა გამვლელ-გამომვლელს ასაჩუქრებდა, წარბი არც პრეზიდენტს შეუხრია, არც მის თანაგუნდელებს და, მით უმეტეს, არც დასაჩუქრებულებს შერხევიათ საჩუქრები. მათ შორისაა უკრაინელი მომღერალი ივანა მელაიც (რომლის ბედნიერებისთვისაც შეიქმნა ტელეარხი „პიკი“, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება რჩებოდა).

სულ ახლახან ზემოხსენებულმა ქ-ნმა მიგვამუნათა: „ახლა რომ გითხრა, რამდენი საჩუქარი მიმიღია და ის ადამიანებიც ჩამოვთვალო, ვინც რამე მაჩუქა, ამას შემოდგომამდე მოვუნდები (მაშ!). “

ზედაც, საჩუქრის ფასიც დაგვიწუნა („როგორც მახსოვს, წერდნენ, რომ 900-ლარიანი საჩუქარი მივიღე. ეს ხომ სასაცილოა! ნუთუ დიდი დანაკარგია ეს თანხა საქართველოსთვის?!“) და ანაზღაურებისაც (კვლავ ციტატას მოვიხმობ: „არც ის მესმის, თუ რატომ უკვირთ ჩემი შრომის ანაზღაურება. ეს თანხა, შესაძლოა, ვიღაცას ბევრად ეჩვენებოდეს, მაგრამ, ეს ხომ იმ თანხის მესამედია, რასაც უკრაინაში ვიღებ?!“).

ბუნებრივია, იბადება კითხვა: თუ ეგზომ უკმაყოფილოა ქ-ნი მელაი, რად არ გვტოვებს? მაგრამ, როგორც ირკვევა, მეტად პოეტური მიზეზით (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „მას (მიხეილ სააკაშვილს) დიდ პატივს ვცემ . მიხარია, რომ ასეთი კარგი ადამიანი გავიცანი. მიყვარს პროგრესული ადამიანები, რომლებიც ერთ ადგილზე არ ჩერდებიან (უყვარს და მოკალი!).“

სტუმართმოყვარეობის წესის გათვალისწინებით, ბუნებრივია, მოხარულნი ვართ, რომ ქ-ნი მელაი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, და მერე რა, რომ ეს ჩვენი ბიუჯეტი სულ გადადებული ფეხის წვერზე ჰკიდია.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ 900-ლარიანი ეიაფა, მის თვალში პროგრესულის იმიჯის შესანარჩუნებლად საქართველოს მოქალაქეებს ხომ არ გაგვეჭირვებინა, კიდევ ორი ნული მიგვემატებინა (სიღარიბეს რა ვუთხარი, თორემ, განა 6 ნულს არ იმსახურებს?!) და ჩვენს სახელზე კიდევ ერთი ყელსაბამი დაგვეკიდა ?!

скачать dle 11.3