კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მორგებული

ახალგაზრდა კონსტიტუციის ვნებანი

რაკი ასე დაებედა, იმთავითვე ცხადი იყო, რომ მორიგ ცვლილებებს ეს ჩვენი კონსტიტუცია, როგორც პატარძალი, მაინც ვერ აიცდენდა.

როგორც გაირკვა, ვერც აიცდენს, რადგან, გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარემ გვაუწყა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში განხორციელდება, ოღონდ, არ დაუმალავს, რომ არც ცვლილებების შინაარსია ცნობილი და, უფრო მეტიც, მმართველ გუნდში არც ძირითად საცვლილებო პოსტულატებზე შეთანხმებულან.

მხოლოდ ის გაგვიმხილეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ორ ეტაპად იმუშავებენ: კონსტიტუციის ფუნდამენტურ გაუმჯობესებაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იმუშავებს, ხოლო წვრილ-წვრილ ცვლილებებს საპრეზიდენტო არჩევნებამდე შევიტანთო.

რაც მთავარია, კონსტიტუციის ცვლილებებს მხარს არ უჭერს „ნაცმოძრაობა“, არგუმენტით, არჩევნებამდე ცვლილებების განხორციელება დაუშვებელიაო (და მერე რა, რომ თავად იმდენი ცვლილება შეიტანეს ამ ჩვენს საწყალ უმთავრეს დოკუმენტში, რომ, დედას ვინ ჩივის, მამინაცვალიც არ დაუტოვეს .

თუმცა, გვაიმედებენ, რომ მუშაობაში მონაწილეობას მაინც მიიღებენ (სხვა რა საქმე აქვთ?!), როგორც ბ-ნი ვაშაძე გვპირდება, არ დავუშვებთ ქვეყნისთვის საზიანო ცვლილებების მიღებასო (იგი იმდენად აქტიური ლიდერია, რომ მისი ციტატების მოხმობა ერთობ ხშირად მიწევს .

ასე თუ ისე, ის კიდევ ერთხელ, ზედაც, ფუნდამენტურად შეიცვლება, ხოლო, თუ იმ ტრადიციასაც გავიხსენებთ, რომ 1995 წელს მიღებული (ჯერაც არასრულწლოვანი) უკვე არაერთგზისაა გადაწერილ-გადმოწერილი, ცხადი ხდება, რომ რუსის ბარაბანს არ მოხვედრია იმდენი, რაც ამ ჩვენს კონსტიტუციას – ცვლილება !

скачать dle 11.3