კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყურგამზადებულები

ანუ, ჩამშვებთა-ჩამშვები

ჯერჯერობით, ყოფილი ბობოლებიდან ჯოხი მხოლოდ ბაჩო ახალაიაზეა გადამტყდარი (ოღონდ, რამდენად საფუძვლიანად, ამას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ შევიტყობთ), დანარჩენები თავისუფლადაც დასეირნობენ, თავიანთ აზრებსაც გვიზიარებენ და განგაშის ზარებსაც არისხებენ (ქვეყანა უკან მიდისო!).

შესაძლოა, ამიტომაც (რაკი ჯოხი ერთზე ტყდება), ჯერ იყო და, დათა ახალაიამ შემოგვითვალა ერსა და ბერს, მოვდივარ და ყველაფერს გეტყვითო (თუმცა ამაო გამოდგა ჩვენი მოლოდინი,  გასულ კვირას კი თვით როლანდ ახალაიაც დაგვპირდა, რომ ცხელ-ცხელ ამბებს არ მოგვაკლებს (ოღონდ, როცა საჭირო იქნება, მაშინო, რამეთუ, წინასწარ ტალახის სროლას არ ვარ მიჩვეულიო!. ზედაც, არასამთავრობო ორგანიზაციებს უსაყვედურა (მომყავს ციტატა): „მაინტერესებს, სად არიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. ბაჩო ახალაია უკანონო პატიმარია და, არ ვიცი, ეკა ბესელია რატომ არ ინტერესდება ბაჩოს საქმით, როდესაც იცავს შალიკიანებისა და მსგავსი პირების უფლებებს.“

არც ჩვენ ვიცით, რას გვეტყვის ახალს ერთ დროს „ნაციონალთა“ მარჯვენა ხელი ბ-ნი ახალაია ან რას ეტყვის საპასუხოდ მას, თუ მთლად ქვეყანა არა, სამართალდამცავი სტრუქტურები, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ნავსი გამტყდარია (არაერთი მხურვალე „ნაციონალი“ გადაბარგდა „ოცნებაში“, ხოლო თვით ქ-ნმა ვერულაშვილმა სულ წვრილად გაგვიმხილა საგმირო „ნაციონალური“ საქმეები), სავარაუდოდ, ყურები უნდა გავამზადოთ (საინტერესო ამბების მოსასმენად). ჰოდა, იქნებ თადარიგიც დაგვეჭირა და ჩამშვებთა-ჩამშვების საპატიო პრიზი წინდაწინ დაგვეწესებინა?! 

скачать dle 11.3