კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ცოდვილი“

ანუ შაძლებს!!!

თავდაპირველად საჯაროდ, ოღონდ, ცალ-ცალკე იკამათეს, მაგრამ, საბოლოოდ, ხალხის რჩეული კობა დავითაშვილი და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მაინც დაზავდნენ .

მანამდე კი ბ-ნი დავითაშვილისა და მისი „ოცნებელი“ კოლეგები შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. იმდენადაც, რომ ეს უკანასკნელი თვით პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა, მაგრამ, მოგვიანებით, მას მინისტრობასაც დაჰპირდასავით (თუმცა, არ დაუკონკრეტებია, სახელდობრ, რომელს).

თავის მხრივ, ბ-ნმა დავითაშვილმა დაგვარწმუნა, რომ, მართალია, მინისტრობა მისი თვითმიზანი არ არის, მაგრამ, დღესვეა მზად, იტვირთოს პასუხისმგებლობა!

მზადყოფნის მიზეზი კი შემდეგნაირია (მოვიხმობ ციტატას): „მზად ვარ, გარანტირებულ 4-წლიან საპარლამენტო ცხოვრებაზე უარი ვთქვა და მინისტრად დავინიშნო. ვფიქრობ, მინისტრობა სწორედ პროფესიონალი პოლიტიკოსის საქმეა “.

ზედაც, უახლოესი წარსულის დეტალებიც გაიხსენა: „12 წელია, რაც პრემიერს ვიცნობ. ბევრი ცოდვა მაქვს, ამ მხრივ და ამასაც ვიტყვი – ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილი მე გავაცანი. შემდეგ მე წამოვედი ოპოზიციაში და მათი ურთიერთობა გაგრძელდა (ანუ, მე უფრო შორსმჭვრეტელი ვარო) ?!).

ჩვენ არ ვიცით, შედგება თუ არა ბ-ნი დავითაშვილის კარიერა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თუმცა, თუ მის მზადყოფნასა და შემართებას გავიხსენებთ (მზად ვარ, მინისტრად დავინიშნოო), სხვა თუ არაფერი. ის მაინც აშკარაა, რომ შაძლებს თავმჯდომარეობას (მდივნიან-„ბორჯომიანად“)!

скачать dle 11.3