კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დააფიქსირა უნივერსიტეტის კამერებმა გოგონას კიბიდან გადმოვარდნის დროს და ვისი ეშინოდა მას

 

1  მაისს  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მეორე  კორპუსში  საშინელი  შემ-

თხვევა  მოხდა,  რომელიც,  ალბათ,  უნივერსიტეტის  ისტორიას  ლაქად  დარჩება:  იური-

დიული  ფაკულტეტის  მესამე  კურსის  სტუდენტი  გვანცა  ადამია  თანაკურსელმა,  ვანო

ღ-მ  (გამოძიების  ინტერესებიდან  გამომდინარე,  გვარს  არ  ვასახელებთ)  მეორე  სართ-

ულის  კიბიდან  გადმოაგდო.  ნულოვან  სართულზე  დავარდნილი  გვანცა  (ვინც  უნივე-

რსიტეტის  ამ  კორპუსში  ნამყოფია,  იოლად  წარმოიდგენს,  რა  სიმაღლეზეა  საუბარი),

მეტყველებდა  და  ადგომას  ცდილობდა.  სასწრაფო  დახმარების  მისვლის  დროს  მას

წნევა  ნულამდე  ჰქონდა  დასული.  გარშემო  მყოფები  იხსენებენ,  რომ  გვანცა  დედას

ითხოვდა.  ღვთის  წყალობით,  ამჟამად  გვანცა  თავს  უკეთ  გრძნობს  –  მას  ოპერაციები

გაუკეთდა,  გონზე  მოვიდა  და  მშობლებსაც  ესაუბრა.

შორენა  თვალთვაძე  (გვანცა  ადამიას
დედა): სკოლის დამთავრების შემდეგ გვანცა სა-
მედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, გინეკოლ-
ოგობა სურდა. მაგრამ, იმის გამო, რომ ძალიან
ბევრი წელი მოუწევდა სწავლა, აზრი შეიცვალა
და მობილობით უნივერსიტეტში, იურიდიულ ფა-
კულტეტზე  გადმოვიდა.
–  კარგად  სწავლობდა?
– დიახ. სკოლა მედალზე დაამთავრა, სამუს-
იკო  სკოლა  –  ფრიადებზე;  უკრავდა,  მღეროდა.
ჰქონდა სოლო კონცერტები. სულ პატარა ასაკ-
ში საუკეთესო სოლისტის წოდება ჰქონდა მიღ-
ებული. ცოტა ხნის წინ „საქართველოს ვარსკვ-
ლავის“  ქასთინგში  მიიღო  მონაწილეობა,  ორი
სიმღერა იმღერა: ქართული „ქარი კვლავ არხე-
ვს“ და ბითლზების „ლეთ ით ბი,“   მაგრამ, უთ-
ხრეს რომ დახვეწა სჭირდება. „პრიკოლებში“ რომ
არ  მოხვდებოდა  გვანცა,  ეს  ცხადია.
– ამჟამად, გვანცას სწავლის გამო თბილისში
გადმოვედით.  ისე  სენაკში  ვცხოვრობთ,  გვანცა
იქ  დაიბადა  და  გაიზარდა.
–   როგორი   გოგოა   –
დინჯი  თუ  მხიარული?
–  ძალიან  სერიოზული
გოგოა, ყველამ იცის ეს.
–  რა  მოხდა  პირველ
მაისს,  ვინ  იყო  ის  ბიჭი?
– თანაკურსელები იყვნ-
ენ, მაგრამ, იცით, როგორ?!
ყველა საგანი ერთად არ უტ-
არდებოდათ  –  ალბათ,  იც-
ით, როგორც ხდება ჯავახ-
იშვილში...
– ხდებოდა მათ შორის
რამე,  იყო  მოწონება  გვა-
ნცას  მხრიდან?
–  არა,  შვილო,  არ  დაი-
ჯეროთ. ამ ბიჭს, თურმე, მე-
სამე წელია, გვანცა უყვარს
–  მას  შემდეგ,  რაც  ჩემი
შვილი  უნივერსიტეტში  გა-
დმოვიდა. ის ბიჭიც იმ წელს
ჩარიცხულა  და  იმ  დროიდ-
ან უყვარს. ამის შესახებ თა-
ვად ყვება. თვითონვე ყვება
იმას, რომ გვანცას სულ უკ-
ან  დაჰყვებოდა.  ნუცუბიძე-
ზე ვცხოვრობთ და გვანცასთვის უთქვამს: ვიცი,
რომ უნივერსიტეტამდე ოცდაერთი ნომრით და-
დიხარ.  მოდიხარ  უნივერსიტეტში,  ლექციებზე
ზიხარ,  ყველაფერს  იწერ  –  მე  ასეთი  გოგო  ამ
საუკუნეში არ მინახავსო. როგორც ვიცი, თვით-
ონ ეს ბიჭიც ფრიადოსანი ყოფილა, სკოლა ოქ-
როს მედალზე დაუმთავრებია და ახლაც ძალიან
კარგად  სწავლობს,  მაგრამ,  რა  გადახრა  აქვს
ასეთი ფსიქიკური, არ ვიცი. უცებ შეეძლო, რომ
არაადეკვატურად  მოქცეულიყო.  ჩვეულებრივი
ურთიერთობა ჰქონდათ – ხან წიგნი დასჭირდე-
ბოდა, ხან რაღაც. გვანცას რომ უთხრა, მიყვარ-
ხარო,  ამან  უთხრა:  ვანო,  არ  მინდა,  ტყუილად
იმედი მოგცე, არ ვაპირებ ჯერ გათხოვებას, კა-
რიერა უნდა ავიწყო და მერე ვნახოთო. კატეგო-
რიული უარი არ უთქვამს – ამასთან დაკავშირ-
ებით მე გავაფრთხილე, რადგან,   სულ მეუბნე-
ბოდა: დედა, რაღაც არ მომწონს ამ ბიჭის თვა-
ლები,  თან,  სადაც  არ  უნდა  მივიდე,  ყველგან
მხვდება. უნივერსიტეტში რომ მივდივარ, თუ არ
აქვს  ლექცია  ჩემთან  ერთად,  მაინც  შემოდის.
გოგოებს აქეთ-იქიდან ვისვამ, რომ გვერდით არ
მომიჯდეს. სახლშიც, მირანდასთან ერთად მოვ-
დივარო.
–  ანუ,  თქვენ  გააფრთხილეთ  რომ  კატეგ-
ორიული  უარი  არ  ეთქვა  მისთვის?
– დიახ. დაახლოებით ერთი კვირის წინ გვა-
ნცას   გამოცდა   ჰქონდა   მაღლივ   კორპუსში.
როგორც ჩემმა შვილმა მითხრა, ცოტა ხნის წინ
კიდევ დალაპარაკებია ვანო და გვანცას უთქვამს,
შენთან  არანაირი  ურთიერთობა  არ  მქონდა  და
 
არც  მექნებაო.  მერე  ჩემმა  შვილმა  მთხოვა,  ისე
გაბრაზდა,  ისეთი  სახე  მიი-
ღო, რომ მეშინია და გამოც-
დაზე გამყევიო. გავყევი. გვა-
ნცა  გამოცდაზე  შევიდა,  ვა-
ნოს  იმ  დღეს  გამოცდა  არ
ჰქონია.  გამოცდის  დამთავ-
რებამდე ნახევარი საათი იყო
დარჩენილი, რომ მოვიდა. მი-
ვხვდი,  ის  იყო,  „ფეისბუქის“
ფოტოებიდან სახეზე ყველას
ვიცნობ.   ვაკვირდები, ვფიქ-
რობ ეს ვანოა თუ არა. ნერ-
ვიულად,  სიგარეტით  ხელში,
წინ  და  უკან  დადიოდა.  გამ-
ოვედი გარეთ და კიბეზე ამ-
ოვიდა. უცებ მეუბნება, მგო-
ნი, ჩვენ ერთსა და იგივე ად-
ამიანს  ველოდებითო.  მითხ-
რა, ვინც იყო და მეც ვუთხ-
არი,  გვანცას  დედა  ვარ-მე-
თქი. თქვენ გვანცამ იმიტომ
წამოგიყვანათ, რომ ჩემი ეშ-
ინიაო.
– ასეთი პირდაპირი ბი-
ჭია?
– ტყუილი არ შეეძლო, –
ასე  ამბობს  ყველა,  მათ  შო-
რის  დედამისიც.  თვითონ  გვანცასაც  უთქვამს
ჩემთვის,  რასაც  ამბობს,  ყოველთვის  ასრულებ-
სო. მაგრამ, რა სჭირდა ასეთი, ვერ გეტყვით.
–  დედამისი  იყო?
– დიახ, საცოდავი ქალი ისე ტიროდა, ვუთხ-
არი, არ იტიროთ, ქალბატონო, რა თქვენი ბრალ-
ია,  თქვენ  რა,  გინდოდათ  ასეთი  ამბავი  მომხდა-
რიყო-მეთქი?!  მაგრამ,  თუ  იცოდა,  რომ  რაღაც
პრობლემები  ჰქონდა,  ამას  მკურნალობა  სჭირდ-
ება,  მით  უმეტეს,  ისეთ  ასაკში  არიან...
– მანამდე იყო რამე ისეთი შემთხვევა, რა-
საც  შეიძლებოდა  შეეშინებინა  გვანცა?
– არ ვიცი, გვანცას კი ეშინოდა. ისეთი თვა-
ლებით  მიყურებს  ხოლმე,  მეშინიაო.  გავგიჟდი  –
რისი გეშინია, გოგო ხარ, ბიჭი დაგელაპარაკება,
აბა  რა  იქნება-მეთქი,  ეტყვი,  რომ  არ  გინდა  და
თავს დაგანებებს-მეთქი. ერთი სიტყვით, ამ ვან-
ოს ვეუბნები: ხომ ხედავ, არ უყვარხარ, გოგოებ-
ის მეტი რა არის, სხვას გაიცნობ, სხვა შეგიყვა-
რდება-მეთქი.  საერთოდ,  ყურადღება  არ  უნდა
მიაქციო და უფრო მოეწონები-მეთქი, – ესეც კი
ვუთხარი. მაგრამ, არა, ამის შემდეგ უფრო დაი-
წყო  აქტიურობა.
– გუშინ რა მოხდა? (ინტერვიუ ჩაწერილ-
ია 2 მაისს, – ავტორი).
– იმას რა ჰქონდა არ ვიცი და გვანცას ორი
ლექცია ჰქონდა. ეს საშინელება შუალედის დროს
მოხდა – კიბიდან გადმოაგდო, დეკანატისკენ რომ
კიბეა და ნულ სართულზე ჩავარდა. ეს ოთხ სა-
რთულს უდრის. ბაზრიდან მოვდიოდი, უცხო ნო-
მრიდან  რომ  დამირეკეს  და  მითხრეს  –  თქვენი
 
შვილი უნივერსიტეტში წაიქცა, გონება დაკარგა
და  საავადმყოფოშიაო.  მშვიდად  ავედი  სახლში,
სანოვაგე  დავტოვე,  მერე  დავჯექი  ტაქსიში  და
წამოვედი. ვფიქრობდი, ვინ არ დავარდნილა-მე-
თქი,  რას  წარმოვიდგენდი,  რა  ამბავი  იყო  ჩემს
თავს. თურმე რა დღეში მყავს შვილი – ღვიძლი
გახეთქილი, ორი ნეკნი და მენჯი გატეხილი, ფი-
ლტვი დაჟეჟილი, ორი ლიტრი სისხლი მუცელში
ჩაღვრილი. ნული ჰქონია წნევა, რომ მოუყვანი-
ათ და მანამდე უთქვამს, დედა მინდაო. ტაქსიში
გავიგე, რაც მოხდა. მე რომ ტაქსიში ვკიოდი, მე
რომ  დღე  გამოვიარე...
–  თვითმხილველები  არიან?
–  კამერებზეა  ყველაფერი  დაფიქსირებული.
კარგა ხანს ლაპარაკობდნენ, თურმე, არ უშვებ-
და. ლექტორი ამბობს, გვანცა ისეთი თვალებით
მიყურებდა,  როგორ  არ  გავჩერდი,  როგორ  ვერ
მივხვდი, რომ იქ რაღაც ხდებოდაო. რამ შეაშინა
ასე, არ ვიცი. გვანცა არც ისეთი მშიშარა გოგ-
ოა.  როგორც  ჩანს,  გვანცამაც  რაღაც  უხეშად
უპასუხა და ის წავიდა. წავიდა და გვანცა მოაჯ-
ირს  იდაყვებით  დაეყრდნო.  არ  ელოდა,  რომ  ის
უკნიდან  მიეპარებოდა.  ამ  დროს  ვანო  მიეპარა,
ფეხებში  მოჰკიდა  ხელი,  გადააგდო  და  ჩანთაც
მიაყოლა. ეს რომ დაინახა ბურდულმა (დეკანმა),
გაგიჟებული  იყო,  ჭკუა  არ  ეკითხებოდა.
–  თქვენ  ნახეთ  გვანცა,  ელაპარაკეთ?
–  დიახ,  მამიკოს  ნახვა  მინდაო  და  ვიყავით
მე  და  მამამისი  შესულები.  ვერ  ლაპარაკობს,
აპარატზეა  შეერთებული.  ოპერაცია  გაუკეთდა,
შედარებით  უკეთაა,  მაგრამ,  საშიშროება  ისევ
არის. ამ დროს პნევმონიის განვითარების დიდი
საფრთხეა.  ხელებით  დაცემულა.  ამ  სიმაღლიდ-
ან ჩამოვარდნის შემთხვევაში გადარჩენის ერთი
პროცენტია  და  ეს  გვანცაა,  თუ  გადარჩა...
–  ეს  ერთი  შვილი  გყავთ?
–  დიახ,  ერთი  მყავს,  შვილო,  ერთი.  ერთი
ზედმეტი სიტყვა არ მითქვამს, ისეა გაზრდილი.
სად გამოვუშვებდით მარტოს სხვის სახლში? აქ
ვართ მეც, ბებიამისიც. ბინა ვიქირავეთ და ყვე-
ლა  გვანცას  ვუვლით.

 

скачать dle 11.3