კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ერთმანეთი მამა-შვილმა და რა მოულოდნელი სიხარული ეწვია ქალაქ სარაბულში მცხოვრებ 25 წლის ბიჭს

50 წლის ოლღა მიხეილის ასული პოპოვა ეძებდა 48 წლის ზამირ (ტიმურ) ალიევს.

ისტორია: ვეძებ: 48 წლის ზამირ (ტიმურ) ალიევს. მე ტიმური იჟევსკში გავიცანი, ერთმანეთი შეგვიყვარდა და შედეგად შვილიც გამიჩნდა, ტიმური კი 1988 წელს დროებით დაბრუნდა  საქართველოში, ქალაქ რუსთავში. ძალიან მინდა მისი პოვნა. გთხოვთ, დამეხმაროთ.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია დაბეჭდილი იყო რუბრიკა „დაკარგულების“ 2012 წლის მაისის ნომერში. პირადად მე არც ერთი ისტორია არ მიმაჩნია დასრულებულად, სანამ ადამიანი ნაპოვნი არ იქნება, ამას კი ხანდახან დიდი დრო სჭირდება. საბედნიეროდ, ზამირ (იგივე ტიმურ) ალიევი, როგორც იქნა, გამოგვეხმაურა. ის გახარებულია შვილის პოვნით და მალე ნახავს ქალაქ სარაბულში მცხოვრებ დედა-შვილს. ზამირ ალიევის დიდი თხოვნით, მის ფოტოს არ ვაქვეყნებთ.

ინტერვიუ ნაპოვნ ზამირ ალიევთან:

– ზამირ, გასული წლის მაისიდან გეძებთ, გვიამბეთ ამ ისტორიის თქვენი ვერსია – რატომ დაკარგეთ ერთმანეთი მამა-შვილმა, თქვენ ხომ იცოდით, რომ იჟევსკში შვილი გეყოლათ?

– ყველაფერი, რაც თქვენს სტატიაში ეწერა, სინამდვილეა. მე წამოვედი იჟევსკიდან 1988 წელს და მას შემდეგ არც ოლღაზე და არც ჩემს შვილზე არაფერი ვიცოდი. შევარდნაძის დროს მართლაც მოვიხადე სასჯელი და ჩემი ციხეში ყოფნა ერთ-ერთი მიზეზთაგანი იყო, რატომაც დავკარგე შვილი. შემდგომ საბერძნეთში ვიყავი წასული და სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩამოვედი. მეგობარმა მითხრა თქვენი სტატიის შესახებ – მას წაუკითხავს და მიამბო, რომ მეძებდნენ. მაშინვე დაგიკავშირდით, რადგან, შვილის პოვნა მეც ძალიან მინდა. როდესაც ეს ისტორია მოვისმინე, მაშინვე მივხვდი, რომ საუბარი სწორედ ჩემზე იყო.

– დაოჯახებული თუ ხართ და თქვენმა ოჯახის წევრებმა თუ იციან რაიმე ამ ისტორიასთან დაკავშირებით?

– დაოჯახებული ვარ და მყავს ორი ვაჟი. ვაპირებ, რომ მათ ყველაფერი ვუთხრა. დარწმუნებული ვარ, გამიგებენ და გაუხარდებათ კიდეც ეს ამბავი – სარაბულში მცხოვრები ბიჭი ხომ მათი ნახევარძმაა... მეუღლეც საკმაოდ გაგებული მყავს. იმედია, ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის.

– როდისმე თუ გიფიქრიათ შვილის მოძებნა ან იმ ქალთან თუ გიცდიათ დაკავშირება?

– შვილზე, ბუნებრივია, ვფიქრობდი, მაგრამ, როგორც გითხარით, ასეთი „ჩეპე“ გადამხდა თავს და ამის გამო ვერ დავუკავშირდი. შემდგომ კი წასვლა მომიწია, ამასობაში დიდი დროც გავიდა და ასე დავკარგე შვილი. დღეს მოხარული ვარ, რომ მიპოვეთ. ძალიან მინდა შვილის ნახვა. გადმოცემით ვიცი, რომ მე მგავს, თუკი მოვახერხებ, იქნებ როგორმე თავისი ნახევარძმებიც გავაცნო.

ინტერვიუ ოლღა პოპოვასთან: 

– ოლღა, ზამირი ნაპოვნია. როგორია თქვენი რეაქცია?

– პირველ ყოვლისა, არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა – თქვენ დიდი სასწაული გვაჩუქეთ. მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, იმ ადამიანს, ვინც ზამირს ამ სტატიის შესახებ უამბო. მე და ჩემს შვილს ძალიან გვიხარია, რომ ტიმური ვიპოვეთ. როგორც წინა ინტერვიუში აღვნიშნე, მე მისგან არაფერი მინდა, მხოლოდ ის, რომ მამა-შვილმა ერთმანეთი გაიცნოს. გავიგე, რომ დაოჯახებულია და მოხარული ვარ ამით. მეც გავთხოვდი – მყავს მეუღლე, რომელმაც იცოდა, რომ ჩემი შვილის მამას ვეძებ. იმედი მაქვს, ზამირის მეუღლეც მშვიდად შეხვდება  ამ ამბავს. ჩემს შვილს ნახევარძმები ჰყოლია და თუკი მათ ურთიერთობა ექნებათ, ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. სასწაულია, რომ ჩვენი ისტორია ასე კარგად დასრულდა. სიმართლე გითხრათ, უკვე მეწურებოდა ზამირის პოვნის იმედი. როგორც თქვენგან გავიგე, ის მართლაც ციხეში იყო და ამის გამო ვეღარ დამიკავშირდა, მე კი იმ დროს (1988 წელი იყო) იჟევსკის საავადმყოფოში ველოდებოდი ვაჟის გაჩენას. ამდენი წელია, მას შემდეგ გასული და თქვენი წყალობით ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ.

– აპირებთ თუ არა შეხვედრას და მამა-შვილის ერთმანეთისთვის გაცნობას? 

– დიდი სურვილი მაქვს, რომ ტიმურმა ნახოს თავისი ვაჟი. ჩემი შვილი უკვე 25 წლისაა და მას არასდროს უნახავს მშობელი მამა. თუკი ტიმურის ოჯახის წევრები წინააღმდეგები არ იქნებიან, ძალიან გამიხარდება,  თუკი ისინი ერთმანეთს შეხვდებიან.

 

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3