კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეაშინა ქართველმა სასიმამრომ ჩინელი სასიძო

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს. გუშინ ლამზირამ თავისი მშობლები გამაცნო  და ამ ამბავს მოგიყვები ამ წერილში.

თურმე, საქართველოში შეყვარებულის სახლში მისვლა პირდაპირ არ შეიძლება, აუცილებლად შეყვარებულთან  ერთად უნდა მიხვიდე. მე და ლამზირა სამსახურის შემდეგ პირდაპირ მის სახლში წავედით, როგორც უკვე გითხარი, მისი მშობლების გასაცნობად. მე მეგონა, სახლში მარტო დედა და მამა დაგვხვდებოდნენ, მაგრამ შევცდი – პატარა სახლი ბოლომდე ხალხით  იყო სავსე. მივედით  თუ არა, ყველა მე მომაშტერდა. პატარა ბავშვები უფროსებს ამოეფარნენ ფეხებს უკან და შეშინებულები მიყურებდნენ. ლამზირამ იდაყვი წამკრა – ხელი ჩამოართვი კაცებსო. მეც  ჩამოვუარე და თან ყველას ვუთხარი ჩემი სახელი. ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიე ოთახის კუთხეში მდგარ მაგიდამდე, სადაც სუფრა გაეშალათ და მარტო ერთი კაცი იჯდა. კაცი ძალიან მსუქანი და მელოტი იყო, მხეცის სახით მიყურებდა  და ღრმად ქშინავდა. მე შემეშინდა  და უკან დავიხიე, მაგრამ, ლამზირამ ისევ წამკრა იდაყვი და ხმამაღლა თქვა:

ტობი, გაიცანი, ეს მამაჩემია  – ბეჟანი. 

მე ხელი გავუწოდე. კაცმა  ორი წუთი მიყურა ამღვრეული  თვალებით და ხელზე მთელი  ძალით მომიჭირა ხელი. მე დავიკვნესე და ხელის მოშორება ვცადე,  მაგრამ, არ მიშვებდა. უკვე გული მიმდიოდა, როცა ასევე მსუქანი  ქალი მოვიდა და კაცს უთხრა: კაი ახლა, ბეჟანი, უშვი ბოვშს  ხელი და დასხედით სუფრასთანო. კიდევ კარგი ამ კაცმა  დაუჯერა. ეს ქალი ლამზირას დედა გამოდგა – ქალბატონი  ციცო.  სუფრასთან დავსხედით:  მე, ლამზირა, ლამზირას მამა და ორი დიდი კაცი. რატომღაც, დედა არ დაჯდა, ის სამ წუთში ერთხელ შემოდიოდა ფქვილიანი ხელებით  და სუფრაზე რაღაცეებს ალაგებდა. რა უბედურებაა, ხელები მაინც  დაებანა, გასაცნობად მივედი, ბოლოს და ბოლოს!

სანამ მივიდოდით ლამზირამ გამაფრთხილა: იქ რომ  მივალთ, ყბების ქნევა არ დაიწყო, მარტო ხილი შეჭამეო. შიმშილისაგან გული მიმდიოდა, დედა, მაგრამ, რა მექნა? 

– ღვინოს სვამ, ბიჭო? – დამიბღვირა ბატონმა ბეჟანმა. 

– ცოტას... – დავიმორცხვე მე. 

– ცოტას რას ეძახი შენ, ოჯახი დამილოცე! – მოჭუტა თვალები  სასიმამრომ და სავსე ყანწი  მომაწოდა, დანარჩენი ორი  კაცი კი ინტერესით დამაკვირდა, როგორ დავლევდი. მე უარის  თქმას ვაპირებდი, მაგრამ, ლამზირამ მიჩურჩულა, ახლავე რომ  მოკვდე, მაინც ბოლომდე  დალიეო. მოვიყუდე და სიმწრით  ჩავცალე ლიტრიანი ყანწი. ვაა, მალადეცო, – თქვა იმ ორი  კაციდან ერთ-ერთმა.

სუფრის გარშემო ქალები იდგნენ და ისევ მე მაკვირდებოდნენ. მე ღვინომ გამაბრუა და უფრო ძალიან მომშივდა, ლამზირას გავხედე, მაგრამ, გამეხებული  სახით იჯდა ისევ. ბატონმა  ბეჟანმა თავისკენ მიმაბრუნა და მითხრა: 

– შენ მიგყავს  ჩემი ქალი, შე მამაძაღლო? – დედა, ზოგჯერ ამ სიტყვას საქართველოში მოსაფერებლადაც ხმარობენ ხოლმე. მე დავიმორცხვე. ის ორი  კაციც დათვრა. ერთ-ერთმა პისტოლეტი  ამოიღო და ფერი დავკარგე. კაცმა  პისტოლეტი მაგიდაზე დადო და თქვა, ლამზირას ვინც დაჩაგრავს  და პატივს არ სცემს, შუბლს  გავუხვრეტო. მე ძალიან შემეშინდა, მაგრამ, ხმა არ ამოვიღე.

ძალიან დიდხანს ვსვით, მე საერთოდ დამებინდა გონება, ტუალეტში გასასვლელად  რომ ავდექი, დავბარბაცდი  და პისტოლეტიანს პირდაპირ სახეში დავარტყი თავი. კაცი გაბრუვდა და, აზრზე რომ  მოვიდა, ჩემკენ გამოიწია გაცოფებული სახით. ბატონმა ბეჟანმა  სიცილი დაიწყო და ის კაცი გააჩერა, თან ამბობდა: რავარი ვაჟკაცი  სასიძო მყოლია, თუ ხედავთ თქვენ, რას აშინებდი, რომ აშინებდიო. მეტი აღარაფერი მახსოვს, დედა. თურმე, ლამზირამ ტაქსიში ჩამსვა, ტაქსის მძღოლმა კი ჩემს საწოლზე დამაგდო. ასე  იყო ეს ამბავი დედა, მერე კიდევ მოგწერ. ძალიან მენატრებით ყველა. 

 

გკოცნით თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3