კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

 

მიხო ბალახს თიბავს‚ ცელზე კი პატარა ზარი აქვს მიმაგრებული‚ რომელიც ცელის ყოველი მოქნევის დროს წკარუნობს. ჩამოიარა მღვდელმა და გაუკვირდა.

– შვილო ჩემო‚ რად გინდა ეგ ზარი?

– მამაო‚ ათასი ჯურის წვრილი ცხოველი და ფრინველია ჩამალული ბალახში და, შემთხვევით რომ არ გავკრა ცელი და ცოდვა არ ჩავიდინო...

– შენ რა კეთილი ყოფილხარ‚ შვილო‚ მოდი‚ მე მაგ ცოდვას მოგიტევებ...

– მადლობა‚ მამაო‚ მაგრამ, მე სხვა ცოდვაც მაქვს – როცა ჩემი მეზობელი მიტუა ქალაქში მიდის‚ მის ცოლთან‚ მაყვალასთანა ვწევარ...

– მაგიც მომიტევებია‚ შვილო...

– როცა მაყვალაც მიჰყვება სტუმრადა‚ მის ქალიშვილთანაც ვწევარ...

– მომიტევებია...

– როცა დედა-შვილი მიდის‚ მიტუასთანაცა....

– შვილო‚ შვილო‚ ეგ ზარი ცელზე კი არ უნდა მოგება...

***

ორი ტიპი პოლიტიკაზე დავობს:

– მე‚ რა თქმა უნდა‚ შემიძლია‚ რომ დაგეთანხმო‚ მაგრამ, მაშინ, ორივე მტყუანი ვიქნებით...

***

რუს ტურისტ გოგონას ერთ სოფელში შემოაღამდა. ერთ-ერთ სახლს მიადგა და დააკაკუნა – ღამე გამათევინეთო. გამოვიდა სიმაღლის  მიხედვით დაწყობილი ათი ახალგაზრდა. ერთი ეუბნება:

– გამოცანას გეტყვით‚ თუ გამოიცნობ – გაგათევინებთ‚ თუ არა და, ათივე რიგრიგობით დავწვებით შენთანო: 

– წითელია‚ გრძელყუნწიანი და ხეზე კონწიალობს...

გათენდა. ცხრა ბიჭი ძირს ყრია... მეათე მუხლებზე ძლივს დგას:

– გეხვეწები‚ თქვი – ალუბალი...

– აბა‚ აბა‚ ნუ ზარმაცობ... მიდი, საქმეს მიხედე! გეუბნები კიტრია-მეთქი, კიტრი!

***

ბიზნესმენმა ახალი ოფისმენეჯერი გოგონა მიიღო.

– აი‚ ეს იქნება შენი მაგიდა‚ კომპიუტერი‚ სადაც იმუშავებ...

– გასაგებია...

– ეს ოფისის ტელეფონია‚ ეს კი – მობილური‚ რომელსაც სამსახურისთვის გამოიყენებ...

– გასაგებია...

– ეს ყავის მოსამზადებელი ოთახია....

– გასაგებია...

ბიზნესმენმა მოკლე ექსკურსი დაამთავრა, უნდა‚ რამე გაიგოს გოგონას შესახებ და ეკითხება:

– თქვენ რამე სხვა სიტყვა იცით „გასაგებიას“ გარდა?

– როგორ არა – „სექსი“...

– გასაგებია...

***

ორი ნაცნობი ხვდება ერთმანეთს:

– სად დაიკარგე? რამდენი ხანი, არ შემხვედრიხარ.

– საავადმყოფოში ვიწექი‚ ნერვებს ვმკურნალობდი...

– რას?

– ნერვებს‚ ამის დედა ვატირე! რა, არ გესმის, დაყრუვდი? შენი!..

***

– თუ შეიძლება‚ მომეცით ის წითელი პლუშის უკანალი...

– როგორ გეკადრებათ‚ ბატონო‚ ეს გულია და არა უკანალი...

– ქალბატონო‚ მე ოცი წელია‚ კარდიოქირურგად ვმუშაობ... მომეცით‚ რაც გითხარით...

***

– მამა‚ ჩვენ ებრაელები ვართ თუ რუსები?

– რატომ მეკითხები?

– აი‚ მეზობელ ქუჩაზე ბიჭი მაგარ ველოსიპედს ყიდის... ვერ გადამიწყვეტია‚ შევევაჭრო და ვიყიდო თუ მივიდე და დავუმტვრიო...

***

გამოცდა სამედიცინო სასწავლებელში:

– ვინ მეტყვის‚ სად არის მოთავსებული გული?

– გული მკერდშია‚ მასწ... 

– არ არის სწორი‚ გული მოთავსებულია გულის პერანგში.

– მასწ... მასე, თქვენ კოსტიუმში ყოფილხართ და არა აუდიტორიაში...

***

თანამედროვე გაგებით‚ ბოზობად ითვლება‚ როდესაც ადამიანი ქორწინებაშია და მეუღლის გარდა სხვა პარტნიორებიც ჰყავს... სხვა შემთხვევაში კი ეს მხოლოდ ქასთინგია!

***

მშობლები ტახტზე სხედან ჩახუტებულები. შემოვიდა 6 წლის ნიკა:

– გეყოფათ‚ ჩვენ უკვე ბევრნი ვართ...

***

ქალი ყოველთვის გაუშვებს ქმარს სასეირნოდ‚ ჭკვიანი კი – ძაღლთან ერთად.

***

ქალი სარკის წინ დგას: გაიხადა მაისური‚ შარვალი‚ ლიფი‚ ტრუსები... საკუთარ თავს მოწონებით შესცქერის.... ჯერ მარცხენა თეძოს შეხედა‚ მერე – მარჯვენას‚ მკერდი ზემოთ ასწია... მერე სარკისკენ ზურგით შებრუნდა‚ ფეხისწვერებზე აიწია და სარკეში უკანალი შეათვალიერა. და, უცებ, შეამჩნია‚ რომ ღია ფანჯარაში მღებავია ჩამოკიდებული და უყურებს. ქალი გაშტერდა...

– რას მომშტერებიხარ‚ მღებავი პირველად ნახე?! 

***

გოგოები ტბაში ბანაობენ‚ შიშვლები... ნაპირთან მოხუცი კაცი მივიდა‚ ჩამოჯდა და უყურებს.

– ბაბუ‚ ტყუილა გველოდები‚ შიშვლებს მაინც ვერ გვნახავ – სანამ შენ არ წახვალ‚ ჩვენ წყლიდან არ ამოვალთ...

– შვილო‚ თქვენს სანახავად კი არ მოვსულვარ‚ ჩემს შეფს აქ ნიანგები ჰყავს მოშენებული და უნდა დავაპურო...

***

– თუ შეიძლება‚ რამე დამამშვიდებელი მომეცით.

– წვეთები თუ აბები?

– ნუ მაბრაზებ‚ შე ბოზო!

***

ტიპი ტურისტად უცხოეთში მიდის და ჩაფიქრდა: „წავიყვანო ცოლი თუ არა? თუ წავიყვანო – ვისი? თუ ჩემი – რისთვის?“

***

შეკივლებას ცრემლი მოჰყვა‚ ლინზებს გამოსცდა‚ მიწებებულ წამწამებში გამოიარა‚ ბოტოქსის ტუჩებს ჩამოჰყვა‚ ჰელიუმის კბილებს რომ ფარავდა და წვეთ-წვეთად დაეცა სილიკონის მკერდს... ეს ყველაფერი კი სალონში დაგრძელებულ თმაში გახლართულ‚ დაწებებული ფრჩხილის მოტეხამ გამოიწვია...

 

скачать dle 11.3