მხოლოდ ფაქტები
* 1997 წლის 9 იანვრის „კომსომოლსკაია პრავდაში“ დაიბეჭდა კარიკატურა: გრძელთმიანი, გიტარიანი მამაკაცი ანკეტას ავსებს და გრაფაში „სქესი“ – ჩაწერა: „მაკარტნი“.
* 2000 წლის აპრილში ქუვეითის საკონსტიტუციო სასამართლომ ქალებს უარი უთხრა საკანონმდებლო ორგანოების არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს სხდომა სულ... 1 წუთს გრძელდებოდა.
* გერმანელი მათემატიკოსი, პეტერ გუსტავ დირილე, ძალიან სიტყვაძუნწი იყო. იმ დღეს, როცა მას ვაჟი შეეძინა, სიმამრს დეპეშა გაუგზავნა, რომელიც უმოკლესია ტელეგრაფის ისტორიაში – „+1“.
* მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში რამდენიმე ქვეყნის ჯარი მრავალლულიან საარტილერიო იარაღს იყენებდა: ჩარჩოებზე დამაგრებული იყო 50 ლულა. ამ იარაღს ერქვა მუსიკალური ინსტრუმენტის სახელი – ორღანი.
* სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ არსებობს ასი ათასი ფოტოსურათი, რომლებზეც ჩვეულებრივი ელვა განსაკუთრებით კარგად ჩანს, ხოლო მისი „იდუმალი“ ნათესავი – სფეროსებური ელვის ფოტო სულ სამოცია, თუმცა, ის პირველზე ათასჯერ მეტხანს „ცოცხლობს.“
* პლინიუსის თანახმად, ესქილეს თავში მოხვდა კუ, რომელიც აფრენილმა არწივმა ჯავშნის გატეხის მიზნით ჩამოაგდო.
* „სლალომი“ ნორვეგიული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „კვალი კლდეზე“.
* 1934 წლის 23 მაისს ოკლაჰომაში პოლიციელებმა დახოცეს მძარცველები, სახელად ბონი და ბეროუ (ცნობილი ფილმის – „ბონი და კლაიდის“ მთავარი გმირების რეალური პროტოტიპები).
* „სეკის დისკი“ ეწოდება ლითონის თეთრ დისკს, რომლის დიამეტრი 30 სანტიმეტრია. მას ხომალდიდან წყალში აგდებენ ისე, რომ ის მუდამ ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია. მისი საშუალებით იზომება წყლის გამჭვირვალობა.
* ინდური სპილოს თავის ტვინი იწონის 5 000 გრამს, ცხენის – 500, გიბონის – 89, პატარა ზღარბის კი – მხოლოდ 3,4; ადამიანის ტვინი საშუალოდ – 1 400 გრამია, შესაბამისად, მამაკაცს – მეტი აქვს, ქალს – ნაკლები.
* რომის იმპერიის ფარგლებს გარეთ დაარსებული უძველესი ქალაქების (პოლისების) მცხოვრებლებს ჰქონდათ რომის მოქალაქეობაც და კოლონიებისაც. ანუ, მათ რომის მოქალაქის მოვალეობებიც უნდა შეესრულებინათ. ამ მოვალეობებს „მუნიციპალიტეტი“ ერქვა – ეს სიტყვა ჩვენში გერმანული ენიდან შემოვიდა.
* ამსტერდამში არის ხუთსართულიანი მცურავი ოტელი – „კასა მარინა“, რომელსაც არ აქვს მუდმივი მისამართი.