ბრძნული აზრები
სოკრატე: სათნოება – ცოდნაა; ცოდნა კი არავის აქვს.
სოფოკლე: განა ბევრის თქმა და ბევრი ლაპარაკი ერთია?!
ნოვალისი: პოეტი უკეთ სწვდება ბუნებას, ვიდრე მეცნიერის გონება.
ჰერაკლიტე: სულის ბუნება ისე ღრმაა, რომ განსაზღვრებას არ ემორჩილება, რა გზითაც არ უნდა სცადო მისი ახსნა.
იოსიაკი: რა გამიჭირდა? არაფერი. რისთვის ვმუშაობ? მოგახსენებთ: ვმუშაობ იმისთვის, რომ არ გავმაიმუნდე და ისევ ხეზე ასვლა არ მომიხდეს.
პლოტინი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ თამაშის სახით. ყველა ამქვეყნიური საშინელება, სისხლისღვრა, ყველა ომი და ბრძოლა, ადამიანის მთელი ეს დაუცხრომელი სწრაფვა სიმდიდრის შეძენისა და ყოველდღიური კეთილდღეობისთვის, თავისთავად უაღრესად სასაცილოა.
ნეველი: ღმერთია არა ძალაში, არამედ სიმართლეში.
სუვოროვი: არასოდეს არ უნდა შეიძულო მოწინააღმდეგე, რანაირიც არ უნდა იყოს. კარგად შეისწავლე, რა იარაღი აქვს, როგორ იყენებს, რით არის მტერი ძლიერი და რაშია მისი სისუსტე.
ლეონარდო და ვინჩი: ფერწერა – ესაა პოეზია, რასაც ხედავენ, ხოლო პოეზიაა – ფერწერა, რომელსაც ისმენენ.
რემარკი: ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. სხვა ყველაფერი სიყალბეა.
ავრელიუსი: უსამართლობა არ არის ყოველთვის მოქმედებასთან დაკავშირებული. ხშირად ის სწორედ უმოქმედობაში გამოიხატება.
დემოკრიტე: ვინც ცხოვრობს უშინაარსოდ, უგუნურად, თავაშვებულად, კი არ ცხოვრობს, ნელა კვდება.
ლაიბნიცი: ჩვენი ბედნიერება სულაც არაა ყოველი სურვილის დაკმაყოფილება. როცა აღარაფერი დარჩება სანატრელი, ეს მხოლოდ სიჩლუნგეს იწვევს. მარადიული მისწრაფება ახალ-ახალი სიამოვნებისკენ, ახალი სრულყოფილებისკენ – აი, რა არის ბედნიერება.
ჯორდანო ბრუნო: საღი გონების ნიშანი ისაა, რომ საკმარისია, ცოტა ნახოს, ცოტა მოისმინოს, რათა შემდეგ დიდხანს იფიქროს, ბევრი გაიგოს და შექმნას.
ბეკონი: დროის შერჩევა – დროის მოფრთხილებაა. უდროოდ გაკეთებული საქმე ფუჭია.
არჩილ მეფე: მეგობარი ბევრი უნდა, თანამზრახი – ერთი ოდენ.
კონსტანტინე: ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესად დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წინააღმდეგაც თავად იბრძვის.
დიმიტრი ყიფიანი: აჩქარება მხოლოდ მაშინ არის საქები და გამოსადეგი, როცა მოყვასს შემწეობა სჭირდება, რომ განსაცდელს გადარჩეს.
დემოკრიტე: სიმამაცე ამსუბუქებს ბედის უკუღმართობას.
შილერი: ეძებ უმაღლესს, უდიდესს? ამას მცენარე გასწავლის: ის შეუგნებლად რასაც ქმნის, შენ გააკეთე შეგნებით.
თებრიზი: მტერი ფეხებში გიყურებს, მეგობარი – თვალებში.
რენარი: მუდამ უკმაყოფილება – შემოქმედების ნიშანია.
როულენდი: ზრდასრული მამაკაცები თავიანთი ზრდასრული პარტნიორი ქალებისგან ითხოვენ იმას, რაც მათთვის დედას უნდა მიეცა: მზრუნველობას, თავგანწირვას, მიტევებას, მომსახურებას და მხარში დგომას.
მელიხანი: ამბობენ, რაც უნდა ქალს, ის უნდა ღმერთსაცო. მაგრამ არავინ ასრულებს მის სურვილს, რადგან მარტო უფალმა უწყის, რა უნდა ქალს.