კალეიდოსკოპი
იდუმალი ანტინივთიერების ახალი კვალი
მეცნიერებმა შეძლეს, დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაეფიქსირებინათ ნივთიერებისა და ანტინივთიერების განსხვავების ახალი გამოვლინება. შესაძლოა, ამან დაგვაახლოოს სამყაროს ერთ-ერთ მთავარი საიდუმლოს ამოცნობასთან – რატომ აღემატება მატერია ანტიმატერიას და შესაბამისად, რატომ არსებობს ეს სამყარო თავისი მცხოვრებლებით... მატერიისა და ანტიმატერიის რაოდენობა ტოლი რომ ყოფილიყო, ისინი ერთმანეთს მოსპობდნენ.
მატერიასა და ანტიმატერიას შორის სიმეტრიის დარღვევა დაფიქსირდა ნეიტრალური B3 მეზონის დაშლის დროს. დღეისთვის ცნობილ ნაწილაკთა სიმრავლიდან ეს მხოლოდ მეოთხეა, რომელიც ამგვარად იქცევა. წინა სამი ასეთი აღმოჩენიდან ორმა, მათ აღმომჩენებს ნობელის პრემია მოუტანა, ხოლო ერთი, შესაძლოა, მცდარი იყო.
ახლანდელი ექსპერიმენტების შედეგები აისახა ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნებულია ქსელში; ის, აგრეთვე, გაიგზავნა სამეცნიერო ჟურნალში. ფიზიკოსები საშუალებას გვაძლევენ, გავიგოთ, რომ ეს შედეგები არ გადის ეგრეთ წოდებული სტანდარტული მოდელის ჩარჩოებიდან, რომელიც დღეისთვის მიღებულია ელემენტარული ნაწილაკების თეორიაში. ასე რომ, სამყაროს საიდუმლო, რომელსაც ეს თეორია ვერ ხსნის, გადაუჭრელი რჩება.
მათ მიეკუთვნება ანტინივთიერების საიდუმლო. მიაჩნიათ, რომ თავდაპირველად ნივთიერებისა და ანტინივთიერების რაოდენობა სამყაროში ერთნაირი იყო, მაგრამ, ამჟამად ანტიმატერია მასში პრაქტიკულად არ არსებობს. სწავლობენ რა ძლივს შესამჩნევ განსხვავებას ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების თვისებებს შორის, ექსპერიმენტებით, რომლებიც ტარდება დიდ ადრონულ კოლაიდერზე, მეცნიერები ცდილობენ, ნათელი მოჰფინონ ასეთი განსხვავების მიზეზებს. არის აგრეთვე სხვა კითხვა – არსებობს თუ არა სამყაროში სხვა ადგილები, რომლებიც, პირიქით, პრაქტიკულად მთლიანად შევსებულია ანტინივთიერებებით.
მატერიასა და ანტიმატერიას შორის ასიმეტრიის პირველი ახსნა შემოგვთავაზა საბჭოთა აკადემიკოსმა ანდრეი სახაროვმა. მან გამოარკვია, რომ, იმ ნაწილაკების თვისებები, რომელთაც აქვთ ურთიერთსაწინააღმდეგო კვანტურ-მექანიკური ფუნქციები, მთლიანად ურთიერთსაპირისპირო არ არის. ესე იგი, ერთსა და იმავე პირობებში მატერიისა და ანტიმატერიის ნაწილაკები იქცევიან არა დიამეტრულად ურთიერთსაწინააღმდეგოდ, ანუ „სარკულად“, არამედ, სიმეტრიიდან მცირედი გადახრით.
უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის დარგში სხვადასხვა ჯგუფის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს მივყავდით მატერიისა და ანტიმატერიის ასიმეტრიის მსგავსი მაგალითების აღმოჩენამდე, მაგრამ, ეს რეაქციები განეკუთვნებოდა „ეგზოტიკურთა“ რიგს და არ შეეძლო, აეხსნა მატერიის უპირატესობა ანტიმატერიაზე.
და კვლავ არნახული IQ
ამერიკის შტატ ილინოისის ნორჩი მცხოვრები პატარაობიდანვე არ კარგავდა უქმად დროს: იჯდა რა ღამის ქოთანზე, ერთდროულად სწავლობდა სამყაროს – კითხულობდა სამეცნიერო წიგნებს და... 5 წლის ასაკისთვის მისმა IQ-ს დონემ ბევრი ზრდასრული ნიჭიერი ადამიანის მაჩვენებელს გადააჭარბა.
5 წლის გუს დორმანმა გამოამჟღავნა თავისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობები. წლინახევრის ასაკიდან, ღამის ქოთანზე ჯდომისას, იგი იღებდა ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდა – გაზეთებს, მამის ჟურნალებს და... კითხულობდა. ეს მამამ – რობერტმა შეამჩნია და ბავშვის „საკითხავ დასტაში“ ქიმიური ელემენტების პერიოდული ცხრილისა და გეოგრაფიული რუკების ჩადება დაიწყო. შედეგმა არ დააყოვნა: გარკვეული დროის შემდეგ ბავშვმა ზეპირად იცოდა ყველა ქიმიური ელემენტის მაჩვენებელი, ქვეყნების განლაგება მსოფლიოს რუკაზე და მათი დედაქალაქები. „ხანდახან ჩვენ ვეკამათებოდით მას, მაგალითად, რომელია შტატ ალასკას დედაქალაქი“, – ამბობს მამა, რომელიც, ჩვეულებრივ, ყოველთვის აგებდა ასეთ ნაძლევს.
ახლახან დორმანებმა გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ თავიანთი შვილის ინტელექტის დონე. გუსმა, შეასრულა რა ტესტი სტენფორდ-ბინში, მან სწორად უპასუხა შეკითხვების 99 პროცენტს და 147 ქულა დააგროვა.
ეს მაშინ, როდესაც, იმისათვის, რომ მოხვდე „გენიოსთა საერთაშორისო საზოგადოების – „მენსას“ სიაში, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ყველაზე ჭკვიან ადამიანებს, აუცილებელია, აჩვენო 132-ქულიანი შედეგი. მთლიანად „მენსა“ აერთიანებს დაახლოებით 100 ქვეყნის 110 ათას ადამიანს, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდის ასაკი 2 წელი და 4 თვეა. შედარებისთვის, ზრდასრული ადამიანისთვის საშუალო მაჩვენებელი 100 ქულას შეადგენს, ხოლო განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანებისა – 130 ქულას.
თუმცა, „მენსას“ სრულუფლებიანი წევრისთვის სკოლაში სწავლა ადვილი არ არის. „მას იქ ძალზე მარტივ რამეებს უხსნიან. იგი მოწყენილია, როდესაც მის ამხანაგებს ანბანს ასწავლიან“, – ყვება მამა და ეს სულაც არ არის საკვირველი, ვინაიდან, მშობლების სიტყვებით, ამჟამად გუსი ძალზე სერიოზული საგნებით – ასტროფიზიკითა და შავი ხვრელებითაა დაკავებული.