კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შლაპა... თითებისთვის

ნიურნბერგელი ოსტატები მისი შექმნის საიდუმლოს მკაცრად ინახავდნენ. ამ საიდუმლოს ხელში ჩასაგდებად ძალას არ ზოგავდნენ შვედები... „თითის შლაპა“ – ასე ერქვა სათითეს, რომლის დანახვა დღეს აღარავის უკვირს, მაგრამ, მის წარმოშობას ლეგენდები უკავშირდება.

სათითეს სამშობლო ძველი ჩინეთია. ხანის დინასტიის ეპოქის სამარხებში აღმოჩენილია სამკერვალო აქსესუარები და უძველესი სათითეები. სათითეს კარგად იცნობდნენ კორინთოშიც – ის ნაპოვნია ესპანეთის ტერიტორიაზე და მეთერთმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებით თარიღდება.

არსებობს სათითის წარმოშობის პოეტური ლეგენდა: უხსოვარ დროში ცხოვრობდა ერთი მკერავი, რომელიც დილიდან დაღამებამდე თავდახრილი უჯდა თავის საკერავს და ამიტომ თითები ყოველთვის დაკაწრული და დაჩხვლეტილი ჰქონდა. ერთხელ, მისი საყვარელი ყვავილებიდან – წითელი ზანზალაკებიდან პატარა გნომები გამოძვრნენ. ისინი წყვეტდნენ ამ ზანზალაკებს და აქეთ-იქით დაარბენინებდნენ, თუმცა, დილით ყველა ყვავილი ადგილზე დახვდა. მეორე ღამეს მკერავი მალულად გაჰყვა გნომებს და ელფების სამყაროში აღმოჩნდა. ისინი ისხდნენ და გნომებისთვის ტანსაცმელს კერავდნენ. თითოეულ ელფს შუა თითზე წითელი ყვავილ-ზანზალაკი ჰქონდა ჩამოცმული. დილით, როცა მკერავი საკერავს მიუჯდა, ფანჯრის რაფაზე ვერცხლის სათითე დაინახა. მან ის ელფებივით შუა თითზე წამოიცვა. სათითით კერვა გაცილებით იოლი და კომფორტული აღმოჩნდა. მკერავის თითებიდან ნაიარევებიც გაქრა...

ევროპაში ბრინჯაოს სათითეები ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან გავრცელდა. მათ ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებით რთავდნენ. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ დიდებულები მონასტრებს, ძვირფასეულობასთან ერთად, ქვებით შემკულ ვერცხლის სათითეებსაც სწირავდნენ.

გერმანიაში სათითეების დამზადების მონოპოლია ჰქონდა ქალაქ ნიურნბერგს. აქ სათითეებს კი  არ ასხამდნენ, გამოჭედავდნენ. 1537 წელს სპეციალური კანონიც კი გამოიცა სათითეების პროფესიულად დამზადების სტანდარტების დაცვის შესახებ. სათითეების გამომჭედ პროფესიონალებს ეკრძალებოდათ ნიურნბერგის ტერიტორიის დატოვება. პროფესიული საიდუმლოს გათქმა სასტიკად ისჯებოდა. 1568 წელს გერმანიაში დაიწერა ტრაქტატი სათითის სარგებლობის შესახებ.

1763 წელს ავსტრიის იმპერატრიცა მარია-ტერეზას ბრძანებით, ავსტრიაში ჩამოიყვანეს ნიურნბერგელი სათითეების წარმოების დიდოსტატი. ამ დროიდან დაიწყო სათითეების მასობრივი წარმოება.

скачать dle 11.3