კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიონები გრაფიტიდან

ალმასი და მაღალი ხარისხის ბრილიანტი ძალიან ძვირი ღირს. ტყუილად კი არ ხიბლავს ის ქალებს – სუსტი სქესის წარმომადგენლები ხომ ბუნებრივად მიილტვიან ფუფუნებისა და სილამაზისკენ!

0,2 გრამი, ანუ, 1 კარატი ბრილიანტი 8-10 ათასი დოლარი ღირს. ალმასი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქვაა – არავითარი რადიაქტიურობა, არავითარი ტოქსინები! თანაც, ახარებს თვალს და მაგნიტივით იზიდავს ქალებს. გარდა ამისა, ფულის დაგროვებისა და შენახვის შესანიშნავი საშუალებაა. მართალია, მისი შეძენის შემდეგ ჯიბე საკმაოდ მსუბუქდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ფასს არასდროს კარგავს და ცეცხლშიც არ იწვის.

ამერიკაში, კერძოდ, კალიფორნიაში, ბრილიანტები კაპიტალდაბანდების საუკეთესო საშუალებად იქცა. ადგილს თითქმის არ იკავებს. რამდენიმე ათეული ან ასეული ათასი დოლარი ისე შეიძლება, დააბანდოთ, რომ არანაირი პრობლემა და დისკომფორტი არ შეიქმნათ.

მაგალითად, ალმასი სახელწოდებით „მთვარის გრუნტი“, 1993 წელს 442 500 დოლარად გაიყიდა. მან მყიდველებს ხუთმაგი მოგება მოუტანა, რადგან, ალმასი ბრილიანტებად დაანაწევრეს და სამკაულის სახით გაიტანეს აუქციონზე. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი გრაფიტი, რომლისგანაც უბრალო ფანქრებიც კი მზადდება, ბუნების სასწაულით ადვილად გარდაიქმნება მილიონებად, თანაც – მომხიბვლელ მილიონებად.

скачать dle 11.3