კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რატომ ხდება, რომ ზოგ შემთხვევაში ერთი და იგივე ჯიშის ძაღლი სხვადასხვა ფასი ღირს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ხშირად ფასში სხვაობა საკმაოდ დიდია. დავიბენი, როცა ძაღლის შესაძენად წასული ამ გაუგებრობას წავაწყდი.

პასუხი: ფასიდან გამომდინარე, სუფთა სისხლის ძაღლებშიც არის განსხვავება. ისინი ხარისხით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რაც მოყვარულისთვის ძნელი შესამჩნევია. ამიტომ არ უნდა დაინანოთ ლეკვში თანხის გადახდა. საბოლოოდ, დაბალფასიანი ძაღლი ვერ გაიზრდება ისეთი, როგორიც მათ წარმოსახვაში იყო. ფულს დაზოგავთ, მაგრამ, ჯიშის ხარისხი დაბალი იქნება. მერე კი გულს აიცრუებთ. გაითვალისწინეთ, რომ ძაღლზე ეკონომიის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. 

კითხვა: ჩემი ძაღლი ოთახის პირობებში იზრდება. ის ჯერ მხოლოდ 9 თვისაა. მაინტერესებს, ამ შემთხვევაშიც თუ არის აუცილებელი ძაღლისთვის ვაქცინაციის ჩატარება? რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ სახლის პირობებში ცხოველი დაცულია. თქვენი აზრი მაინტერესებს, რას მირჩევთ? 

პასუხი: არსებობს ასეთი მცდარი მოსაზრება, რომ ცხოველი თუ ოთახის პირობებში იმყოფება, არ საჭიროებს ვაქცინაციას ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ. სინამდვილეში კი დაინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია, რადგან ინფექცია გადადის არა მარტო ავადმყოფ ცხოველთან კონტაქტით, არამედ საგნებითაც, რასაც ცხოველი ეხება. ასევე, დაავადება შეიძლება, გადავიდეს პატრონის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, რაც ცხოველის დასნებოვნებისთვის ყველა პირობას ქმნის.

კითხვა: მყავს 10 თვის ძუ პეკინესი. მაინტერესებს, მისი შეჯვარება აუცილებელია თუ არა? რაიმე საფრთხეს ხომ არ შევუქმნი მის ჯანმრთელობას, რომ არ შევაჯვაროთ?

პასუხი: მოგახსენებთ. მცდარია ის მოსაზრება, რომ ცხოველი ერთხელ მაინც უნდა შევაჯვაროთ, რაც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, არასწორია, თუ თქვენ არ აწარმოებთ სანაშენო საქმიანობას და არ იღებთ პასუხისმგებლობას ლეკვების მოვლასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში უმჯობესია, ცხოველს კასტრაცია ჩაუტაროთ, რაც საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ მთელი რიგი გართულებები.

კითხვა: 2 თვის გერმანული ნაგაზი მყავს. მალე ცოფის აცრა უნდა გაუკეთდეს. როგორც გავიგე, ცოფზე ვაქცინაცია ამ ასაკში ხელს უშლის ცხოველის ზრდას. მაინტერესებს, რამდენად შეესაბამება ეს აზრი სიმართლეს?

პასუხი: არასწორია ის შეხედულება, ვითომ სამი თვის ასაკში ცოფზე ვაქცინაცია ხელს უშლის ცხოველს ზრდაში და ცუდადაც მოქმედებს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებზე. ცოფის ვაქცინაში არ შედის ცოცხალი ვირუსი, მას მხოლოდ შენარჩუნებული აქვს იმუნოგენები. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში წარმოებული ვაქცინა ყოვლად უსაფრთხოა.

კითხვა: 8 წლის მეტისი გვყავს, რომელიც მთელი ეს წლები ეზოს პირობებში ცხოვრობს. ბოლო დროის პრობლემებმა მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა და გვირჩიეს, ოპერაცია გაგვეკეთებინა. დასაშვებია ამ ასაკში ქირურგიული ჩარევა? 

პასუხი: უკეთესი იქნებოდა, დაგეფიქსირებინათ, თუ რა პრობლემები შეექმნა თქვენს ძაღლს და რა სახის ოპერაციაზეა საუბარი. ზოგადად, კი გეტყვით, რომ ასაკის თაობაზე რაც იკითხეთ, არ არის მართალი. ასაკოვან ცხოველებს  ქირურგიულ ოპერაციას უკეთებენ, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. რეალურად, ყველაზე ხშირად ოპერაციულ ჩარევას ასაკოვანი ცხოველები საჭიროებენ. ამ დროს ოპერაციულ ჩარევას სასიცოცხლო ჩვენება აქვს. თუმცა, მაღალია ანესთეზიოლოგიური რისკი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული რისკის ხარისხის შეფასება ხდება კლინიკური და სხვა სახის გამოკვლევების მონაცემების ობიექტურად შეფასების საფუძველზე და მხოლოდ მას მერე ხდება გადაწყვეტილების მიღება, გაუკეთდეს თუ არა ცხოველს ოპერაცია.

скачать dle 11.3