რა მოხდა ამ დღეს
6 მაისი
1527 – საღვთო რომის იმპერიის არმიამ აიღო და სასტიკად ააოხრა ქალაქი რომი.
1682 – ლუი მეთოთხმეტის ბრძანებით, საფრანგეთის მეფეთა რეზიდენცია პარიზიდან ვერსალში გადავიდა.
1860 – დაიწყო ჯუზეპე გარიბალდის ბრძოლა ავსტრიელთა ბატონობისგან იტალიის გასათავისუფლებლად.
1937 – მსოფლიოში უდიდესმა დირიჟაბლმა „ჰინდერბურგმა“ განიცადა კატასტროფა. ის მთლიანად დაიწვა, რის შედეგადაც დაიღუპა 36 ადამიანი.
1953 – ფილადელფიელმა ქირურგმა, ჯონ გიბონმა, პირველად წარმატებით გამოიყენა ხელოვნური გულისა და ფილტვის ასამუშავებელი დანადგარი.
1994 – საზეიმოდ გაიხსნა გვირაბი ლა მანშის სრუტის ქვეშ.
1998 – ყაზახეთის ახალი დედაქალაქი გახდა ქალაქი აკმოლინსკი (უფრო ადრე – ცელინოგრადი), რომელსაც ამიერიდან ასტანა ეწოდა.
7 მაისი
1298 – დაიწყო ბარსელონის საკათედრო ტაძრის მშენებლობა. მისი საბოლოო სახით დასრულება მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში მოხერხდა.
1673 – ლონდონში გაიხსნა სამეფო თეატრი – დღეს უძველესი მოქმედი თეატრი მსოფლიოში.
1824 – ვენაში გაიმართა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრამეტე სიმფონიის პრემიერა.
1956 – დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა უარი თქვა თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყებაზე იმ მოტივით, რომ „არ იყო დარწმუნებული თამბაქოს მავნებლობაში.“
1977 – პირველად აჟღერდა ჯგუფ „იგლზის“ ლეგენდარული სიმღერა „ჰოტელ კალიფორნია“.
8 მაისი
1429 – ფრანგებმა ჟანა დარკის წინამძღოლობით ინგლისელები ორლეანიდან გააძევეს.
1945 – ბერლინში, ადგილობრივი დროით 22 საათსა და 43 წუთზე, ხელი მოეწერა გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტს. გერმანიის მხარეს წარმოადგენდნენ: ვერმახტის ცენტრალური შტაბის უფროსი, გენერალ-ფელდმარშალი კეიტელი, საჰაერო-საზღვაო ძალების სარდალი ფონ ფრიდებურგი და ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკი შტუმფი; ხოლო მოკავშირეების მხარეს – საბჭოთა კავშირის მარშალი ჟუკოვი, დიდი ბრიტანეთის ავიაციის მთავარი მარშალი ტედერი, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული საჰაერო ძალების მეთაური სპაატსი და ფრანგული არმიის გენერალი დე ლატრ დე ტასინი.
9 მაისი
1868 – ნევადის შტატში დაარსდა ქალაქი რენო, რომელიც მთელ მსოფლიოშია განთქმული იმით, რომ აქ ყველაზე უფრო ადვილია განქორწინება.
1901 – მელბურნში მუშაობა დაიწყო ავსტრალიის პირველმა პარლამენტმა.
1936 – იტალიამ მოახდინა ეთიოპიის ოკუპაცია.
1960 – პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში გასაყიდად გამოვიდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები.
1998 – ბირმინჰემში „ევროვიზიის“ ვოკალურ კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა ისრაელელმა დანა ინტერნეიშნმა. ეს ფაქტი იმით არის აღსანიშნავი, რომ დანა ადრე მამაკაცი იყო.
10 მაისი
1774 – საფრანგეთის ტახტზე ავიდა ლუი მეთექვსმეტე, რომელსაც გილიოტინა ელოდა.
1857 – სიფაების აჯანყება ინდოეთში ინგლისელთა ბატონობის წინააღმდეგ.
1869 – დასრულდა ტრანსამერიკული რკინიგზის მშენებლობა, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა ატლანტისა და წყნარი ოკეანეები.
1872 – ვიქტორია ვუდჰალმა თავი წარადგინა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატად. ეს იყო პირველი ქალი – კანდიდატი.
1933 – ბერლინში, ოპერის მოედანზე ფაშისტებმა მოაწყვეს დიდი აუტოდაფე – დაწვეს 20 000-ზე მეტი წიგნი.
1933 – ნელსონ როკფელერმა სამსახურიდან გაათავისუფლა მექსიკელი მხატვარი დიეგო რივერა, რომელიც მისთვის კომპანიის ახალი შენობის კედლებს ხატავდა. კონფლიქტის მიზეზი გახდა ლენინის პორტრეტი, რომელიც მხატვარმა ერთ-ერთ კომპოზიციაში „შეაპარა“.
1940 – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა უინსტონ ჩერჩილი.
1994 – ნელსონ მანდელა გახდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.
11 მაისი
330 – ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქად გამოცხადდა ახლად აშენებული კონსტანტინოპოლი.
868 – ჩინელმა ბერმა ვან ცზემ დაამზადა მსოფლიოში პირველი ნაბეჭდი წიგნი.
1949 – სიამის სამეფოს ეწოდა ტაილანდი.
1997 – მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი დამარცხდა კომპიუტერ „დიფ ბლუსთან“ ორთაბრძოლაში.
12 მაისი
1830 – გამოცხადდა სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოს – ეკვადორის დამოუკიდებლობა.
1943 – დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების მიერ განხორციელებული „ალეუტის ოპერაცია“.
1949 – საბჭოთა კავშირმა დაიწყო დასავლეთ ბერლინის ბლოკადა.
1963 – დაიწყო ცურვა კენიჩი ხორიმ, რომელმაც 93 დღეში ნავით მარტომ გადაცურა წყნარი ოკეანე.