კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1978 წლის 15 ნოემბერს. მაინტერესებს, კერძოდ, რომელ ქვეყნებში გამიმართლებს და როდის იქნება უმჯობესი უცხოეთში გამგზავრება?

პასუხი: თქვენთვის უცხოეთი საშუალოა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სიყვარულის პლანეტა „ვენერა“ სწორედ უცხოეთის კუთხით არის თქვენთვის წარმატების მომტანი. ასე რომ, უცხოეთი სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით არის სასურველი. ქვეყნებიდან კი მისაღებია: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ეგვიპტე, ჰავაის კუნძულები, გვატემალა, ავსტრია. ასევე, არსებობს ქვეყნები, სადაც წარმატებების შანსი იმ შემთხვევაში გელით, თუ გადალახავთ ბარიერებსა და წინაღობებს. ასეთებია: ინგლისი, დანია, შეერთებული შტატებიდან – ალასკა, კორეა, ავსტრალია, ვენესუელა, შვედეთი, მალაიზია, ჩინეთი. წელს კარგი პერიოდია უცხოეთში გასამგზავრებლად: 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე, 23 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე.

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 20 სექტემბერს, 11 საათზე. რა მელის ახლო მომავალში და გამიმართლებს თუ არა უცხოეთში?

პასუხი: თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ კარგი და აქტიური პერიოდი დაიწყო. ამიტომ, მეტად იაქტიურეთ წლის ბოლომდე. რაც შეეხება უცხოეთს, გეტყვით, რომ გამარჯვების ძირითადი ფაქტორი თქვენთვის უკავშირდება სამშობლოს. აქ მეტი წარმატების შესაძლებლობებია. უცხოეთი კი არც ცუდია და არც კარგი, ის თქვენთვის საშუალოა.

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 9 მაისს. მაინტერესებს, უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები სამუშაოდ და ბედის საძიებლად?

 პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, თუმცა, არც გეკრძალებათ. ნუ ელით დიდ წარმატებებს სამშობლოს გარეთ. ქვეყნებიდან კი უფრო მეტად იღბლიანია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, თურქეთი, იტალია, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, ბელგია, მოლდავეთი, ფინეთი, არგენტინა, ეგვიპტის ჩრდილოეთი ნაწილი, ბულგარეთი და ისრაელი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2001 წლის 16 აგვისტოს, შაბათ დღეს, საღამოს 9 საათზე. რა არის მისი კარმული მისია და რომელი პროფესიები მოუტანს წარმატებებს მომავალში? ასევე, რა უნდა გააკეთოს პრობლემების დასაძლევად?

პასუხი: თქვენი შვილის კარმული მისიაა წარმოაჩინოს დადებითი თვისებები. სხვათა შორის, კარმული მისიის შესრულება მას მისცემს საშუალებას, ადვილად დაძლიოს პრობლემები ცხოვრებაში. ის უნდა იყოს შეუპოვარი, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და გადამნაწილებელი. ამავდროულად, უნდა ისწავლოს საიდუმლოს შენახვა. ჯერ ნაბიჯი გადადგას და მერე თქვას სათქმელი. უნდა ემსახუროს სამშობლოს და იყოს პატრიოტი, დაიცვას ადათ-წესები და ტრადიციები; უნდა შექმნას სტაბილური ნათესაური კავშირები. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია. დაეყრდნოს დიპლომატიას, შეძლოს შუამავლის როლის შესრულება ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შორის. დაეყრდნოს ინტუიციასა და კომუნიკაბელურობას. ამით გადალახავს ნებისმიერ პრობლემას და ადვილად მიაღწევს წარმატებებს. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის წარმატებული და მისაღებია: ხელოვნების ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო; ისტორია, პედაგოგიური მოღვაწეობა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ფოტოგრაფიია, არქეოლოგია. თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავს, წარმატებები ელის შემდეგ პროფესიებშიც: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურიზმი, სპორტი, ქორეოგრაფია, მეცნიერება, კვლევითი სფერო.

კითხვა: დავიბადე 1986 წლის 5 ივლისს. მინდა ახალი სამსახურის შექმნა და რა ფერად უნდა შევღებო ინტერიერის კედლები?

პასუხი: უკეთესი იქნება, თუ არჩევანს გააკეთებთ თეთრ, ღია მწვანე, კრემისფერ ან ღია ნაცრისფერ ტონებზე. თქვენთვის ღია ტონები გაცილებით მომგებიანი და წარმატების მომტანია.

скачать dle 11.3