კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

საშიში ძალა

უკანასკნელი  ერთი საუკუნის განმავლობაში, სამყარო ძალიან შეიცვალა. გადანაწილდა ძალთა თანაფარდობაც ორ სქესს შორის. ქალი აღარ არის სუსტი და დაუცველი... შეიძლება, არც არასოდეს ყოფილა ასეთი, მაგრამ ასეა თუ ისე, დღეს ამ არსების არსი და დანიშნულება რადიკალურად თუ არა, მნიშვნელოვნად მაინც შეიცვალა. ქალი ახლა უფრო მიზანდასახული, შეუპოვარი, ამბიციური და დამოუკიდებელია. თითქოს კუნთებიც გაუმკვრივდა, ხასიათიც ხისტი გაუხდა. ცხოვრებამ მას ბრძოლის მკაცრი წესები შესთავაზა და ამ ბრძოლაში ნელ-ნელა გამოაწრთო. სათუთი, ნაზი, ჰაეროვანი არსება საერთოდ დაუცველი რომ არ დარჩენილიყო და საკუთარ თავთან ერთად, ადამიანთა მოდგმაც გადაერჩინა, ქალი გაამკაცრა და მას პრინციპები გაუჩინა ბუნებამ, ან იქნებ ევოლუციურ-ისტორიულმა პროცესმა.

თანამედროვე ქალის პოპულარული და აქტუალური ლოზუნგია: „ვაკეთებთ იმას, რაც გვსურს და ჩვენს სუსტ მხრებს მძიმე ტვირთის ზიდვაც შეუძლია,“ – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგია. სამწუხარო ისაა, რომ მამაკაცების უმრავლესობამაც დაინახა, რომ ქალს მისი დახმარების გარეშეც შეუძლია თავის გატანა და ადგილის დამკვიდრება. ზოგიერთი მამრი ისე გათავხედდა, რომ მხოლოდ პრობლემები კი არ გადააბარა ქალის სუსტ მხრებს, თავადაც ზედ ჩამოეკიდა. ამიტომაც, აქტიური ქალები ძალიან იჩაგრებიან. მათი სიძლიერე, შეიძლება, მათივე წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. ქალებს დღეს აქვთ პრივილეგიებიც და არჩევნის თავისუფლებაც. უბრალოდ, ზოგიერთს არ ჰყოფნის უნარი, გააცნობიეროს მარტივი ჭეშმარიტება – რომ ყველაფერი მათსავე ხელშია!

 

მათ ეს მოსწონთ...

 

ძნელია, იპოვო ქალი, რომელსაც არ ჰქონდეს სურვილი – ჰყავდეს გვერდით ღირსეული პარტნიორი და სტაბილური ურთიერთობა. შეიძლება, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ვერ აცნობიერებდეს ამას, მაგრამ საბოლოოდ, მაინც აქეთ მიჰყავს ყველაფერი... როგორ იქცევა ჭკვიანი ქალი, რომ პარტნიორმა მისი ღირსებები დაინახოს? უპირველესად, კაცს აძლევს საშუალებას, იგრძნოს თავისი მნიშვნელობა ქალის ცხოვრებაში. ანუ, ის უნდა დარწმუნდეს, რომ ერთადერთია, ვინც მართლა გჭირდებათ.

რა  უნდა გააკეთოთ ამისთვის? – განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ, ხშირად უნდა ჰკითხოთ აზრი ამა თუ იმ საკითხზე და პერიოდულად, გაითვალისწინოთ კიდეც. გაუზიარეთ შთაბეჭდილებები და მოუყევით განვლილი დღის საინტერესო ეპიზოდები. უთხარით, რომ, როცა თქვენ გვერდით არ არის, იწყენთ.

თუ უკვე ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, გადაუნაწილეთ მეუღლეს საოჯახო საქმეები. აქტიურად ჩართეთ პროცესებში. როგორი ემანსიპირებულიც არ უნდა იყოთ, ნუ მოახდენთ ძალისა და დამოუკიდებლობის დემონსტრირებას. არ არის საჭირო, მამაკაცს უთხრათ ან აგრძნობინოთ: „იცი, რა – მე საკმარისი ძალა მაქვს იმისთვის, რომ ცხოვრებას გავუმკლავდე და გამოვტაცო მას ყველაფერი კარგი, რისი მოცემაც შეუძლია“. იყავით ქალის როლში: გამოავლინეთ მაქსიმალური სითბო, სინაზე, ყურადღება... მამაკაცებს ეს ძალიან მოსწონთ.

 

არავითარ შემთხვევაში

 

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთმანეთს უკვე დიდი ხანია, ვიცნობთ“; „ვფიქრობ, ერთად კარგად ვიქნებით“; „ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს“... არა, არა და არავითარ შემთხვევაში... ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზები სერიოზული საფრთხის შემცველია. კონკრეტულად საშიშია „ჩვენ“ და „ერთად“. ასეთი საუბარი მხოლოდ ურთიერთობის მეორე და მესამე ეტაპზე შეიძლება და არა ნაცნობობის დასაწყისში. მამაკაცს აფრთხობს ყველაფერი, რაც სწრაფ გადაწყვეტილებას უკავშირდება. მით უმეტეს, პირადულში. განსაკუთრებით ფრთხილობენ მამაკაცები, რომლებშიც მონადირის ინსტინქტი გამძაფრებულია. ისინი ამ ფრაზებში მახეს, ხაფანგს ხედავენ.

ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. რამდენიმე მამაკაცი ორ ჯგუფად დაყვეს და სიმპათიური ქალბატონების ფოტოები აჩვენეს: პირველ ჯგუფს მაშინვე, ხოლო მეორე ჯგუფს – ორმოცი წუთის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში მათ პარალელურად უჩვენებდნენ ქორწილებს, ჩვილი ბავშვებისა და ოჯახური სიტუაციების ამსახველ სლაიდებს. პირველი ჯგუფის მამაკაცებმა მაშინვე გამოთქვეს ქალიშვილების გაცნობის სურვილი. მეორე ჯგუფმა თავი შეიკავა.

ანუ... ეს ნიშნავს იმას, რომ უცოლო მამაკაცებში (განსაკუთრებით 30 წელს გადაცილებულებში) ქორწინებაზე აბსტრაქტული წარმოდგენაც კი შიშს იწვევს... აცალეთ, თავი მონადირის ამპლუაში იგრძნოს. იმ მონადირის, რომელსაც მსხვერპლი მუდმივად ხელიდან უსხლტება... სამომავლო გეგმები მერე დააწყვეთ.

 

სუფთა ფურცლიდან

 

მთავარია, არ დაკარგო დრო და დროულად დაიწყო ყველაფერი სუფთა ფურცლიდან. რას ნიშნავს ეს – ცხოვრება სასიამოვნო სიურპრიზებით არ გვანებივრებს. სტრესი, იმედგაცრუება ფეხდაფეხ დაგვყვება. თითქოს ხელსაყრელ მომენტს ეძებენ, რომ კლანჭი ჩაგვავლონ. დროულად თქვით – მე ყველაფერს შევძლებ და უკანმოუხედავად იწყეთ სვლა წინ. თუმცა, გაითვალისწინეთ, სუფთა ფურცლიდან დაწყება ყველაფრის დაწყებას არ ნიშნავს. პირიქით, ყოველი განვლილი ნაბიჯი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ, გაიაზროთ და მიხვდეთ, სად დაუშვით შეცდომა. არავითარ შემთხვევაში, არ შეადაროთ თქვენი ცხოვრება სხვებისას. ჯერ ერთი, არ იცით, რა ხდება ფარდის მიღმა და მეორეც – ყველას თავისი წილი ბედნიერება, სიხარული და წარუმატებლობა აქვს.

არასოდეს წამოეგოთ პროვოკაციაზე. როგორ გამოწვევასაც უნდა გთავაზობდეთ ცხოვრება, ღირსეულად დახვდით მას. დღეს არ გაგიმართლათ? – ხვალ ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება.

უმთავრესია – გულში ბოღმა და შური არ ჩაიდოთ. ეს უკვალოდ არ ქრება, უზარმაზარ ნეგატიურ კვალს ტოვებს და საშუალებას აღარ გაძლევთ, იაროთ საკუთარი ორიენტირების მიხედვით. დაბოღმილი, ყველასა და ყველაფერზე განაწყენებული ადამიანი ვეღარც ახალ ურთიერთობებს აგებს და ვერც ცხოვრებას იწყებს სუფთა ფურცლიდან.

скачать dle 11.3