კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავიგოთ წინასწარ რას გვპირდება კონკრეტული დღე და შესაძლებელია თუ არა პრობლემებსა და გაუგებრობებს ადვილად დავაღწიოთ თავი

ზოგ ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევს ფატალური უიღბლობა. თანაც, გასაკვირი ის არის, რომ ამის აშკარა მიზეზი თითქოს არც კი არსებობს. მეცნიერები უძველესი დროიდან სწავლობდნენ ამ ფენომენს და დღეს, ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ მისი ახსნა შესაძლებელია და მალე შესაბამის ფორმულებსაც გამოაქვეყნებენ. ვიდრე ისინი უიღბლობის „ვაქცინას” შემოგვთავაზებენ, ცხოვრება სულ ახალ-ახალ კატასტროფებს გვთავაზობს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ვთხოვეთ კომენტარი მეცნიერ-პარაფსიქოლოგს, ბატონ ვლადიმერს. მან ისეთი ინფორმაცია მოგვაწოდა, ვფიქრობ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნამდვილად გამოგვადგება.

ვლადიმერი: ჩვენ გარშემო უამრავი შემზარავი ფაქტი ხდება. ზოგის მიზეზი გასაგებია, ზოგის კი – ამოუხსნელ-ამოუცნობი. უბედურ შემთხვევათა სტატისტიკის გაანალიზებამ სპეციალისტები იმ აზრამდე მიიყვანა, რომ ცხოვრება „რულეტკას” ჰგავს – არასდროს იცი, როდის მოგივა ავბედითი ნომერი. საოცარი კიდევ ის არის, რომ ჩემი დაკვირვებით, უიღბლო ადამიანი, რა ქონება და ავლა-დიდებაც არ უნდა მოიპოვოს, მაინც უიღბლოდ რჩება. უბედურება მას, რომ იტყვიან, შუბლზე აწერია და ვერაფრით გაექცევა.

– გამოდის, ბედს უნდა დავნებდეთ და გამოსავალი არ არსებობს?

– გამოსავალი როგორ არ არსებობს, მაგრამ ადამიანი თუ თავად არ დაეხმარა საკუთარ თავს და სიტუაცია არ გაანეიტრალა, რთულია ცხოვრებისეულ  პრობლემებს ასცდეს. ამიტომ, უნდა შეიმსუბუქოთ ცხოვრება და გაითვალისწინოთ ის, რასაც გამოცდილი ადამიანები გირჩევენ. მაგალითად, ზოგი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, როცა ცამეტი რიცხვი პარასკევს ემთხვევა. ამ დროს დიდია ავარიებისა და უბედური შემთხვევების ალბათობა და ამას სტატისტიკაც მოწმობს. მოდი და თქვი, რომ ეს უბრალო დამთხვევაა და სხვა არაფერი. ამიტომ, გირჩევთ, ასეთ დღეებში მოერიდოთ მგზავრობას, უცხო ხალხთან კონტაქტს, გადაადგილებებს, რომ დღე მშვიდად და კონფლიქტების გარეშე განვლოთ. სხვათა შორის, ასეთ დღეს დაბადებული ადამიანები ძალიან უიღბლოები არიან და მათ თითქმის ცხოვრების ყველა სფეროში ეცარებათ ხელი. ასევე, არსებობს უიღბლო ერები ანუ როგორც მათ პარაფსიქოლოგები ვუწოდებთ – დაღდასმულები. მაგალითად, ავსტრალიელი აბორიგენები – მათ ისეთ ქვეყანაში მოუწიათ ცხოვრება, სადაც ყველაზე შხამიანი ქვეწარმავლები და ველური ძაღლი – დინგო ბინადრობს. რომ აღარაფერი ვთქვათ, ნიანგებსა და ზვიგენებზე, რომლებითაც სავსეა იქაური წყლები, სანაპიროები და მდინარეები. ავსტრალიაში საშიშია მზეც, სადაც კანის კიბოთი დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ისინი დაწყევლილ ერთა სიაში პირველ ადგილზე არიან. მადლობა ღმერთს, ჩვენ, ქართველები, უიღბლო ერების სიაში არ ვწერივართ. ჩვენი ქვეყანა ამიტომაც არ განიცდის დიდ კატაკლიზმებს და სტიქიური უბედურების მსხვერპლი არ ხდება. უიღბლო ერებში ზვავები, მეწყერები, მიწისძვრები, შენობების ნგრევაა. მართალია, ბუნებას წინ ვერავინ აღუდგება და მსგავსი მოვლენები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ მე მასშტაბურ უბედურებებს ვგულისხმობ.

– ბევრისგან მსმენია, არსებობს მინიშნებები, რომლებსაც ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვსო. ეს თუა სიმართლე და რომელ მინიშნებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

– ასეთი უამრავი მინიშნება არსებობს და ეს იმაზეა დამოკიდებული, თავად როგორ დაცდი მას. უცხოელმა მკვლევრებმა სცადეს დაედგინათ, სანდოა თუ არა ბედნიერების მომტანი ისეთი ნიშანი, მაგალითად, როცა ჩიტი თავზე დაგასკინტლავს, მაგრამ ერთიან აზრამდე დღემდე ვერ მივიდნენ (იცინის). ზოგიერთისთვის, ამგვარ „საჩუქარს” მართლაც რაღაც პოზიტიური მოსდევს, ზოგისთვის კი პირიქით. ასე რომ, რაიმე ერთიანი პროგნოზის გაკეთება, რთულია. ამას უნდა დააკვირდეთ და თავად დაცადოთ, რა მოვლენა როგორ მოქმედებს თქვენზე; რას მოაქვს ბედნიერება თუ ნეგატიური შედეგი. სხვათა შორის, ყველაზე უტყუარი ნივთების წინასწარმეტყველებაა და ამაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება.

– ბევრს გაეღიმება, როცა გაიგებს, ნივთებს წინასწარმეტყველების უნარი აქვსო. არ მეთანხმებით?

– თუ არ ხარ ამ სფეროში გათვითცნობიერებული, რასაკვირველია, გაგეღიმება, მაგრამ საქმე ისაა, ასე გაღიმებული არ დარჩე მთელი ცხოვრება. კი ბატონო, დაგიკონკრეტებთ და თავად გამოიტანეთ დასკვნა. მგონი, ასე აჯობებს. აბა, დააკვირდით, ზოგს მინის ჭურჭლის გატეხა კარგად აქვს დაცდილი. ადამიანს, რომელსაც ხელიდან უცვივა ჭურჭელი და ტყდება, და ეს რამდენიმე დღე გრძელდება, ბედნიერების ნიშანია, მაგრამ, თუ თავისით ტყდება, მაშინ – ცუდის მომასწავებელი. ასევე, ერთ მეთოდს შემოგთავაზებთ, რომელიც საქმიან ადამიანებზეა გათვლილი და ერთგვარი წარმატება-წარუმატებლობის მიმანიშნებელი რიტუალია. კერძოდ, თუ სერიოზულ საქმეზე გიწევთ წასვლა და წინასწარ გსურთ გაიგოთ, მომგებიანი იქნება ეს თქვენთვის თუ არა, ერთ უტყუარ ხერხს უნდა მიმართოთ. ალბათ, ბევრს არ სმენია ბრინჯით მკითხაობაზე, და არ იცის, რომ, ამას თქვენს კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლია.

– სიმართლე გითხრათ, პირადად მე, არ გამკვირვებია, რადგან არაერთი ეზოთერიკოსი ამბობს, ბრინჯით მკითხაობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და ეს იაპონიაში დღემდე პოპულარული რიტუალიაო. ეს როგორ უნდა მოვახერხოთ?

– ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია და ახლავე მოგახსენებთ. ონკანიდან აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, მოსვით სამი ყლუპი, მერე მარჯვენა ხელით აიღეთ ერთი მუჭა ბრინჯი, ჩაყარეთ წყლით სავსე ჭურჭელში, ნელა შეანჯღრიეთ და დააცადეთ ცოტა ხანი. წყალი რომ დადგება, დააკვირდით, როგორ განთავსდა ჭიქის ფსკერზე ბრინჯის მარცვლები. თუ ბრინჯმა წრე შეკრა, ეს კარგია, რადგან ამ დღეს, საქმეში ხელი მოგემართებათ და თქვენს ყველა იდეასა თუ წინადადებას მოიწონებენ საქმიანი პარტნიორები. თუ მარცვლები სამკუთხედად განლაგდა, თქვენი გეგმები სულ მალე რეალიზდება და დიდ გასამრჯელოსაც მიიღებთ. თუ ბრინჯმა ოთხკუთხედი შეკრა, ამ დღეს ყველანაირი მოლაპარაკება მშვიდად ჩაივლის და ბევრ სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ. მაგრამ, თუ ვარსკვლავის ფორმა მიიღო ან უაზროდ გაიბნა ბრინჯის მარცვლები ჭიქის ფსკერზე, მაშინ ეს დღე ცუდია და უმჯობესია, ყველანაირი საქმიანი წინადადებისა თუ ახალი წამოწყებისგან თავი შეიკავოთ. ვერც პარტნიორებთან გაიტანთ თქვენსას და საერთოდ, ვერც საყვარელ ადამიანებთან ასცდებით კამათსა და ჩხუბს. ასე რომ, თუ დილით საქმეზე მიმავალი, სულ მცირეოდენ დროს მოიტოვებთ და ბრინჯით გაიგებთ რა გელით, ადვილად მიხვდებით, რა დროს, ვისთან როგორ იმოქმედოთ, რომ იღბალმა გაგიღიმოთ. მგონი, ჯობია, წინასწარ იცოდე, რას გპირდება კონკრეტული დღე და ამით პრობლემებსა და გაუგებრობებს თავი ადვილად დააღწიო. პირადად მე, ეს მეთოდი, ერთ-ერთმა იაპონელმა დიპლომატმა მასწავლა. მასთან ერთად მომიწია მივლინებაში ყოფნა და დილაუთენია რომ გამოიტანა ბრინჯი, ვკითხე, რად გინდა დილაადრიან უმი ბრინჯი და წყალი-მეთქი. მაგრამ, რომ ამიხსნა, რასაც აკეთებდა, მერე, დამიჯერეთ, ყოველ დილით აქეთ ვეხვეწებოდი, მიდი ერთი, მიწინასწარმეტყველე მაგ შენი ეროვნული ბურღულეულით, რა მელის, თუ კაცი ხარ-მეთქი (იცინის). თქვენ წარმოიდგინეთ, ზუსტად ისე ჩაივლიდა დღე, როგორც ის იტყოდა. ეს რომ სხვას ეთქვა, შესაძლოა, არც კი დამეჯერებინა. ხომ იცით, ასეა, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, ისე სხვისი გამოცდილების დაჯერება გიჭირს.

скачать dle 11.3