კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მინდა, რომ მოძღვარმა ჩემი ახლობლები ლოცვაში მოიხსენიოს. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

პასუხი: თუ გსურთ, რომ ერთი კონკრეტული დღის ლოცვებში მოიხსენიოთ ახლობლები, წირვის წინ საკურთხეველში შეგზავნეთ ცალკე ცოცხლებისთვის და ცალკე მიცვალებულებისთვის სეფისკვერები, შესაბამისად, ცოცხლებისა და მიცვალებულების სახელები ცალ-ცალკე ჩამოწერეთ ფურცლებზე. სასურველია, ამ ადამიანების სახელზე მოწყალებაც გაიღოთ.

კითხვა: არის თუ არა წინათგრძნობა ცოდვა და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მის მიმართ?

პასუხი: წინათგრძნობის მცირეოდენი უნარი ყოველ ადამიანს გააჩნია და ეს, ისევე, როგორც ადამიანის სხვა თანდაყოლილი შესაძლებლობები, ღვთის მიერ არის ბოძებული. თუმცა, ჩვეულებრივ, მიწიერი ცხოვრებითაში ადამიანებს ეს უნარი ისე არ უვითარდებათ, რომ მასზე დაყრდნობა შეიძლებოდეს. მაგალითად, ბევრჯერ ხდება, რომ ცუდს ველით და ამის ნაცვლად კარგს ვიღებთ, ან – პირიქით. ამიტომ, წინათგრძნობას არ უნდა მიანიჭოთ გადამწყვეტი მნიშვნელობა.

კითხვა: სამწუხაროდ, რწმენაში გაუნათლებელი ვარ და არ ვცხოვრობ ეკლესიურად. ჩემმა მეგობარმა მთხოვა ბავშვის მონათვლა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ნათლიას ღმერთის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ნათლულის სულიერი აღზრდისთვის. ამიტომ, თქვენ გაქვთ უდიდესი მორალური დაბრკოლება ამ ნაბიჯის გადასადგმელად – რა უნდა ასწავლოთ ნათლულს, თუკი თავად ვერ ერკვევით სარწმუნოებრივ საკითხებში?! ნათლობა – ეს არის ახალი ცხოვრების დაწყება ქრისტესთან ერთად და ახლად მონათლულს ნათლიის სახით ისეთი მეგზური სჭირდება, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანად ჩამოაყალიბებს მას. რადგან ეს კითხვა გაგიჩნდათ, ესე იგი, თქვენც გაწუხებთ თქვენი გაუთვითცნობიერებლობა სარწმუნოებაში. დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება, გახდით ჭეშმარიტი ქრისტიანი. ამ ეტაპზე კი ნუ გახდებით ფორმალური ნათლია, ისე, როგორც, სამწუხაროდ, დღეს ბევრი ადამიანი იქცევა.

скачать dle 11.3