კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

წმიდა სილუანი: დაიცავით მადლი ღვთისა: მასთან ადვილია ცხოვრება, ყველაფერი მასთან საყვარელი და სასიხარულოა, სულ სიმშვიდითაა ღმერთში და დადის, როგორც რომელიმე მშვენიერ ბაღში, რომელშიც ცხოვრობს უფალი და ღვთისმშობელი. მადლის გარეშე ადამიანი – ცოდვილი მიწაა, ხოლო მადლის ქვეშ მცხოვრები ადამიანი გონებით მსგავსია ანგელოზისა. ანგელოზები გონებით ემსახურებიან ღმერთს და უყვართ იგი, ასევე ადამიანმა გონებით უნდა ემსახუროს, როგორც ანგელოზმა. ნეტარნი არიან ისინი, რომელნიც დღე და ღამე ზრუნავენ და ფიქრობენ, როგორ აამონ ღმერთს, რათა გახდნენ მისი სიყვარულის ღირსნი; ისინი გამოცდილებით და შეგრძნებით შეიმატებენ სულიწმიდის მადლს. მადლი ისე არ მოდის, რომ სულმა არ იცოდეს იგი და როცა იკარგება მადლი, სული ძლიერ მწუხარებს მასზე, ცრემლიანი დაეძებს მას; 

მშობლებს რომ დაეკარგოთ საყვარელი შვილი, წარმოიდგინეთ, რა დაემართებათ მათ, სული, რომელსაც უყვარს ღმერთი დიდი ძალით და ნაღვლიანად დაეძებს უფალს ისე, რომ არც ახსოვს მშობლიური და საყვარელი ადამიანები.

გაბრიელ ეპისკოპოსი: გონება გონებას ებრძვის... ჩვენი გონება – მტრის გონებასთან იბრძვის... მტერი დაეცა სიამაყით და წარმოსახვით, ჩვენც იქითკენ გვიზიდავს. ამ ბრძოლაში დიდი სიმამაცეა საჭირო. უფალი ტოვებს თავის მონას საბრძოლველად, თვითონ კი უცქერის მას, როგორც უცქერდა ანტონი დიდს, როცა იგი ეშმაკებს ებრძოდა. თქვენ გახსოვთ, ალბათ, რა სწერია ანტონი დიდის ცხოვრებაში: დასახლდა იგი აკლდამაში; იქ ეშმაკებმა სცემეს მას გრძნობის დაკარგვამდე; მისმა მსახურმა მეგობარმა გადაიყვანა ღირსი მამა სოფლის ეკლესიაში; ღამით, როცა ანტონი გონს მოვიდა, შეევედრა მეგობარს ისევ უკან, აკლდამაში დაებრუნებინა იგი. სრულიად ავადმყოფს, მას არ შეეძლო ფეხზე დგომა და დაწოლილი ლოცულობდა; ლოცვის დროს ისევ მოხვდა თავდასხმაში და როცა მძიმე წყლულებით გატანჯულმა, მაგრამ მაინც მოთმინებით მყოფმა თვალები გაახილა, დაინახა ნათელი. მიხვდა ღირსი მამა, შეიცნო უფლის მოსვლა და თქვა: „სად იყავი შენ, მოწყალეო იესო, როცა მტრებმა დამაწყლულეს მე?“ უფალმა მას უპასუხა: „მე აქ ვიყავი, ანტონ და ვუცქერდი შენს მამაცობას“.

არქიმანდრიტი რაფაელი: ჩვენ განუწყვეტლივ ვქმნით კერპებს; ჩვენი კერპი, უპირველეს ყოვლისა – ეს თავად ჩვენ ვართ. ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი მიზანია – დედამიწაზე ადგილის მომზადება ისეთი კერპებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ჩვენი შრომისა და გარჯის წლები ამაში გადის.

იოსებ მღვიმელი: ღვთის სასუფეველში შედიან არა უნანელნი, არამედ სინანულითა და ცრემლით გარდაქმნილი ცოდვილები. არაფერი ისე არ ეხმარება ადამიანს ვნებებთან ბრძოლასა და მათ ძლევაში, როგორც მოუკლებელი გონებრივი ლოცვა.

скачать dle 11.3