კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იწყევლიდა თავბედს ბათუ კრავეიშვილი სტალინთან შეხვედრისას

 „ქეთო და კოტე”  – გასაოცარი და დაუვიწყარი მსახიობები, ხმები, დეკორაციები, კოსტიუმები სცენები... მაგრამ, მთელი ფილმის განმავლობაში ერთი ძალიან თბილი და ტკბილი ხმა ჩაგესმის, რომელიც უდიდეს სიამოვნებას გგვრის. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, კოტეს როლში ის კი არა, სხვა ყოფილიყო, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არა რეჟისორის ზუსტი ხედვა, საქართველოს დიდი ბარიტონი – ბათუ კრავეიშვილი ფილმში მართლაც არ იქნებოდა.   

ბათუ (ბართლომე) კრავეიშვილი დაიბადა 1914 წელს, სამტრედიაში. 13 წლის ასაკში ბიძასთან გადმოვიდა, თბილისში. მისი ბიძა – ნიკოლოზი რუსთაველის თეატრის მხატვარი იყო. მშობლებს თურმე ბათუს ექიმობა უნდოდათ, ამიტომ მომავალმა ხელოვანმა მოსკოვში სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა. სასიმღერო კარიერა კი, 19 წლის ასაკში დაიწყო. მოსკოვის დიდ თეატრში გამართულ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა და დიდი თეატრის სოლისტი გახდა. შემდეგ  თბილისში დაბრუნდა და ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა, სადაც მრავალი საოპერო პარტია შეასრულა. 1958 წლიდან კრავეიშვილი კონსერვატორიის პედაგოგი გახლდათ. გადაღებულია ფილმებში: „დაკარგული სამოთხე”, „გიორგი სააკაძე”, „ქეთო და კოტე”. 55 წლის ასაკში ავად გახდა. შეცდომით ჩატარებული ოპერაციის შედეგად დადგინდა, რომ ხელოვანს თირკმლის კიბო ჰქონდა. ბათუ კრავეიშვილი 1969 წელს გარდაიცვალა. მისი დღიურების – „შეხვედრები წარსულთან” საშუალებით, მისი ცხოვრების ორ პერიოდს გაგაცნობთ.      

„თბილისის კინოსტუდია „ქეთო და კოტეს” გადაღების სამზადისში იყო... ჩვენი თეატრიდან საცდელ გადაღებაზე თითქმის ყველა ტენორი გამოიძახეს... პირველად განზრახული ჰქონდათ ჩემი გადაღება არა კოტეს, არამედ თავადი ლევანის როლში... სტუდიაში გამოცხადებისთანავე, ტანზე თავად ლევანის კოსტიუმი მომარგეს და გრიმიც როლის შესატყვისი გამიკეთეს... საცდელი გადაღებების შედეგები სახარბიელო არ აღმოჩნდა. დამდგმელმა ჯგუფმა კვლავ განაგრძო საცდელი გადაღებები: იღებდნენ ხან დრამის, ხან ოპერის მსახიობებს, ზოგჯერ უბრალოდ ხალხში ეძებდნენ შესაფერ ტიპაჟს. ტაბლიაშვილის პროფესიულ თვალსა და გამჭრიახ გონებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ არ გაჰყვა ძველ გზას, როგორც ამ 30-40 წლის წინათ ხდებოდა, როცა რეჟისორები შემთხვევით შერჩეულ ტიპაჟებს იყენებდნენ კინოსურათებში... ამიტომ, ტაბლიაშვილმა უარყო ტიპაჟის ქუჩაში ძებნა და გადაწყვიტა, ფილმში მონაწილეობის მისაღებად მოეწვია პროფესიული, მაღალი ოსტატობის მქონე მსახიობები. როცა ტაბლიაშვილმა კოტეს როლში ჩემი გადაღება გადაწყვიტა, იმ დათმობაზე წავიდა, რომ კოტეს რთული ვოკალური პარტია, რომელიც ტენორისთვისაა დაწერილი, ბარიტონს მისცა სამღერლად. მან თავისებურად აღიქვა „ქეთო და კოტეს” სახეები... თუმცა კინოსურათის მონაწილეთა შემადგენლობის საბოლოოდ დადგენამ დიდი დრო წაიღო. ბოლოს, მაინც ტაბლიაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, შერჩეული შემადგენლობა დაადგინეს და რეჟისორები ფილმის გადაღებას შეუდგნენ... რეჟისორმა ფილმს სიახლე, სიღრმე და მასშტაბურობა მიანიჭა... თავადის როლში გადაიღეს ჩემი კოლეგა, ქართული საოპერო სცენის ლომგული – პეტრე ამირანაშვილი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ერთგულად და სახელოვნად ემსახურებოდა ხელოვნებას. გიორგი შავგულიძე, პეტრეს და მე რომ ერთად დაგვინახავდა, გვეტყოდა ხოლმე: ბიჭო, ტაბლიაშვილმა სად მოგნახათ ბიძა და ძმისშვილის როლებში ორი ბარიტონი ერთად? ალბათ, იცის, რა ძალიან გიყვართ ერთმანეთიო. 

1939 წლიდან, როცა მოსკოვის დიდი თეატრის დასში ჩამრიცხეს, 1941 წლის შემოდგომამდე, კრემლში გამართულ თითქმის ყველა დიდ და ღირსშესანიშნავ შეკრებათა მონაწილე ვიყავი. ერთხელ, დიდი თეატრის დასის გამგემ ფეოდორ პეტროვმა თავის კაბინეტში შემიყვანა და მითხრა: ბათუ, დღეს საღამოს 6 საათისთვის ჩაცმული დამხვდი, მანქანა გამოგივლის, შენ და ნატალია შპილერი – ორივენი კრემლში მოხვალთო. პეტროვს ჩემი პროგრამა დავუტოვე და სახლში წამოვედი. სრულ 6 საათზე, ჩემი სახლის წინ მანქანა გაჩერდა. მანქანაში ნატალია შპილერი მელოდა. ორივენი კრემლში მივედით და დარბაზში შევედით. მსახიობებმა ჩვენთვის განკუთვნილ ოთახში მოვიყარეთ თავი. იქ შემოჰქონდათ ჩაი, ნამცხვარი და სხვა ტკბილეული... იმ დღეს კონცერტზე მეხუთე ნომრად გავედი. რაღაც უცნაურმა მღელვარებამ შემიპყრო. ამ მდგომარეობაში ვიმღერე რობერტის არია ჩაიკოვსკის „იოლანტადან.” რობერტის არიის შემდეგ ვიმღერე  არაყიშვილის „ურმული”. ესტრადიდან ჩამოვედი და სუფრისკენ გავწიე, სადაც ჩემი უფროსი მეგობარი, დიდი თეატრის წამყვანი მომღერალი – მაქსიმ დორმიდონტის ძე მიხაილოვი დავინახე და მის გვერდით დავჯექი... მიხაილოვი თავის სტიქიაში აღმოჩნდა და მის მაგიდაზე რომ გამოცალა არყის ბოთლები, მეზობელი მაგიდებიდან დაიწყო გადმოლაგება...აღფრთოვანებულმა მიხაილოვმა „მíîჯჭÿ ëåòჭ” წამოიწყო. ის ისეთი გატაცებით მღეროდა და ისე მძლავრად მიიწევდა მაღალ რეგისტრში, რომ დაჭიმულობისგან  მოხარშულ კიბოს დაემსგავსა... მისმა მოულოდნელმა ამღერებამ და უცნაურმა ქცევამ სიცილი გამოიწვია, ამგვარად ყველამ მოილხინა და სიცილი სიმღერად გადაიქცა. მხოლოდ ერთი კაცი, რომელიც დარბაზის შუაგულში იჯდა და მის თვალებს შეუმჩნეველი არაფერი რჩებოდა, მისთვის ჩვეული სიდარბაისლით დინჯად იჯდა და როდესაც ბახუსი ყველას ზომაზე მეტად მოერია, ის უსიტყვოდ წამოდგა. ეს კი საკმარისი გახდა, დარბაზი მყისვე დაწყნარებულიყო. სტალინმა სკამები გვერდზე მისწია და ჩვენკენ წამოვიდა, თან, ხმამაღლა თქვა: „ïðîñòèòå çჭ ìîþ ñëჭხîñòü. Îòêóჰჭ ïðèხûë ìîé çåìëÿê? Õî÷ó óçíჭòü.“ ეს თქვა და სავსე ჭიქით ხელში პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. სადაური ხარ ბიჭო, – მკითხა ქართულად. სამტრედიელი. სამტრედიელი, – გულიანად გაიცინა მან. მე საქციელი წამიხდა. შე ყოფაძაღლო სამტრედიიდან აქ რამ ჩამოგიყვანა? – განაგრძობდა სიცილს სტალინი. რა ვიცი, ბატონო... – დამნაშავესავით წავილუღლუღე მე და გულში თავს ვიწყევლიდი: რა ჯანდაბად ვახსენე ეს სამტრედია-მეთქი. íჭëåéòå âèíჭ! – თქვა სტალინმა და ჭიქა ქართული ღვინით შემივსეს. – ყოჩაღ შენ, იცოცხლე ათასი წელი! – მითხრა მან და ჭიქა მომიჭახუნა. მადლობა გადავუხადე და ჭიქა გამოვცალე. შემდეგ შევნიშნე, რომ დარბაზში მყოფნი გარს შემომხვეოდნენ და ცნობისმოყვარეობით მეკითხებოდნენ, ისეთი რა თქვი, სტალინი ასე გულიანად რომ იცინოდაო. გაოგნებული ვიდექი, მეც ვერ გამეგო, თუ რა ვთქვი სასაცილო. ხალხის მოზღვავებულ ტალღას სტალინი ჩემგან ნელ-ნელა შორს მიჰყავდა. მე ვხედავდი მის წინ აღმართულ ადამიანთა სიყვარულით სავსე სახეებს, რომლებიც სუნთქვაშეკრული მისჩერებოდნენ. ჩემს მეხსიერებაში დარჩა საბჭოთა კავშირის გმირ მფრინავთა – გრომოვისა და კოკინაკის კლდესავით აღმართული ფიგურები, გრიზადუბოვასა და რასკოვას სტალინისადმი მიმართული მზერა. სტალინი დინჯად, ალერსით მიესალმა ყველას ესტრადაზე და მადლობა გადაუხადა... მე კი ვიდექ და კვლავ იმაზედ ვფიქრობდი, თუ რა ვთქვი ისეთი, რამაც სტალინი ასე გულიანად გააცინა... შემდეგ სასულე ორკესტრმა ჩვენებური, ქართული მთიულური საცეკვაო დაუკრა. ესტრადაზე ლეპეშინსკაია გამოხტა და ცეკვა დაიწყო. მისი თვალები მე მომჩერებოდა. შევკრთი, ერთი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ უცბად წინ ბუდიონი გადამეფარა, შეიჭრა სცენაზე და რუსული ბუქნა დაუარა. ლეპეშინსკაია მაინც ჩემკენ იყურებოდა და მიღიმოდა. ის მიწვევდა საცეკვაოდ, მაგრამ მოხდა უცნაური რამ: სტალინი წამოიწია, ბუდიონი გააჩერა და წრიდან გაიყვანა, – შე ბებერო, გზა ახალგაზრდებს დაუთმეო. მერე მომიბრუნდა და დამიძახა: აბა, მოდი, ახალგაზრდავ!.. მე აღარ დავაყოვნე და რაც ვიცოდი და არ ვიცოდი – ყველანაირი ილეთი გამოვიყენე. მგონი, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, რადგან ლეპეშინსკაიასთვის ფეხზე ფეხი არ დამიდგამს და არც ცეკვის დროს დავჯახებივარ. ყველა კმაყოფილი დარჩა.”

скачать dle 11.3