რომელი მარკის სექსუალური მოდელები დაჩრდილა რიანამ და რომელი ჟანრის მუსიკას არ უსმენდა ის ბარბადოსზე
ნიჭიერი, ლამაზი და თამამი, მისი შემხედვარე შეუძლებელია გულგრილი დარჩე. შეიძლება მის სიმღერებს სულაც არ უსმინო, მაგრამ მისი სილამაზე და სექსაულურობა, რომ თვალშისაცემია, ფაქტია. რიანა თანამედროვე მსოფლიო მუსიკის ნამდვილი დედოფალი და მილიონობით ადამიანისთვის კერპია. არსებობს რამდენიმე ფაქტი რიანას შესახებ, რომელთა ცოდნა მისი თაყვანისმცემლებისთვის აუცილებელია:
* მომღერლის სრული სახელი და გვარია რობინა რიანა ფენტი. ის კუნძულ ბარბადოსზე დაიბადა და იქვე დაამთავრა დაწყებითი და საშუალო სკოლები.
* პოპ-მომღერლობის გარდა, რიანა ფოტომოდელი, დიზაინერი და ბარბადოსის საპატიო ელჩია კულტურის საკითხებში.
* რიანას დედა ჩვეულებრივი ბუღალტერია, ხოლო მამა – ტანსაცმლის მაღაზიაში საწყობის გამგე.
* რიანას ორი უმცროსი ძმა ჰყავს: რაჯადი და რორი.
* დღის განმავლობაში რიანა რამდენჯერმე იცვლის ფრჩხილის ლაკის ფერს. მანიკიურს მას სპეციალურად დაქირავებული სპეციალისტი უკეთებს.
* ყველაზე მეტად რიანას მატყუარა ადამიანები არ უყვარს. მისი თქმით, მას ურჩევნია, პირდაპირ უთხრან, რომ ძროხასავით გამოიყურება, ვიდრე ზურგსუკან ილაპარაკონ.
* რიანას საყვარელი ტკბილეულია შოკოლადის ნაყინი.
* „დაიმონდსის” გამოსვლამდე რიანას საყვარელი სიმღერა „ამბრელა” იყო.
* მას დიდი სურვილი აქვს, რომ სკაიდაივინგით დაკავდეს, თუმცა, ამას სიმაღლის შიშის გამო ვერ რისკავს.
* რიანას თქმით, მისთვის პოპის დედოფალი მადონაა, თავად კი პოპის „შავი დედოფალია“.
* სწავლა რომ გაეგრძელებინა, რიანა ფსიქოლოგი გამოვიდოდა.
* ბავშვობაში რიანა ეგზორციზმის რიტუალს დაესწრო საკუთარ სახლში.
* რიანას ძალიან უყვარს კერძების მომზადება და უარს არც ჭურჭლის გარეცხვაზე ამბობს.
* რეპერ ჯეი-ზის თქმით, პრაქტიკულად შეუძლებელია მობილურ ტელეფონში რიანას საუბრის გაგება და ურჩევს მას, რომ ესემესებით იქონიოს კონტაქტი მეგობრებთან.
* რიანა „რედ ბულის” დიდი მოყვარულია.
* კრის ბრაუნთან სკანდალური ურთიერთობის პერიოდში, რიანამ გახსნა გვერდი „ტვიტერში”, რათა მის თაყვანისმცემლებს სრული ინფორმაცია მისგან მიეღოთ და არა ჟურნალისტებისგან.
* რიანა თავად იღებავს თმას.
* რიანას საყვარელი ფილმი და სერიალია: „ნაპოლეონ დინამიტი” და „დექსტერი”.
* ბოლო მონაცემებით რიანას სხეულზე 16 ტატუ აქვს, მათ შორის არის დამატებით – დროებითი ტატუები, რომელთა გაკეთებაც მას ფილმ „საზღვაო ომის” გადაღებებისთვის მოუწია.
* რიანას თქმით, ბარბადოსზე ცხოვრების პერიოდში მას არც ერთხელ არ მოუსმენია როკ-მუსიკისთვის.
* ამბობენ, რომ რიანამ წარმატებას ჯეი-ზისთან რომანით მიაღწია, თუმცა, რეალურად, იმ პერიოდში ჯეი-ზი ბიონსეს ხვდებოდა და მოგვიანებით წყვილი დაქორწინდა. რიანასთვის კი ბიონსე დღემდე ითვლება მის საყვარელ შემსრულებლად.
* 2008 წლიდან მოყოლებული ბარბადოსში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული, რომელიც რიანას ეძღვნება.
* რიანას არ უყვარს მექსიკური, ჩინური, იაპონური და ინდური სამზარეულო. ვარსკვლავი პრაქტიკულად არ ჭამს ბოსტნეულს და ძირითადად მხოლოდ ხილით იკვებება.
* ბიონსეს გარდა, რიანა მერაია ქერის, ალიშა ქიზისა და უიტნი ჰიუსტონის მსმენელია.
* რიანას აქტივები 75 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
* რიანას ბებიის აზრით, მისი შვილიშვილი იდეალური მეორე ნახევარი იქნებოდა ემინემისთვის.
* „ვენუსის” ვერსიით, რიანას ყველაზე ლამაზი ფეხები აქვს.
* სახლში რიანას ჰყავს კუ და ძაღლი, მეტსახელად „მარლი“.
* რიანას საყვარელი კინომსახიობები არიან: დენზელ ვაშინგტონი, ჯესიკა ალბა, ჰოლი ბერი და ტერენს ჰოვარდი.
* 2011 წელს, ბერლინის მადამ ტიუსოს მუზეუმში დაიდგა რიანას ცვილის ფიგურა, თუმცა, იმის გამო, რომ პოპ-ვარსკვლავი ხშირად იცვლის იმიჯს, ცვილის ასლი გრძელი თმით მუზეუმის დამთვალიერებლებს შორის ნაკლებად იწვევს ინტერესს.
* დონეცკში, სტადიონ „დონბას არენაზე” გამართული კონცერტისთვის, რომელსაც 75 ათასი მაყურებელი დაესწრო, რიანამ ჰონორარის სახით 500 ათასი დოლარი მიიღო.
* წარსულში რიანა „ტრანსფორმერების” ვარსკვლავს, შია ლებეფს ხვდებოდა, თუმცა, მათი რომანი ხანმოკლე გამოდგა.
* რიანა პირველი ბარბადოსელი მომღერალია, რომელმაც „გრემის” ჯილდო მიიღო.
* რიანას საყვარელი ფერებია შავი და მწვანე.
* საკუთარ თავს რიანა არ მიიჩნევს ლამაზად, პირიქით, ჰგონია, რომ უშნოა.
* რიანა ყველაზე ახალგაზრდა შავკანიანი მოდელია, რომელიც „ვოგის” გარეკანზე მოხვდა.
* რიანა პროდიუსერმა ივენ როჯერსმა აღმოაჩინა, რომელიც ბარბადოსზე მეუღლესთან ერთად ისვენებდა და შემთხვევით მოისმინა 15 წლის რიანას სიმღერა.
* რიანა დაიბადა 1988 წლის 20 თებერვალს; მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრია.
* 2009 წელს რიანას ბოიფრენდი კრის ბრაუნი პოლიციამ ძალადობის ფაქტზე დააპატიმრა. ბრაუნი სისტემატურად უსწორდებოდა ფიზიკურად პოპ-ვარსკვლავს და ამის გამო ხუთწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო. დაშორების შემდეგ რიანა მცირე ხნის განმავლობაში კალათბურთელ ჯეი არ სმიტს, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე მეტ კემპსა და რეპერ აშერ რაიმონდს ხვდებოდა, ხოლო 2012 წლის ოქტომბრიდან კი, რიანამ და კრის ბრაუნმა ურთიერთობა განაახლეს.
* რიანას უყვარს „ინსტაგრამა” და ხშირად აქვეყნებს თავის პიკანტურ ფოტოებს ინტერნეტში.
* რიანა ეპატაჟის დიდი მოყვარულია და არც სტრიპტიზის მოცეკვავეებთან გართობაზე ამბობს უარს. მაგალითად, ბოლო წვეულებაზე სტრიპტიზიორ რემი რედთან ცეკვა რიანას 8 ათასი დოლარი დაუჯდა.
* მოდის კრიტიკოსთა აზრით, „ვიქტორია სიქრეტის” 2012 წლის ჩვენებაზე გამოსვლით, რიანამ ამ მარკის ყველაზე სექსუალური მოდელებიც კი დაჩრდილა.