კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

დედამთილმა ოჯახი დამინგრია

გამარჯობა! ხშირად ვკითხულობ თქვენს ჟურნალს. არ მეგონა, ოდესმე თქვენ თუ მოგწერდით პირადი ცხოვრების შესახებ, მაგრამ, მკითხველების გულახდილმა წერილებმა მეც გადამაწყვეტინა, მომეწერა.

ორი წელია, გათხოვილი ვარ. ოჯახი სიყვარულით შევქმენი, თუმცა, მხოლოდ სიყვარული არ ყოფილა საკმარისი ოჯახის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად. სამწუხაროდ, ჩემი ოჯახი დაინგრა. არ მინდა, ვინმემ ცუდად გაიგოს, მაგრამ, ეს ჩემი დედამთილის გამო მოხდა. ის ძალიან მძიმე ხასიათის ქალია. ჩემი ქმარი დილიდან საღამომდე მუშაობდა და სახლში მხოლოდ მე და დედამისი ვიყავით ხოლმე. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი მის პრეტენზიებსა და ჭირვეულ ხასიათს და არაფერზე ვეკამათებოდი – ჯერ ერთი, უფროსი იყო, თან, ჩემი ქმრის ხათრით არ ვიმჩნევდი. არ მინდოდა, საღამოს დაღლილი რომ დაბრუნდებოდა სახლში, ენერვიულა და ამიტომ არაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ, თურმე, უნდა მეთქვა. რა დღეშიც მაყენებდა დედამისი და დღეს ოჯახი მექნებოდა.

ჩემი დედამთილი ყველაფერში ერეოდა, ჩემს პირადულშიც კი. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ, მაიძულებდა, მისი გემოვნებით ჩამეცვა, ფრჩხილის ლაკის ფერსაც კი თვითონ მირჩევდა; ის საჭმელი უნდა მეჭამა, რაც მას უყვარდა და ასე შემდეგ, თუ არადა, მთელი დღე საყვედურებით მავსებდა. გარდა ამ ყველაფრისა, ჩემს კარადებსა და უჯრებში იქექებოდა, ჩემს ესემესებს კითხულობდა. რას ეძებდა, ახლაც ვერ ვხვდები.

ჩემი მშობლების ოჯახში სულ სტუმარი იყო, ამათთან კი მეზობელიც არ შემოდიოდა, რაც ძალიან მიკვირდა. მერე გავიგე, რომ ყველასთან ნაჩხუბარი ყოფილა. საერთოდ, საკუთარი თავის გარდა არავინ მოსწონდა, სულ თავის ქებაში იყო. ამას გარდა, მე და ჩემს ქმარს ყველაფერს გვაყვედრიდა და უსაქმურებსა და უმაქნისებს გვეძახდა; ჩემ გარეშე საცოდავები იქნებითო.

ორსულად რომ დავრჩი, გამიხარდა, მეგონა, ეს მაინც შეცვლიდა ჩემს დედამთილს, მაგრამ, პირიქით მოხდა – უარესად დაიწყო ჩემი გაკონტროლება და ძალიან უკმაყოფილო იყო, რადგან ექიმმა წოლითი რეჟიმი დამინიშნა და სახლის საქმეებს ძველებურად ვეღარ ვაკეთებდი. 

ერთხელ ჩემმა ქმარმა ჩვენს ცალკე გადასვლაზე ჩამოაგდო ლაპარაკი  (მის ძმას დაკეტილი ბინა ჰქონდა და იქ უნდოდა გადავსულიყავით), მერე კი, ბავშვი 2-3 წლის რომ გახდება, ეგებ მეც შევძლო ბინის ყიდვაო. ამაზე დედამისი გადაირია: რას მიქვია ცალკე გასვლა; გადით ერთი, ვნახავ, რას იზამთ, არაფრის მაქნისები თავს როგორ შეინახავთო. მერე კი მე მომიბრუნდა და გამლანძღა – ყველაფერი შენი ბრალია. რაც შენ შემოხვედი ამ ოჯახში, ჩემი შვილი მე აღარ მეკუთვნის. მე ვერც ბინას გაგიყოფ და ვერც შვილს და, რაც გინდა, ის ქენიო. ჩემი ქმარი რომ მოდიოდა სახლში, ყველა წვრილმანს უყვებოდა, ოღონდ, ისე, როგორც თვითონ აწყობდა. ამდენი ნერვიულობის გამო ცუდად გავხდი და 5 თვის მუცელი მომეშალა. ისე მძიმედ ვიყავი, 10 დღე საავადმყოფოში ვიწექი და არ მახსოვს, იქ როგორ წამიყვანეს. ექიმმა მკურნალობა დამინიშნა და მირჩია, ჩემებთან გადავსულიყავი, მაგრამ, ჩემი დედამთილი არ დათანხმდა – მე მივხედავო. ცოტა ხანს მართლაც კარგად მექცეოდა, მაგრამ, როგორც კი ფეხზე დავდექი, მაშინვე მომახალა: შენი ბრალია, მუცელი რომ მოგეშალა. ისტერიკები დაიმართე, ყურადღება რომ მიგექცია და ხომ მიაღწიე, რაც გინდოდაო. ამ ყველაფრის მერე მე პირველად ვუამბე ჩემს ქმარს, რა დღეშიც ვყავდი დედამისს. თავიდან დამამშვიდა – ცალკე გავალთ, ცოტა კიდევ მოითმინეო. არ მინდოდა ოჯახის დანგრევა და დავთანხმდი. დედამთილის გამოხდომებს კი ყურადღებას აღარ ვაქცევდი (უფრო სწორად, ვცდილობდი, აღარ მიმექცია). ამასობაში კიდევ დავფეხმძიმდი, მაგრამ, ორ თვეში ისევ მომეშალა. ექიმებმა ვირუსს დააბრალეს და ანალიზის გაკეთება მომთხოვეს, მაგრამ, აღარ გავიკეთე, რადგან ჩემმა დედამთილმა ახალი ბრალდება წამომიყენა, რომ ავადმყოფი ვიყავი და შვილი არასდროს მეყოლებოდა. თანაც, ამას ყველგან ამბობდა. მერე დედაჩემმა თავისთან წამიყვანა და, ყველაფერი რომ ვუამბე, აღარ გამიშვა ქმრის ოჯახში და მითხრა, ჩვენ გიყიდით ბინასო, მაგრამ, ჩემს ქმარს დედამისმა ისევ არ მისცა უფლება, ცალკე გვეცხოვრა; გარდა ამისა, არ ვიცი, რა უთხრა თავის შვილს, მაგრამ, ქმარს ჩემთვის აღარც კი დაურეკავს. მხოლოდ ერთხელ დარეკა და მითხრა: დედაჩემი თუ არ გინდა, შენ შენთვის იყავი და მე ჩემთვისო. ამის მერე რაღა უნდა მეთქვა. მალე ჩემებმა სამსახური მიშოვეს. ახლა ვმუშაობ და ისე ცუდად აღარ ვარ. ადრე, ამდენი ნერვიულობის გამო, ხშირად ვითიშებოდი ხოლმე, ახლა კი სამუშაოზე ვარ გადართული. იმედია, დავივიწყებ ცუდს, ჩემი ქმარიც მოვა ჭკუაზე და ისევ შევრიგდებით. ძალიან მინდა, რომ ნორმალური ოჯახი მქონდეს.

ყოველი შემთხვევისთვის, ჩემს სახელს ვცვლი.

ესმა, 24 წლის.

 

ქალმა თუ მოინდომა...

ერთი ქალი ცხოვრობს ჩვენს მეზობლად. ისეთი ავი და აშარია, ყველასთან ნაჩხუბარია და თითქმის არავინ ელაპარაკება. ქალ-ვაჟი ჰყავს და ორივე თავისნაირი გაზარდა, განსაკუთრებით – გოგო. ქმარი ხომ, საერთოდ დააზომბა. მეზობლები ამბობენ, ალბათ, რამე ჯადო გაუკეთა, თორემ, კაცის ასე შეცვლა როგორ შეიძლებოდაო. ყველაფერზე ეჩხუბება, სულ პრეტენზიები აქვს ქმართან და სულ თავს აყვედრის – ჩემისთანა ცოლს ეღირსე და ვერ შეიფერეო. არადა, ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ გახდა მისი ცოლი.

ქმარი (პირობითად ჯემალი დავარქვათ) იმ უბანში დაიბადა და გაიზარდა და ამიტომ კარგად ახსოვთ მეზობლებს, როგორი ბიჭი იყო. მართალია, ქალები უყვარდა და ხან ვისთან დადიოდა და ხან – ვისთან, მაგრამ ყველას უყვარდა, რადგან, მშრომელი და უბოროტო იყო; თუ ვინმეს რამე დასჭირდებოდა ან გაუჭირდებოდა, დაუზარებლად ეხმარებოდა. ერთ დღეს კი ლამაზი გოგო მოიყვანა სახლში და გამოაცხადა, ცოლი შევირთეო. ძალიან გაგვიხარდა, რადგან გვინდოდა, ცოტა დადინჯებულიყო და პირადი ცხოვრება აეწყო, მით უფრო, რომ მოხუცი მშობლები ჰყავდა, რომლებიც რაიონში გადავიდნენ საცხოვრებლად და, პრაქტიკულად, არავინ ჰყავდა მიმხედავი. თავიდან ძალიან შეხმატკბილებულად ცხოვრობდა ცოლთან, რამდენიმე თვის შემდეგ კი მათი სახლიდან სულ ჩხუბის, ყვირილისა და ტირილის ხმა ისმოდა. თავიდან ვერავინ ხვდებოდა, რაში იყო საქმე, მერე კი ყველაფერი გაირკვა (ხომ იცით, არაფერი იმალება): თურმე, ჯემალის  ცოლს, მარინას, ერთი დაქალი ჰყავდა, რომელსაც ჯემალი მოსწონებია და მარინას ჩუმად დაუწყია მასთან სახლში სიარული. ცხადია, სპეციალურად ისეთ დროს დადიოდა, როცა ჯემალი მარტო იყო. როგორც ჩანს, თავიდან ვერაფერი გააწყო და რამდენჯერმე გამოაგდო კიდეც ჯემალმა სახლიდან, მაგრამ, ხომ იცით, ქალმა თუ მოინდომა, წინ ვერაფერი დაუდგება. ჰოდა, ამ დაქალმა, ნინომ, იმდენი იჩალიჩა, რომ ჯემალის საყვარელი გახდა. ეს რომ გაინაღდა, უფრო შორს მიმავალი გეგმები დაისახა: გადაწყვიტა, ჯემალი და მარინა ერთმანეთისთვის დაეშორებინა და თვითონ გაჰყოლოდა ცოლად. ამ მიზნით, ყოველთვის, როცა ჯემალისგან ბრუნდებოდა, სახლში თავის რამე ნივთს ტოვებდა, რომ შინ დაბრუნებულ მარინას ეპოვა და ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება მომხდარიყო. გამიგია, როცა სხვა ქალები ცოლიან მამაკაცთან აბამენ რომანს, ისეთ ადგილას ხვდებიან, რომ ვერავინ დაინახოს, ვერავინ ვერაფერი გაიგოს, ნინო კი მიზანდასახულად იქცეოდა – მხოლოდ ჯემალის სახლში მიდიოდა პაემანზე და თან, როგორც უკვე გითხარით, თავის ნივთებს ტოვებდა. ამ ვერაგი ქალის მიზანმა და მცდელობამ გაამართლა: მარინა სახლიდან წავიდა. ნინოსაც ეს უნდოდა – მეორე დღესვე მიაკითხა ჯემალს და იქიდან აღარც წასულა. არ ვიცი, რა გაუკეთა ამისთანა, მაგრამ ეს თავმომწონე ბიჭი, რომ იტყვიან, თითზე დაიხვია – რასაც უნდოდა, იმას აკეთებინებდა, სულ თავის ჭკუაზე ატარებდა. მეზობლები ვერ იტანდნენ ნინოს და ზოგიერთი ჯემალს პირდაპირ ეუბნებოდნენ კიდეც, ოჯახი როგორ დაანგრიე, ისეთი კარგი გოგო როგორ გაუშვი სახლიდანო, ეს კი პასუხსაც არ სცემდა. ნინომ იფიქრა, ამ მეზობლებმა ჩემზე გული არ ააცრუებინონო და იმდენი მოახერხა, ქმარი ყველა მეზობელთან წააჩხუბა და დაამდურა. მერე მიყოლებით გაუჩინა ორი შვილი, ამით განიმტკიცა პოზიციები და მთლად გაბატონდა ოჯახში. მაგრამ, მეზობლებთან დამდურება არ იკმარა და ისეთები ჩაიდინა, ჯემალის უახლოესი ნათესავებიც კი აღარ მიდიან მათთან და არც თავისთან ეძახიან. ეს საწყალი ქმარი ხომ ბოლომდე გამოათაყვანა, მაგრამ, შვილები გაზარდა იმისთანა, მტრისას, ვის ოჯახშიც ისინი შევლენ. ისეთი საძაგლები და გველაძუები არიან, ნინო იმათთან რას მოვა.

ამ ყველაფერს იმიტომ გწერთ, რომ ჯემალიც მეცოდება და მისი შვილებიც. ასეთი ცოლი და დედა რომ ჰყავთ. მინდა, ეს წერილი ნინომ წაიკითხოს და მიხვდეს, მისი ცუდქალობის შესახებ მთელმა უბანმა იცის და ანგელოზად ნუ გვაჩვენებს თავს. ღმერთო, მაპატიე და, არც ფარისევლური „ღვთისმოსაობა“ უშველის.

თამილა, 56 წლის.

скачать dle 11.3