კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ დაისჯება ის ადამიანი, რომელმაც ფსიქიკურად შეშლილ მდგომარეობაში ჩაიდინა მკვლელობა ან ამგვარი ავადმყოფობით დაავადდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო, არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა, ანდა, ეხელმძღვანელა მისთვის, თუნდაც ჩადენილი იყოს მკვლელობა. თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ, ის ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.

კითხვა: იმ შემთხვევაში, როდესაც პირმა არ იცის, რომ მის მიერ ჩადენილი მოქმედება წარმოადგენს დანაშაულს და ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე სჩადის ამას, მაგრამ, შემდეგ აღმოჩნდება, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი, გთხოვთ, განმიმარტოთ, ითვალისწინებს თუ არა კანონი ამ პირობებში სასჯელს?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. შეცდომა კი მისატევებელია მაშინ, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. როცა შეცდომა მისატევებელი არ არის, პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუფრთხილებლობისთვის, თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება სისხლისამართლებრივი წესით.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, ზოგადად რა მიზნით ენიშნება დამნაშავეს სასჯელი და, არის თუ არა ის სასჯელი შურისძიება ჩადენილი ქმედებისთვის?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სამართლიანობის აღდგენა ერთგვარი შურისძიების მომენტებსაც შეიცავს.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს მსჯავრდებულთან სამოქალაქო შეთანხმების გაფორმება და ვინ აფორმებს სამოქალაქო შეთანხმებას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ პროკურორს შეუძლია, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, მასთან გააფორმოს სამოქალაქო შეთანხმება, თუ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა, გარკვეულ სფეროში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიაროს. სამოქალაქო შეთანხმებით განისაზღვრება პირობით მსჯავრდებულის მოვალეობები, ასევე, დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს აღნიშნული მოვალეობები და რომლის გასვლის შემდეგაც პირობით მსჯავრდებულს შეიძლება გაუუქმდეს პირობითი მსჯავრი და მოეხსნას ნასამართლობა. სამოქალაქო შეთანხმებით, პირობით მსჯავრდებულის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის ბიურო, რომელიც პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას ამ შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს არასრულწლოვნის საზედამხედველოდ გადაცემა და ვის უნდა გადაეცეს არასრულწლოვანი პირი საზედამხედველოდ?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საზედამხედველოდ გადაცემა ნიშნავს მშობლისთვის ან მისი შემცვლელი პირისთვის, ანდა, სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოსთვის იმ მოვალეობის დაკისრებას, რომ მან აღმზრდელობითი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე და კონტროლი გაუწიოს მის ყოფაქცევას.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ და რა გარემოებების მიხედვით ხდება არასრულწლოვანზე ზიანის ანაზღაურების დაკისრება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ არასრულწლოვნისთვის ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრებისას, სასამართლო ითვალისწინებს მის ქონებრივ მდგომარეობას და  შრომით ჩვევებს ზოგადად.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული პირისთვის იმ შემთხვევაში, როდესაც, ვალების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, მან მთელი თავისი ქონება სხვაზე გადააფორმა და ისევ თვითონ იყენებს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ ქონების გადამალვა ხდება მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით. კერძოდ, საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 170-დან 200 საათამდე, ან, გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 2 წლამდე, ან, თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 4 წლამდე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ იცავს საქართველოს კანონმდებლობა უკანონო გარიგებების არსებობას სახელმწიფო შესყიდვებისას და არსებობს თუ არა საერთოდ რაიმე პასუხისმგებლობა ტენდერში მონაწილე სუბიექტების მიმართ?

პასუხი: გაცნობებთ, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობისას შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი შეთანხმება ან სხვა გარიგება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე. ამგვარი ქმედებისთვის იურიდიული პირი  ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

скачать dle 11.3