კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი სეზონური დაავადებაა სიცოცხლისთვის სახიფათო და რა უნდა მოიმოქმედოს ალერგიულმა ადამიანმა გაზაფხულზე

 

დავით თელია: ალერგია მომატებულ მგრძნობელობას ნიშნავს და ის ადამიანისთვის ძალიან საშიში დაავადებაა. ალერგიული ადამიანი სხვადასხვა გარემო ფაქტორზე იმაზე მეტად ძლიერად და აგრესიულად რეაგირებს, ვიდრე ნორმალური ადამიანი. ყველაზე ხშირად კი ასეთი ალერგიული გამოვლინებები სასუნთქ გზებში იჩენს თავს. სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები თავის მხრივ იყოფა ორ ჯგუფად, კერძოდ: ქვემო სასუნთქი გზების, რომელშიც შედის ბრონქული ასთმა და ზემო სასუნთქი გზების, რომელშიც შედის მაგალითად, ალერგიული სურდო, ალერგიული კონიუნქტივიტი და ასე შემდეგ. აქვე გეტყვით, რომ, როგორც ზედა, ისე ქვედა სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები, არის როგორც სეზონური, ასევე არასეზონური. ეს ორივე დაავადება ძალიან მძიმედ და აგრესიულად მიმდინარეობს როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. მას განსაკუთრებული, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა ესაჭიროება. მთავარია, ჩატარდეს სინჯები ზუსტი სადიაგნოსტიკო საშუალებებით. მაგალითად, შეიძლება, ადამიანს ახველებდეს დიდი ხნის განმავლობაში და არ იცოდეს, რომ ასთმური პრობლემაა.

– სიმპტომატურად, რა გამოვლინებები აქვს სეზონურ ალერგიას?

–  სეზონური ალერგიის დროს, იწყება სასუნთქი გზების პრობლემები: ცხვირში გაჭედვა, ცხვირის ქავილი, სურდო, ცემინება, თვალების ქავილი, ცრემლდენა, ყურების დაგუბება, ყნოსვის დაკარგვა, გემოვნების რეცეპტორების დაქვეითება. ამ დროს იშვიათად ვითარდება ბრონქოსპაზმი, ანუ ასთმური შეტევები. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ, შესაძლოა, ადამიანს ამ დროს ასევე დაეწყოს კანის პრობლემები, გაუჩნდეს ჭინჭრისმაგვარი დაავადებისთვის დამახასიათებელი წვრილი გამონაყარი კანზე, შეუშუპდეს კანის გარკვეული ადგილები. ასე რომ, კლინიკური ნიშნები საგრძნობლად თვალშისაცემია. თუ ადამიანი დაკვირვებულია, მაშინ ადვილად გაარჩევს სურდოს ალერგიისგან. თუ დარწმუნებული ხართ, რომ სურდო ალერგიული გენეზისაა, შეგიძლიათ, ანტიალერგიული პრეპარატები ექიმის დანიშნულების გარეშეც დალიოთ. თუმცა, გაფრთხილებთ: ამ დროს მკაცრად უნდა დაიცვათ მედიკამენტის მიღებისა და დანიშვნის პრინციპი, რადგან მათი დიდი ხნის განმავლობაში მიღება შეჩვევას იწვევს.

 –  რეალურად, არის იმის საშიშროება, რომ უყურადღებოდ დატოვებულმა ალერგიამ, შესაძლოა ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს?

–  ალერგია – ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პათოლოგიაა, რომელმაც, შესაძლოა, უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს. შორს წასული ალერგია, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც გახდეს. თუმცა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომელ ალერგიაზე ვსაუბრობთ. როცა საქმე ეხება ზედა სასუნთქი გზების ალერგიას, ის ძალიან ტანჯავს ადამიანს და, არ არის გამორიცხული, გადაედოს ქვედა სასუნთქ გზებსაც. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ასთმა, რინიტი, კონიუნქტივიტი და ასეთი სეზონური ალერგია ბრონქულ ასთმაში გადადის. ეს დაავადება კი საკმაოდ არასასურველი და სერიოზულია. ასეთი ადამიანები გამუდმებით საჭიროებენ ექიმის კონტროლს, მედიკამენტების მიღებას. ამ შემთხვევაში, არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. 

–  ბოლო დროს, საკმაოდ გახშირდა ასთმით დაავადების შემთხვევები. ეს რას უკავშირდება და, რა წესები უნდა დაიცვას ადამიანმა თუ ეს დაავადება აწუხებს?

–   დაგეთანხმებით, სამწუხაროდ, ბოლო დროს, ბრონქული ასთმის შემთხვევები საკმაოდ გახშირდა. აქვე გეტყვით, რომ ალერგიისგან განკურნებაზე დღესდღეობით ლაპარაკი რთულია. თუმცა, მისი მართვა შესაძლებელია. მთავარი და აუცილებელია, ალერგიულმა ადამიანებმა და არა მარტო მათ, სახლი ხშირად დაალაგონ სველი წესით, ქარიან ამინდში ქუჩაში სიარულისგან შეიკავონ თავი, დაიცვან ჰიგიენა და მოერიდონ ალერგიული საკვების მიღებას. დაავადების გართულების შემთხვევაში კი, დროულად მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ სწორი მკურნალობის კურსი. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ ალერგია ჯანმრთელობისთვის საშიში და სახიფათო დაავადებაა. მას სეზონურობა ახასიათებს და ამიტომ, სპეციალისტები სეზონურ დაავადებადაც მიიჩნევენ. ალერგია განსაკუთრებით საშიშია შემოდგომისა და გაზაფხულის პერიოდებში. ამიტომ, განსაკუთრებით ამ დროსაა საჭირო სიფხიზლე. ალერგიის თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვებელია და თუ არ მოხდა მისი სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობის დანიშვნა სპეციალისტის მიერ, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქროს. ზოგადად,  ალერგოლოგია, როგორც მეცნიერება, იმუნოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ალერგიული დაავადება, ეს არის იმუნოპათოლოგიური მდგომარეობა.  ალერგიის შემთხვევაში, იმუნური სისტემა მოქმედებს გამძაფრებულად; იმუნოდეფიციტების დროს, ის საერთოდ არ რეაგირებს; ხოლო ავტოიმუნური დაავადებებისას, რეაგირებს გაუკუღმართებულად, ანუ, იმუნური სისტემა საკუთარ უჯრედებსა და ორგანოებს ებრძვის. ალერგია, ეს არის ზემგრძნობელობა, როცა იმუნური სისტემა ზედმეტად რეაგირებს ყველაფერ იმაზე, რაზეც სხვა ნორმალური ადამიანები არ რეაგირებენ. ალერგიის საფუძველია, ის რომ ორგანიზმის იმუნურ სისტემაში ხდება გარკვეული ძვრები, გადაწყობა და საბოლოო ჯამში, ასეთი არანორმალური ფუნქციონირება ვლინდება იმით, რომ ადამიანი ავადდება სხვადასხვა ალერგიული გამოვლინებით. ყველა ალერგიულ დაავადებას საერთო აქვს ერთი რამ, – ადამიანი ამა თუ იმ შიდა თუ გარე ფაქტორების მიმართ, ზედმეტად მგრძნობიარეა. მაგალითად, თუ არაალერგიული ადამიანი არ რეაგირებს ოთახის ან მცენარის მტვერზე, ალერგიულს ამაზე მწვავე რეაგირება აქვს. ეს იმიტომ ხდება, რომ იმუნური სისტემა წარმოშობს დიდი რაოდენობით ანტისხეულებსა და უჯრედისებს, რაც ადამიანის ორგანიზმის ასეთ რეაქციას იწვევს. ალერგიული დაავადებები, სხვადასხვაგვარად ვლინდება. ალერგიას სეზონურ ავადმყოფობასაც უწოდებენ. ალერგია განსაკუთრებით საშიში შემოდგომით და გაზაფხულზე ხდება. ამიტომ, ყოველთვის ვამბობ, თუ არ მოხდა დიაგნოზის სწორად დასმა და შესაბამისად, სწორი მკურნალობის კურსის დროულად დაწყება, სპეციალისტის რეკომენდაციებისა და რჩევების გათვალისწინება და ზედმიწევნით შესრულება, შესაძლოა, ამ ერთი შეხედვით დროებითმა, სეზონურმა დაავადებამ ადამიანის უეცარი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. სეზონური რინიტი ყვავილის მტვრისგან ვითარდება. ანუ, სეზონური ალერგია სეზონური ხასიათისაა. ვითარდება წლის კონკრეტულ პერიოდში და ეს როგორც წესი, იწყება გაზაფხულზე და გასტანს შემოდგომის ბოლომდე. ამ დროს, ალერგიულ ადამიანს ემართება როგორც ზედა სასუნთქი რინოკონიუნქტივიტი, ასევე, ქვედა სასუნთქი გზების, ანუ ბრონქული ასთმა და საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებსა და ხანში შესულებში.

–  როგორ დავიცვათ თავი შესაძლო გართულებებისგან ამ სეზონზე?

–   ამ სეზონზე, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ალერგიული ადამიანები, რადგან მათი რეაქტიულობა საგრძნობლად მომატებულია.  თავის დაცვა ალერგენებისგან, რასაკვირველია, რთულია, მაგრამ, მაინც უნდა ეცადოთ – არ გახვიდეთ სახლიდან ქარიან ამინდში, სველი წესით ხშირად დაასუფთავეთ საცხოვრებელი, ქუჩიდან შემოსვლისთანავე მიიღეთ შხაპი, რომ ალერგენები, რომელიც თმასა და სხეულზეა, ჩამოირეცხოთ. სხვათა შორის, რაც უფრო ჩაკეტილ გარემოსა და ჰიგიენის დაცვით გაზრდით შვილს, მით მეტია ალბათობა, ის ალერგიული გახდეს. ამ დროს იმუნური სისტემის გადართვა ხდება ალერგიის მიმართ. ასევე, უამრავი ალერგენი იყიდება აფთიაქებში და თუ არ იცით ზუსტად დაავადების დიაგნოზი, თქვენს ჯანმრთელობაზე ექსპერიმენტების ჩატარებას არ გირჩევთ.

 

скачать dle 11.3