კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მშიერ კუჭზე სირბილი, ორგანიზმში ცხიმებს არ წვავს

სირბილს გამაჯანსაღებელი ეფექტი მაშინ აქვს, თუ ადამიანი კვირაში ოთხჯერ, ნახევარი საათის განმავლობაში მაინც დარბის. მათ კი ვინც ფიზიკურად მოუმზადებელია, ორი თვე მაინც დასჭირდება შედეგის მისაღწევად. დაიწყეთ სირბილი კვირაში ორჯერ, ოცი წუთის განმავლობაში; დამატებით, კვირაში ორჯერ კი  – ისეირნეთ.

სირბილი ბუნებრივი მოძრაობაა. ასე რომ, ყური უგდეთ საკუთარ სხეულს. ნუ შეუშინდებით მუხლის მაღლა აწევას და ტერფის წინ გაშლას. შეცდომად ითვლება სირბილის დროს ცხვირით სუნთქვა. შეუძლებელია, ამ ხერხით ჟანგბადის იმ რაოდენობის შესუნთქვა, რომელიც კუნთებს სირბილის დროს ესაჭიროება. ისუნთქეთ პირით და ყურადღება მიაქციეთ, რომ ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე ხანმოკლე არ იყოს.

სირბილი საჭიროა იმ ტემპში, როგორსაც შეძლებთ. ამ დროს საუბარიც უნდა შეგეძლოთ. თუ ჰაერი არ გყოფნით და ბეჭებში ჩხვლეტას იგრძნობთ, ტემპი შეამცირეთ ან სწრაფ სიარულზე გადადით.

ზოგი ამტკიცებს, რომ დილით ვარჯიში მავნებელია, რადგან ორგანიზმს ისევ სძინავს; ზოგი კი ამბობს, დილით სირბილი მთელი დღის ტონუსს გვაძლევსო. ირბინეთ მაშინ, როცა ეს თქვენთვის ხელსაყრელია. თუ ადრე ადგომა გიჭირთ, საღამოობით ირბინეთ. ვარჯიშისთვის შეგიძლიათ, დასვენების დღეები გამოიყენოთ. თავდაპირველად, სწორი გზა შეარჩიეთ. აღმართი და დაღმართი კარგია, მაგრამ მათთან გასამკლავებლად ჯერ სწორად სირბილის ტექნიკა უნდა აითვისოთ და ორგანიზმის ამტანობა გაზარდოთ. სირბილის დროს, რაც უფრო ფართოა ტანსაცმელი, მით მეტია ჰაერის წინააღმდეგობა. შეარჩიეთ რაიმე მსუბუქი, ოფლგამტარი მაისური, ქარისგან დამცავი მოსაცმელი და პრაქტიკული სპორტული ფეხსაცმელი. დამწყებ მორბენლებში ტრავმების უმეტესობა ცუდი ფეხსაცმლის ბრალია. უხარისხო ფეხსაცმელი მძიმეა და ამიტომ, მეტისმეტად იტვირთება წვივები და ბარძაყები. ასევე, ისინი მიწასთან შეხებისას არ ამორტიზირდება, რის გამოც ზიანდება მუხლები და ხერხემალი. კარგი სპორტული ფეხსაცმელი ხელს უწყობს ტერფის მდებარეობის სტაბილიზაციას, იცავს წვივ-ტერფის სახსარს, აუმჯობესებს მიწიდან ტერფის აცილების ეფექტს.

მშიერ კუჭზე ვარჯიში ცხიმს არ წვავს. თან, შეიძლება, შიმშილის გამო გულიც კი გაგიხდეთ ცუდად. ნახშირწყლების საკმაო რაოდენობის გარეშე ცხიმის წვა არ ხდება. ასე რომ, გირჩევთ, სირბილის დაწყებამდე ისაუზმოთ. კარგია ამ დროს შვრიის ფაფა, ხილი და ბანანი. ასევე, ხილის ან ბოსტნეულის წვენი. მინერალური წყალი მიიღეთ შეუზღუდავი რაოდენობით. სირბილის შემდეგ ჭამა კი თქვენს მიზანზეა დამოკიდებული: თუ გახდომა გსურთ, დასაშვებია მხოლოდ ადვილად ასათვისებელი მცირე ულუფა, მაგალითად, ხაჭო, მაწონი, ბოსტნეულის სალათა. ვისაც ჭარბი წონა არ აწუხებს, შეუძლია საკვების ჩვეულებრივი ულუფის მიღება.

თუ კუნთოვანი მასის გაზრდა გსურთ, სირბილის შემდგომ აუცილებლად მიიღეთ ნახშირწყლებით და ცილებით მდიდარი საკვები.

 

კუჭის შეკრულობისა და ბუასილის დროს, ძილის წინ მიირთვით გახეხილი სტაფილო

სტაფილო სხვა ბოსტნეულისგან გამოირჩევა კალიუმის მარილების დიდი შემცველობით. ეს კი აუცილებელია გულის, სისხლძარღვებისა და თირკმელების დაავადებების დროს.

თუ სტაფილოს ხშირად მიირთმევთ, პირის ღრუში მავნე მიკრობების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

სურდოს დროს დღეში ხუთჯერ ჩაიწვეთეთ ცხვირში სტაფილოს წვენი და მალე გამოჯანმრთელდებით.

ანგინის დროს ყელში გამოსავლებად სტაფილოს წვენს შეურიეთ ცხელ წყალში წინასწარ გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი. ყელის ტკივილის და ხველების დროს კი, უებარია სტაფილოს სიროფი.

ღრძილების ანთებისა და სტომატიტის დროს კარგია სტაფილოს წვენის გამოვლება პირის ღრუში.

მიოკარდიუმის ინფარქტის დროს კი კარგია, თუ პირველივე დღეებიდან დალევთ 100 მილილიტრ სტაფილოს წვენს, დღეში ორჯერ.

ზედმეტი ცხიმიანობის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია სტაფილოს ჭამა კომბოსტოსთან და შტოშთან ერთად, რადგან სამივე დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.

კუჭის შეკრულობისა და ბუასილის დროს, ძილის წინ მიირთვით 1 ჩაის ჭიქა გახეხილი სტაფილო. სტაფილოს წვენი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

ჰიპერტონიის დროს 1 ჩაის ჭიქა სტაფილოს წვენს, 1 ჭიქა პირშუშხას წვენსა და 1 ჭიქა თაფლს შეურიეთ 1 ჭიქა ლიმონის წვენი. კარგად ამოურიეთ და მინის ჭურჭელში ჩაასხით. შეინახეთ მაცივარში. დალიეთ 2 სადილის კოვზი დღეში ორჯერ, კერძოდ, 1 კოვზი ჭამამდე ერთი საათით ადრე, მეორე კოვზი კი – ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.

 

რატომ არის საშიში იმუნიტეტის დაქვეითება

იმუნიტეტი ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობაა გარე და შიდა გამღიზიანებელთა მიმართ. როდესაც ადამიანი ადვილად ცივდება, ხშირად ავადმყოფობს სხვადასხვა ინფექციური დაავადებით, სწორედ მასზე ამბობენ,  სუსტი იმუნიტეტი აქვსო.

ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობის განსაზღვრა ლაბორატორიული მეთოდებით ადვილია. ეს ხდება სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევით.

იმუნურ პროცესებზე პასუხს აგებს ლიმფოციტები და მონოციტები. ამ უჯრედების რაოდენობის საგრძნობი მატება, ანუ, როცა ლიმფოციტები დაახლოებით ორმოც პროცენტს აღემატება, მონოციტები კი ათ-თხუთმეტ პროცენტზე მეტია, იმუნური სისტემის გადაძაბვაზე – ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის პროცესზე მეტყველებს. მაგრამ, თუ ლიმფოციტების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ეს იმუნიტეტის დაქვეითების მაჩვენებელია.

ასევე, სისხლში არსებობს სპეციალური იმუნოკომპეტენტური ცილები, ანუ იმუნოგლობულინები, რომელთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც  იმუნიტეტის მდგომარეობაზე მიუთითებს.

ადამიანი რომ მხნედ, ჯანმრთელად და შრომისუნარიანად გამოიყურებოდეს, აუცილებელია, მისი იმუნიტეტი გარკვეული პროცენტით აკმაყოფილებდეს საერთო ნორმებს.

 

პანკრეატიტის დაავადების დროს მცენარეული ნაყენი დაგეხმარებათ

კუჭქვეშა ჯირკვლის, ანუ პანკრეასის ქსოვილის ანთებით დაავადებას პანკრეატიტი ეწოდება. ის შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. პანკრეატიტი შეიძლება გამოიწვიოს კუჭქვეშა ჯირკვლისა და სანაღვლე სადინარების დახშობამ, ალკოჰოლის გადაჭარბებამ, ინფექციებმა, საკვებში ცილის დეფიციტმა, ზედმეტად ცხიმიანმა ან მწარე კერძებმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა.

პანკრეასი, ჰორმონ ინიცინის გარდა, გამოიმუშავებს წვენს, რომელიც საჭმლის მომნელებელი ფერმენტებითაა გაჯერებული. პანკრეატიტის დროს ფერმენტები აქტიურდება და საკუთარი ჯირკვლის ქსოვილს აზიანებს, რასაც პანკრეასის შეშუპება და უჯრედის კვდომა მოსდევს.

ქრონიკული პანკრეატიტის დროს ანთებითი პროცესი ქრონიკულად, ანუ მუდმივად მიმდინარეობს, რასაც პერიოდულად, საკუთარი ფერმენტების გააქტიურება და პროცესის გამწვავება ახლავს თან. პანკრეატიტის მთავარი ნიშანი სარტყლისებური ტკივილია, რომელიც გამოხატულია მუცლის ზედა ნაწილში და გადაეცემა წელისა და ზურგის არეს. ასევე, თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, ტემპერატურის მატება, სლოკინი, კანის გაფერმკრთალება.

ქრონიკული პანკრეატიტის კლინიკური სურათი თავიდან მწვავეს ჰგავს. დაავადების დაწყების შემდეგ ხშირდება ნაწლავების მოქმედება, წონაში კლება, შესაძლოა, განვითარდეს ჰორმონების უკმარისობა, მოგვიანებით კი – შეშუპება და ანემია, კანზე ლაქები ჩნდება. გამწვავების პერიოდში საჭიროა ისეთი მკურნალობა, როგორც მწვავე პანკრეატიტის დროს, კერძოდ: ტკივილის მოხსნა, მკაცრი დიეტა და ალკოჰოლის აკრძალვა. პანკრეასული ტკივილის დაწყებიდანვე საჭიროა მტკივნეულ ადგილას ცივი, ყინულის კომპრესის დადება, სიმშვიდე და დიეტა. ტკივილის მოსახსნელად ინიშნება ანალგეტიკური საშუალებები.

კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციურ უკმარისობას პანკრეასის ფერმენტებით მკურნალობენ. ავადმყოფს უნიშნავენ ცხიმში ხსნად  A, K და P ვიტამინებს. ინფექციური პროცესის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები. თუ ადამიანი წონაში იმატებს, უმცირდება ნაწლავების მოქმედება და თავს უკეთ გრძნობს, ესე იგი, მკურნალობა შედეგიანია.

პანკრეატიტის დროს კარგია მცენარეული ნაყენის მიღებაც, კერძოდ: აიღეთ თანაბარი რაოდენობით სამყურას ფოთოლი, ცერეცოს თესლი, ფარსმანდუკი, ასისთავა და ცოტა კამის თესლი. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ დაახლოებით 15-20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, გააცივეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

 

ვიტამინების უკონტროლო მიღება ჯანმრთელობისთვის საშიშია

დღეს ადამიანთა უმრავლესობა ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობას განიცდის, განსაკუთრებით – იოდის, მაგნიუმის, სელენის, თუთიისა და კალციუმის. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ორგანიზმში ყოველთვის როდი შეინიშნება მიკროელემენტების ნაკლებობა. ხშირია ალუმინის, ტყვიის, ქრომისა და სხვათა სიჭარბე. ეს კი ის ელემენტებია, რომლებიც ვიტამინების ბევრ კომპლექსში შედის. როცა ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტები ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ხვდება, იწვევს სერიოზულ დაავადებებს და ტოქსიკურ რეაქციებს. 

ვიტამინების კომპლექსების ხანგრძლივმა და უკონტროლოდ გამოყენებამ, შეიძლება, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას. 

მწეველებს, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ბეტაკაროტინს, გაცილებით ხშირად ემართებათ ფილტვის კიბო. ფოლის მჟავის სიჭარბე კანის გაღიზიანებას იწვევს. E ვიტამინის ჭარბი მიღება კი არტერიულ წნევას მაღლა სწევს. რაც შეეხება C ვიტამინს, მისი ხანგრძლივი მიღება ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, იწვევს აღგზნებას, მოუსვენრობას, უძილობას, თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ზრდის შარდში შაქრის რაოდენობას. ეს კი თირკმელებზე უარყოფითად მოქმედებს და სისხლის შედედებასაც იწვევს. ამ ვიტამინის სიჭარბე ორგანიზმიდან B ჯგუფის ვიტამინების დიდი რაოდენობით დაკარგვას იწვევს. 

კვლევით უკვე დადგინდა, რომ ასკორბინის მჟავა სისხლში B1 ვიტამინის კონცენტრაციას ზრდის, A ვიტამინისას კი – ამცირებს. დიდი რაოდენობით B1 ვიტამინის მიღება ორგანიზმიდან B2 ვიტამინს გამოდევნის. A ვიტამინის ჰიპერდოზირება კი ორგანიზმში D ჰიპოვიტამინოზის სიმპტომებს ერთიორად აძლიერებს. 

ნევროზით დაავადებულების ორგანიზმში B1 და B6 ვიტამინები მუდმივ ურთიერთქმედებაშია. მათი არაგეგმაზომიერად და უკონტროლოდ მიღებამ შესაძლოა, ავადმყოფს მდგომარეობა საგრძნობლად დაუმძიმოს და სავალალო შედეგამდეც კი მიიყვანოს. 

скачать dle 11.3