კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ სტუდენტი, ვცხოვრობ მარტო და, ამიტომ, ხშირად მიწევს კვერცხის ჭამა. შეიძლება, ეს საზიანო აღმოჩნდეს? თან ვვარჯიშობ და ცილების გამო უფრო ვაკეთებ აქცენტს კვერცხზე.

პასუხი: კვერცხის მიღება ზომიერი რაოდენობით არ არის საზიანო, მაგრამ, კვება უნდა იყოს ბალანსირებული – აუცილებელია ხილი და ბოსტნეული.

კითხვა: 3 წლის ბიჭს ჰემოგლობინი აქვს 119 და რკინის შემცველობა – 20,2კმოლ/ლ. რამდენად საშიშია რკინის მაღალი შემცველობა მისთვის?

პასუხი: ამ ასაკში სისხლში რკინის შემცველობა დასაშვებია 8,95-21,48-ის ფარგლებში, ამიტომ, თქვენს ვაჟს რკინა ნორმალური შემცველობით აქვს სისხლში. 

კითხვა: რა შეიძლება, გამოიწვიოს ორგანიზმში ცილების უკმარისობამ?

პასუხი: ორგანიზმში ცილების უკმარისობის დროს ვითარდება ზრდაში ჩამორჩენა, კანის მოდუნება და ნაადრევი დაბერება, კუნთების მკვეთრი სისუსტე, ღვიძლის ფუნქციების მოშლა. ამის გარდა, ცილების უკმარისობას ხშირად თან სდევს ავიტამინოზი B12, A, D, K ... რაც ასევე, გავლენას ახდენს კლინიკურ სურათზე.

კითხვა: რა არის მზის ალერგია?

პასუხი: „მზის ალერგია“, ანუ ფოტოდერმატიტი – ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი, რომელიც მზის სხივების ზეგავლენით ჩნდება. ის შეიძლება, იყოს რომელიმე დაავადების ან ქრონიკული ინფექციის სენსიბილიზაციის გამოვლინება.

კითხვა: შეიძლება თუ არა გრიპმა გამოიწვიოს გულზე გართულება და როგორი სიმპტომები ახასიათებს?

პასუხი: შეიძლება, უფრო ხშირად – ტოქსიკური მიოკარდიტი. სიმპტომები: სისუსტე, არითმია, გულის არეში ტკივილები, ცივი ოფლი.  მიოკარდიტი ძალიან სერიოზული გართულებაა, ამიტომ ამ სიმპტომების გამოვლენისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

კითხვა: რა არის ცრუ სახსარი და როგორია მისი მკურნალობა?   

პასუხი: მოტეხილობის შეუხორცებლობის შემთხვევაში, შეიძლება, ცრუ სახსარი ჩამოყალიბდეს. ნორმალური სახსრისგან განსხვავებით, მას არ აქვს ხრტილოვანი ზედაპირი და მყესები. მკურნალობა – მხოლოდ ქირურგიული.

კითხვა: რომელი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება არ არის მიზანშეწონილი ბუასილის დროს?

პასუხი: სისხლძარღვთა გამაფართოებელი. არ არის რეკომენდებული ასპირინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (იბუპროფენის ჯგუფის).

კითხვა: როგორ მკურნალობენ ნეკნის მოტეხილობას და რა ხანგრძლივობით?

პასუხი: ნეკნის მოტეხილობის დროს თაბაშირი არ გამოიყენება. იყენებენ მხოლოდ მჭიდრო გადახვევას გულმკერდის მოძრაობის შესაზღუდად და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს. როგორც წესი, ახალგაზრდა ორგანიზმი 3 კვირაში სძლევს მოტეხილობას.

კითხვა: როგორ შეიძლება საყლაპავის თიაქრის განკურნება?

პასუხი: მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს. ქირურგიული ჩარევა ნაჩვენებია მხოლოდ გართულებების შემთხვევაში.

скачать dle 11.3