კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თვალთვალი

„დემშუქურის“ შეუფერებელი პოზიცია

 

რაკი ფარული მოსმენები, ზედაც, თვალთვალი, ჩვენი პოსტრევოლუციური ცხოვრების თითქმის „უკვდავი, თანამდევი სული“ გახლდათ, ცხადია, სულაც არ გაგვკვირვებია, როდესაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გვაუწყა, რომ შსს-ს არქივში, მათ შორის,  ცოლ-ქმრის სექსუალური ურთიერთობის ამსახველი ვიდეომასალაც დახვდათ.

იქვე ბ-ნმა ხმალაძემ განგვიმარტა, რომ „ეგრეთ წოდებული მოსმენები კანონიერიცაა და უკანონოც“, ხოლო, თუ თვით კანონიერი მოსმენის შემთხვევაშიც კი, პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული მასალა კომპრომატია, ის აუცილებლად უნდა განადგურდეს.

მეორე მხრივ, არც ის დაუმალავს, რომ ინფორმაციებს ჩვენებური მობილური კომპანიებიც ინახავენ (რადგან, კანონით არ არის დარეგულირებული, რა პერიოდით აქვთ ინფორმაციის შენახვის ვალდებულება).

ერთი სიტყვით, როგორც ადრე, ეს ჩვენი პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრება, დაინტერესებული უწყებებისა თუ პირებისთვის გადაშლილი, თანაც, დასურათხატებული წიგნივითაა და ჯერჯერობით მხოლოდ იმის იმედად ვართ, რომ ახლები ძველებივით ბოროტად არ ისარგებლებენ კანონით მინიჭებული (ან, სულაც, უკანონო) თვალთვალის უფლებებით.

მაგრამ, როგორც უნდა იყოს, თუ ბ-ნი ხმალაძის მიერ ზემომოხმობილ მაგალითს გაიხსენებთ (ცოლ-ქმრის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას ვგულისხმობ), ვფიქრობ, წინა ხელისუფლებასაც უნდა გავუგოთ: მის მახვილ თვალს ყველგან უნდა შეეღწია, თორემ, ხომ შეიძლება, თვით ოჯახურ წყვილსაც კი, შეუფერებელი პირადი პოზიციით უტიფრად შეებღალა „შუქურის“ ზნეობრივ-დემოკრატიული იმიჯი?!

 

скачать dle 11.3