რა მოხდა ამ დღეს
29 აპრილი
1913 – შვედმა ინჟინერ-ელექტრიკოსმა გიდეონ სუნდბეკმა დააპატენტა ელვა-შესაკრავი.
1933 – ინგლისის საფეხბურთო თასზე თამაშში „ევერტონსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის ფეხბურთელებს პირველად ეწერათ მაისურებზე ნომრები.
1945 – ევა ბრაუნისა და ადოლფ ჰიტლერის ქორწილი რაიხსტაგის ბუნკერში.
1993 – ინგლისის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ბუკინგემის სასახლე გახსნა დამთვალიერებლებისთვის.
30 აპრილი
1722 – ერთ-ერთ ლონდონურ გაზეთში პირველად არის მოხსენიებული „ბილიარდი“.
1803 – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საფრანგეთისგან იყიდა ლუიზიანა.
1975 – კომუნისტურმა ჩრდილოეთ ვიეტნამმა მოახდინა კაპიტალისტური სამხრეთის ოკუპაცია. ასე გაერთიანდა ვიეტნამი.
1992 – ამ დღიდან თავის ისტორიას იწყებს ინტერნეტი, როგორც საერთო მსოფლიო ქსელი.
1 მაისი
1707 – ოფიციალურად გაერთიანდა ინგლისი და შოტლანდია – შეიქმნა დიდი ბრიტანეთი.
1786 – ვენაში გაიმართა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერა „ფიგაროს ქორწინების“ პრემიერა.
1808 – შეიქმნა ბავარიის სამეფო.
1840 – ინგლისში გამოჩნდა პირველი საფოსტო მარკები. მათზე გამოსახული იყო დედოფალი ვიქტორია.
2 მაისი
1902 – საფრანგეთში ეკრანებზე გამოვიდა პირველი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი „მოგზაურობა მთვარეზე“.
1955 – ინდოეთში აიკრძალა მოსახლეობის კასტური პრინციპით დაყოფა და დისკრიმინაცია.
1963 – ჯგუფი „ბითლზი“ პირველად მოექცა ინგლისის ჰიტ-პარადის სათავეში.
1980 – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აიკრძალა ჯგუფ „პინკ ფლოიდის“ სიმღერა – „ანოზერ ბრიცკ ინ ზე უალლ,“ რადგან, რომ ამ სიმღერაში დაგმობილი იყო რასიზმი და საბჭოთა კავშირში ყველა გაზეთი ამის შესახებ წერდა. მაგრამ, ერთი წლის შემდეგ, როდესაც „პინკ ფლოიდის“ ერთ-ერთ სიმღერაში გაიჟღერა ფრაზამ: „ბრეჟნევმა ავღანეთი აიღო“, ჯგუფი უკვე საბჭოთა კავშირში აკრძალეს.
3 მაისი
1968 – საფრანგეთში დაიწყო სტუდენტური რევოლუცია, რომელიც მალე მთელ ევროპას მოედო.
4 მაისი
1932 – ამერიკის შეერთებული შტატების პოლიციამ დააპატიმრა ცნობილი განგსტერი ალ კაპონე.
2000 – მთელ მსოფლიოში კომპიუტერებმა მიიღეს დარტყმა ვირუსისაგან აი ლოვე იოურ.
5 მაისი
1865 – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატში მოხდა მსოფლიოში პირველად გაძარცვეს მატარებელი.
1891 – ნიუ-იორკში გაიხსნა მსოფლიოში განთქმული საკონცერტო დარბაზი – „კარნეგი-ჰოლი.“
1912 – გამოვიდა გაზეთ „პრავდის“ პირველი ნომერი.
1961 – პირველი ამერიკელი კოსმონავტი გახდა ალან შეჰარდი, თუმცა, მისი ფრენა მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდა.
2000 – პლანეტების აღლუმი. ამ დღეს ერთ რიგში „ჩადგნენ:“ მზე, იუპიტერი, სატურნი, ვენერა, მარსი, მერკური და მთვარე.