კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმუნიტეტის გაძლიერებასა და ინფექციებთან ბრძოლაში მცენარეული ნაყენები დაგეხმარებათ

 

აქტიურ ცხოვრებაში რომ არ შეგეშალოთ ხელი და თქვენმა ორგანიზმმაც შეუფერხებლად იმუშაოს, ის დროდადრო უნდა გაათავისუფლოთ წლობით დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან. ამ საქმეში კი მცენარეული ნაყენები დაგეხმარებათ. 

სისხლძარღვების კედლებს ასუფთავებს და ამაგრებს ჟოლოს ფოთლები, წითელი სამყურა, ბაბუაწვერას ძირები, მოცხარის ფოთლები, ოროვანდი, პიტნა, ვერხვის ფესვები, ნიახური, ბარისპირა, ნიორი და სხვა მცენარეები. 

თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში არყის ხის, ჟოლოს, ბაბუაწვერასა და მოცხარის ფოთლები, დაამატეთ ცოტა შვიტა და ბარისპირა. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით წყლის აბაზანაზე დაახლოებით ნახევარი საათით. შემდეგ გადმოდგით და ერთი საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. სვით მეოთხედი ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში. 

2 სადილის კოვზ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათით. დალიეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 4-ჯერ, ჭამამდე. 

სისხლი უზრუნველყოფს ორგანიზმის თითოეულ ორგანოს იმ ენერგიით, რომელზეც ჩვენი ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ტოქსინებისგან სისხლის გაწმენდაც ამიტომ არის აუცილებელი, რაშიც თავშავა, მარწყვის ფოთლები, ჭინჭარი, ოროვანდი, აბზინდა, შვიტა, კრაზანა, მრავალძარღვა, ფარსმანდუკი და კულმუხო დაგეხმარებათ. 

1 ჩაის კოვზ ჭინჭრის გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ორი კვირის განმავლობაში. 

ძლიერი იმუნური სისტემა რომ გქონდეთ და ინფექციური დაავადებებისგან დაიცვათ თავი, 50 გრამი კულმუხოს გამხმარ ფესვს და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ხილის ნატურალური წვენი და 50 გრამი თაფლი. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა, ჭამის შემდეგ. 

გახეხეთ 500 გრამი ნიორი და აურიეთ 10 ცალ ლიმონის ახალგამოწურულ წვენში. ყოველდღიურად მიიღეთ მესამედ ჩაის ჭიქა გადადუღებულ წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი ნარევი. ასე გაიუმჯობესებთ თქვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და ინფექციური დაავადებებისგანაც დაიცავთ თავს. 

გაფრთხილებთ, რომ მცენარეები მხოლოდ სააფთიაქო ქსელში უნდა შეიძინოთ და აუცილებლად გაითვალისწინოთ, ზედმიწევნით დაიცვათ მათი მომზადებისა და შენახვა-მიღების წესები.

 

ასისთავა კუჭ-ნაწლავის აშლილობისა და ანემიის დროს შეუცვლელია

კუჭ-ნაწლავის ქრონიკული აშლილობისას გამოიყენეთ შემდეგნაირად მომზადებული ნაყენი: 2-2 ან 3-3 სადილის კოვზი კრაზანა და ასისთავა წამოადუღეთ ერთ ლიტრ წყალში. სვით მთელი დღის განმავლობაში. ეს ნაყენი არის კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის ნატურალური გამანეიტრალებელი, ასევე, მადის მომგვრელი და ნაღვლის გამომყოფი საშუალება.

არსებობს კიდევ ერთი უებარი რეცეპტი: 1 სადილის კოვზ ასისთავას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით თავდახურული, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის ერთი კურსისთვის დაგჭირდებათ 50 გრამი ასისთავა.

ასისთავა, ასევე, გამოიყენება კუჭის სიმძიმის, კუჭის წყლულისა და ანემიის დროს; ღვიძლის დაავადებისას, ნაღვლის არასაკმარისი სეკრეციის, დიაბეტისა და კანზე გამონაყარის სამკურნალოდ.

ასისთავა, ძნელად შესახორცებელი ჭრილობების დროს, გარედან მოსაბანად უებარი წამალ-ნაყენია. ამისთვის, ერთი ან ორი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული გამხმარი ასისთავა, რომელიც აფთიაქებში უკვე ხელმისაწვდომია, ჩაყარეთ ორ ჭიქა ადუღებულ წყალში და გააჩერეთ 1 საათი.

გაითვალისწინეთ, რომ ასისთავასგან დამზადებული ყველა სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

 

ნევროზი ადვილად იკურნება

ნევროზი ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებაა, რომელიც ძირითადი ნერვული პროცესების, კერძოდ აღგზნებისა და შეკავების მოშლით არის გამოწვეული. ნევროზის ძირითადი მიზეზი ფსიქიკური ტრავმებია. 

ნევროზი არის ნერვული სისტემის პათოლოგიური რეაქცია ტრავმულ სიტუაციაზე, რაც ნერვული სისტემის ინდივიდუალური თვისებებით განისაზღვრება. გონებრივი ან ფიზიკური გადატვირთვის შემდეგ განვითარებულმა ნერვული სისტემის ზედმეტმა დაძაბულობამ, შეიძლება, გამოიწვიოს ნევრასთენია. ზოგ შემთხვევაში ნევროზი იწვევს მომატებულ აღგზნებას, გაღიზიანებას, თავის ტკივილს, ზოგჯერ, პირიქით – სისუსტეს, ძილისადმი მიდრეკილებას, გამოფიტვას. 

ნევროზს ძირითადად მკურნალობენ დამამშვიდებელი საშუალებებით. აუცილებელია, ასევე, აღიკვეთოს ფსიქოტრავმული სიტუაციები. 

ნევროზის დროს ძალიან კარგია მცენარეული ნაკრებები:

* 20 გრამი გვირილის ყვავილი, 20 გრამი კულმუხოს ძირები, 20 გრამი ბარამბო; 

* 20 გრამი ლავანდა, 20 გრამი ბარამბო, 20 გრამი იორდასალამის ფესვი; 

* 15 გრამი პიტნა, 125 გრამი შავბალახა, 15 გრამი კატაბალახას ძირები, 20 გრამი გვირილის ყვავილი, 20 გრამი ასკილის ნაყოფი, 15 გრამი თავშავა. 

ნაყენი მოამზადეთ შემდეგნაირად: 1 სადილის კოვზ თითოეულ ნაკრებს დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი და ერთი საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გადაწურეთ და თბილი მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა, 3-ჯერ დღეში. 

მკურნალობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2-3 თვეა. 

 

როგორ ავიცილოთ თავიდან სახსრებში მარილების დაგროვება

ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებში უხსნადი მარილების დაგროვება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ასე ხდება სახსართა დისტროფიული, ანუ გადაგვარებითი დაავადების – ართროზის დროს. ეს დაავადება გავრცელებულია ხანშიშესულებში, მაგრამ, ხშირად გვხვდება მოწიფულობის ასაკშიც.

ართროზი უმეტესად უვითარდებათ მათ, ვისაც ათეროსკლეროზი და შაქრიანი დიაბეტი აქვს.  მის განვითარებას ხელს უწყობს ტრავმა, ამა თუ იმ სახსრის გადატვირთვა, უმოძრაო ცხოვრება, ზედმეტი ჭამა და სიმსუქნე. ავადმყოფური მოვლენები მძიმდება სიცივის, ნესტის პირობებში. გარკვეული როლი აკისრია მემკვიდრეობით ფაქტორსაც. 

ართროზის დროს ქსოვილებში ლაგდება კალციუმისა და ფოსფორის მარილები, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძვლოვანი წანაზარდები სახსრების არეში, სასახსრე პარკში, იოგებში, მყესებში, იშვიათად კი – კუნთებშიც. ახლად წარმოშობილი ძვლოვანი წანაზარდები აწვება ირგვლივ მყოფ რბილ ქსოვილებს და იწვევს ტკივილსა და სახსართა მოქმედების შეზღუდვას. განსაკუთრებით შემაწუხებელი და მტკივნეულია ნერვულ ღეროებზე ზეწოლის მოვლენები. ხშირად ერთდროულად ვითარდება შესაბამისი სახსრების ანთებითი ცვლილებებიც.

დაავადების გამოვლინების სურათი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი სახსარია დაზიანებული და რა სიმძიმისაა ცვლილება. ხშირად მარილის დაგროვებასა და ძვლოვან წანაზარდებს რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ნახულობენ, თუმცა ადამიანს არაფერი აწუხებს. თუ ცვლილებები ხერხემალშია, ეგრეთ წოდებული სპონდილოართროზის ან ოსტეოქონდროზის დროს, ადამიანს აწუხებს სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი კისრის, ზურგის, გულმკერდის, წელის არეში. შესაძლოა, ამ დროს თავის ტკივილიც იგრძნოთ.

სახსრების ირგვლივ გაჩენილი წანაზარდები და ქსოვილთა ცვლილებები იწვევს სათანადო არის – მუხლის, კოჭის, ბარძაყის, მხრის, იდაყვის, თითებისა და ასე შემდეგ, ტკივილს. შორსწასულ შემთხვევებში, ხდება სახსრების დეფორმაცია, დამახინჯება, მოძრაობის შეზღუდვა. მძიმე შედეგია სახსართა დარღვევა და კიდურის დამოკლება, რაც მოჰყვება ბარძაყის სახსრის დაზიანების მძიმე ფორმას. განსაკუთრებით ცუდად გრძნობენ თავს ადამიანები ცივ და ნესტიან ამინდში. მათ ტკივილი უძლიერდებათ მუშაობის, სიარულის, დაღლილობის დროს.

ამ დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მოძრაობითი აქტივობის შენარჩუნებას. ადამიანმა სისტემატურად უნდა ივარჯიშოს ისე, რომ ყველა სახსარი მოძრაობდეს.

იმ შემთხვევაში, როცა მკვეთრადაა გამოხატული ამა თუ იმ არეში ართროზთან დაკავშირებული მოვლენები, მაგალითად, რადიკულიტი, სახსართა დაზიანება, ფიზიკური ვარჯიში უნდა წარიმართოს სამკურნალო სპეციალისტის რჩევით.

ადამიანი, რომელსაც გამოაჩნდა ართროზის პირველი ნიშნები, ბევრს უნდა მოძრაობდეს, დადიოდეს ფეხით. მოძრაობა არა მარტო აუმჯობესებს სახსრების მდგომარეობას, არამედ დადებით გავლენას ახდენს ზოგადად ნივთიერებათა ცვლაზე და აბრკოლებს დაავადების შემდგომ დამძიმებას; კვება კი ჩვეულებრივი უნდა იყოს – საჭირო არ არის რაიმე განსაკუთრებული დიეტა. მხოლოდ იმათთვის, ვისაც აქვს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა სიმსუქნის სახით, უნდა შეიზღუდოს საკვები, კერძოდ, პურეული, ტკბილეული, ცხიმი.

არ არის სწორი, თითქოს მლაშე საჭმელი აძლიერებს ქსოვილებში მარილების დაგროვებას. სუფრის მარილი ქლორნატრიუმია, ხოლო ქსოვილებში სულ სხვა ნივთიერებები – კალციუმი და ფოსფორი ლაგდება და მათ ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს.

 

მკურნალი კამა

კამას ოდითგანვე უამრავი დაავადების წინააღმდეგ სამკურნალოდ იყენებდნენ.

კუჭ-ნაწლავის ტონუსის დაქვეითებისას, ერთ სუფრის კოვზ დანაყილ კამის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა თბილი ნაყენი, ჭამამდე, დაახლოებით თხუთმეტი წუთით ადრე.

ქრონიკული კოლიტის დროს, ერთი სუფრის კოვზი კამის თესლი ჩაყარეთ ორ ჭიქა მდუღარე წყალში და მოურიეთ კარგად. გააჩერეთ ნახევარი საათით. დალიეთ ნახევარი ჭიქა სამჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ნაწლავთა გაუვალობის, ყაბზობისა და ნერვული გადაღლის დროს, დალიეთ ერთი სუფრის კოვზი კამის თესლისა და ერთი ჭიქა რძის ნაზავი. ოღონდ რძე და კამა ათი წუთით უნდა ადუღოთ ნელ ცეცხლზე.

სისხლნაკლებობის დროს აიღეთ ერთი სუფრის კოვზი კამის თესლი ან თავად კამა, დაასხით ერთი ჭიქა რძე, ადუღეთ ათი წუთი. წვენი მიირთვით დღეში სამჯერ.

ღამით, შარდის შეუკავებლობის დროს, აიღეთ ერთი სუფრის კოვზი კამის თესლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ოთხი საათი თავდახურულ ჭურჭელში. ნახარში დალიეთ ვახშმის შემდეგ.

скачать dle 11.3