კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ჩოგბურთელები ითვლებიან რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის პოტენციურ შემცვლელებად

როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, ვიქტორია აზარენკო, მარია შარაპოვა, დები უილიამსები და სხვანი თანამედროვე ჩოგბურთის აღიარებული ვარსკვლავები არიან, რომელთაც ყურადღება არ აკლიათ ჟურნალისტების მხრიდან კორტებსა თუ კორტების გარეთ. მათ შესახებ ბევრს წერენ, მათ ცხოვრებას აშუქებენ და ისინი საზოგადოებისთვის მუდამ აქტუალური სპორტსმენები არიან ჩოგბურთის სამყაროდან, თუმცა, ჩოგბურთის სამყარო მხოლოდ ვარსკვლავებისგან არ შედგება – არიან ისეთებიც, რომელთა შესახებ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რადგან ჩოგბურთის მომავალი მათზეა დამოკიდებული და, დღეს თუ ხვალ, უკვე ნახსენებ ვარსკვლავებს ისინი ჩაანაცვლებენ ჩოგბურთის ტოპ-რეიტინგების პირველი საფეხურებიდან. გთავაზობთ პლანეტის ყველაზე იმედისმომცემი ჩოგბურთელების ტოპ-ათეულს.

 

ეჟი იანოვიჩი – პოლონეთი

22 წლის პოლონელს მსოფლიო რეიტინგში ოცდამეოთხე პოზიცია უკავია და ჯერჯერობით ეს მისი რეკორდია, თუმცა, იანოვიჩი უკვე ითვლება ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავად. 203 სანტიმეტრი სიმაღლის იანოვიჩს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩაწოდება აქვს თანამედროვე ჩოგბურთში – მისი ჩაწოდებული ბურთი 200 კილომეტრ-საათი სიჩქარით მიფრინავს, ხოლო პირადი რეკორდი 242 კილომეტრ-საათს შეადგენს. გასული წლის ოქტომბერში იანოვიჩმა პირველი განაცხადი გააკეთა ვარსკვლავურ სტატუსზე, როდესაც პარიზული „მასტერსის” ფინალში გავიდა, მანამდე კი მასზე გაცილებით ძლიერი მეტოქეები ჩამოიშორა ენდი მარეისა და მარინ ჩილიჩის თამადობით. 2013 წლის პირველი დიდი ტურნირიდან – ავსტრალიის ღია პირველობიდან, იანოვიჩი მესამე წრეში გამოვარდა.

მილოშ რაონიჩი – კანადა

კანადელმა გიგანტმა მილოშ რაონიჩმა, რომლის სიმაღლე 196 სანტიმეტრია, უმაღლეს პოზიციას მსოფლიო რეიტინგში 2012 წლის ნოემბერში მიაღწია, როდესაც მეცამეტე ადგილზე აღზევდა და, როგორც ჩანს არცთუ შორს არის ის დღე, როცა რაონიჩი პირველ ათეულში შეაბიჯებს. იგი ნებისმიერი ტიპის საფარზე სახიფათო მეტოქეა, მისი ფორჰენდის ძალა კი უკვე გამოსცადეს საკუთარ თავზე ტომაშ ბერდიჰმა და ენდი მარეიმ. ცნობისთვის, კანადელი რაონიჩი წარმოშობით ჩერნოგორიიდან არის და მისი ბავშვობის კერპი ლეგენდარული ამერიკელი პიტ სამპრასი იყო.

კეი ნისიკორი – იაპონია

23 წლის იაპონელი ამჟამად აზიის საუკეთესო ჩოგბურთელია, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მეთხუთმეტე პოზიცია უკავია – ყველაზე მაღალი პოზიცია იაპონელების ისტორიაში. გასულ წელს ნისიკორიმ ჟო-ვილფრიდ ცონგა და დავიდ ფერერი დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. წლევანდელი წელი ნისიკორისთვის ნაკლებად წარმატებულად დაიწყო, თუმცა, თუ ის მოახერხებს ჩვეული ფორმის დაბრუნებას, საშიშ მეტოქედ იქცევა ნებისმიერი ჩოგბურთელისთვის.

ბერნარდ ტომიჩი – ავსტრალია

ორი წლის წინ, მაშინ  ჯერ კიდევ 19 წლის ავსტრალიელმა ბერნარდ ტომიჩმა, უიმბლდონის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა და სპეციალისტების მიერ უმალ დასახელდა პლანეტის ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ. შედეგის მიუხედავად, უკანასკნელ პერიოდში ტომიჩი ნაკლებად ამართლებს პროგნოზებს და თავის წარმოჩენას მხოლოდ სკანდალურ ქრონიკებში ახერხებს. ამჟამად იგი 45-ეა რეიტინგში, თუმცა, თუ მის ახალგაზრდულ ასაკსა და ნიჭს გავითვალისწინებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს მისი აღზევება რეიტინგში.

გრიგორ დიმიტროვი – ბულგარეთი

გრიგორ დიმიტროვი რუსი მარია შარაპოვას ახალი ბოიფრენდია, მაგრამ, ამასთან ერთად ის იმედისმომცემი ჩოგბურთელიც არის, რომლის კერპიც როჯერ ფედერერია. 21 წლის ბულგარელი ბრწყინვალედ მოძრაობს კორტზე, თუმცა, სპეციალისტები მას ფიზიკურ მომზადებას უწუნებენ, რის გამოც, როგორც ჩანს, დიმიტროვი ჯერაც ვერ გასცდა „დიდი სლემის“ ტურნირების მეორე წრეს. ამჟამად დიმიტროვი მსოფლიო რეიტინგში 34-ე პოზიციაზეა და თუკი ის მოუმატებს ვარჯიშს, ყველა მონაცემი აქვს, რომ საკუთარ კერპს დაემსგავსოს და რეიტინგის სათავეში მოექცეს.

ლორა რობსონი – დიდი ბრიტანეთი

19 წლის ბრიტანელმა ლორა რობსონმა თავის ასაკში იმის ნახევარსაც ვერ მიაღწია, რასაც მარტინა ჰინგისმა ან მარია შარაპოვამ და ჯერაც მსოფლიო რეიტინგის 53-ე ჩოგანია. გასულ წელს რობსონმა ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობაზე ლეგენდარული ბელგიელი კიმ კლისტერსი დაამარცხა და ეს მარცხი ბელგიელის კარიერაში უკანასკნელი გამოდგა; გარდა ამისა, რობსონმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე შერეულ წყვილთა თანრიგში. ლორა ამჟამად ნომერ პირველი ქალი-ჩოგანია ბრიტანეთში და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ „დიდი სლემის” მომავალ ტურნირებზე.

ეკატერინა მაკაროვა – რუსეთი

ძნელია, 24 წლის რუს ჩოგბურთელს იმედისმომცემი უწოდო, რადგან, ჩოგბურთისთვის სოლიდურ ასაკშია, თუმცა, სტაბილური თამაშის ჩვენება მაკაროვამ მხოლოდ ახლა დაიწყო. ის ყოველთვის ითვლებოდა ძლიერ მოთამაშედ წყვილთა თანრიგში, თუმცა, მას შემდეგ, რაც მან შარშანდელ ავსტრალიის ღია პირველობაზე სერენა უილიამსის დამარცხება მოახერხა, მასზე, როგორც ძლიერ ჩოგბურთელზე ალაპარაკდნენ. მაკაროვას კერპები ჩოგბურთში როჯერ ფედერერი და თანამემამულე ანასტასია მისკინა არიან. 

 პოლონა ჰერცოგი – სლოვენია

22 წლის სლოვენიელი ჩოგბურთელი პოლონა ჰერცოგი ქალთა მსოფლიო რიეტინგის 56-ე პოზიციაზეა და მისი მიზანი წელსვე მსოფლიოს ათეულში შესვლაა. პოლონას კერპი ბელგიელი ჟიუსტინ ენენი იყო. წყვილთა თანრიგში პოლონას მნიშვნელოვანი გამარჯვებები აქვს – იგი როლან-გაროსისა და უიმბლდონის ჩემპიონია. პოლონა მშობლიურ მარიბორში ცხოვრობს და ვარჯიშობს.

სლოან სტივენსი – ამერიკის შეერთებული შტატები

20 წლის ამერიკელი სლოან სტევენსი ახალი სახეა მსოფლიო ჩოგბურთში, თუმცა მას უკვე უწინასწარმეტყველებენ დები უილიამსების მომავალს. ახალგაზრდა ქალ ჩოგბურთელებს შორის სლოანს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩაწოდება აქვს – 120 მილი საათში. ჯერჯერობით სლოანს არცთუ კარგი შედეგი აქვს „დიდი სლემის” ტურნირებზე, თუმცა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. 25-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში, რომელსაც იგი ამჟამად იკავებს, მისთვის დროებითი მოვლენაა და ის აუცილებლად დაიკავებს კუთვნილ ადგილს ქალ ჩოგბურთელთა ტოპ-ათეულში.

ჰიზერ უოტსონი – დიდი ბრიტანეთი

ჩოგბურთის პარალელურად, ჰიზერ უოტსონი ბალეტითა და ბადმინტონით იყო დაკავებული, თუმცა, საბოლოოდ კორტი ამჯობინა და დღეს, ლორა რობსონთან ერთად, დიდი ბრიტანეთში იმედისმომცემ სპორტსმენად ითვლება. 20 წლის უოტსონი ოცნებობს, გამარჯვება იზეიმოს უიმბლდონზე, თავის ყველაზე საყვარელ ტურნირზე. ჰიზერ უოტსონი ამჟამად რეიტინგის საუკეთესო 50-ეულში ბოლო პოზიციაზეა და წლის ბოლომდე ოცეულში შესვლის რეალური კანდიდატია.

скачать dle 11.3