კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1980 წლის 15 აგვისტოს, საღამოს 10 საათზე. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია და რომელი პროფესია მომიტანს წარმატებებს?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ მეტად კეთილშობილი, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერი, ორგანიზებული და ჰარმონიული როგორც სასიყვარულო, ისე პარტნიორულ ურთიერთობებში. დაეყრდენით ოპტიმიზმს, ცოდნას, კომუნიკაბელურობას. გახდით მარტოხელა მებრძოლი. გამოიმუშავეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, დაიცავით წესრიგი. იყავით პრაქტიკული. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, სადალაქო საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1978 წლის 17 სექტემბერს, დღის 2 საათზე. მინდა უცხოეთში წასვლა. გთხოვთ, მიპასუხოთ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის ასტროლოგიურად მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმულ-კოსმიური მისია არ არის, მაგრამ, წარმატებების შანსი ნამდვილად გაქვთ. იქ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ფინანსები სამშობლოში უნდა დააბანდოთ. ქვეყნებიდან კი კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, გერმანიის ბავარიის მხარე, მაროკო, შვედეთის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა, უნგრეთი; არ გირჩევთ წასვლას შემდეგ ქვეყნებში: ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ინდოეთი. დანარჩენი ქვეყნები მეტ-ნაკლებად მისაღებია.

скачать dle 11.3