ანეკდოტები
საშუალო ასაკია‚ როცა შენთვის სულერთია‚ სად მიდის ცოლი‚ მთავარია‚ მასთან ერთად არ იბოდიალო.
***
– მამი‚ რა განსხვავებაა ბავშვებისა და დიდების მიქსტურებს შორის?
– ბავშვების მიქსტურები ტკბილი და რბილია‚ დიდების კი – მწარე და მაგარი.
***
– ქალბატონო‚ არ გაწუხებთ ზედმეტი წონა?
– ზედმეტი კი არ არის‚ სათადარიგოა...
***
ეკლესიაში:
– მამაო‚ ჯვარი დაგვწერე.
– ძალიან კარგი‚ ახალგაზრდავ... რამდენი წლის ხარ‚ შვილო?
– 22 წლის.
– საპატარძლო?
– 15-ის.
– ო‚ ეს ხომ კანონით დაუშვებელია?
– თუ შეიძლება‚ ეს მამამისს უთხარით – კარს უკან დგას გადაჭრილი თოფით...
***
თქვენი ცოლი არ იღვიძებს მაღვიძარას მეხუთე დარეკვის შემდეგაც?!
არ არის პრობლემა‚ აკოცეთ ლოყაზე და აუცილებლად თქვით ქალის რომელიმე სახელი...
***
გავიკეთე ნიშნობის ბეჭედი თითზე და მაშინვე ვიგრძენი‚ როგორ დამაწვა კისერზე...
***
ცოლი გვიან მოსულ მთვრალ ქმარს ებუზღუნება:
– სად ეშმაკებში დაეთრეოდი?
– ვა... შენც დაინახე?
***
ტიპი ძაღლს ყიდის.
– სუფთა ჯიშია?
– რასაკვირველია!
– ჯანმრთელი?
– ჯანმრთელი!
– ჭკვიანი?
– ჭკვიანი!
– ერთგული?
– ერთგული‚ უკვე მეხუთეჯერ ვყიდი...
***
ახალი ქართველი სანადიროდ წავიდა‚ ისროლა ისარი და ჭაობთან‚ ბალახებში მჯდარ ბაყაყთან დავარდა. ეუბნება ბაყაყი:
– წამიყვანე სახლში‚ დამსვი ბალიშზე‚ მაკოცე და უმშვენიერეს ქალად ვიქცევი.
– სახლში კი წაგიყვან‚ ბალიშზეც დაგსვამ‚ მაგრამ, არ გაკოცებ.
– რატომ?
– ლამაზი ქალი უამრავია‚ მოლაპარაკე ბაყაყი კი მარტო შენ ხარ.
***
მიხოს ვიღაც ყოველდღე პარავს საზამთროს. იფიქრა‚ იფიქრა და მოიფიქრა: ბაღჩაში საფრთხობელის ნაცვლად აბრა ჩაარჭო წარწერით: „ერთ-ერთ საზამთროში დარიშხანია – თაგვის წამალი!“.
მივიდა მეორე დღეს და ხედავს‚ არც ერთი საზამთრო არ აკლია‚ მაგრამ, აბრაზე მიწერილია: „ახლა უკვე ორში“.
***
დაქალებმა ჩაი დალიეს. ჩაიდანში ცხელი წყალი დარჩა. შეხედეს გოგოებმა‚ გადაღვრა ენანებათ. ერთი ეუბნება მეორეს:
– მოდი‚ მაცივარში შევინახოთ‚ მერეც ხომ დაგვჭირდება...
***
ანესთეზიოლოგი თვითმფრინავში ზის. გამოდის სტიუარდესა და აცხადებს:
– მგზავრებს შორის არის ანესთეზიოლოგი? თუ შეიძლება‚ მიბრძანდით მე-12 სკამთან.
მივიდა ანესთეზიოლოგი და ხედავს, იქ ვიღაც მამაკაცი ჭიქებში ას-ას გრამს ასხამს.
– თქვენ ვინ ხართ?
– ქირურგი. ანესთეზიოლოგის გარეშე დალევა არ შემიძლია‚ გამიგე?!
***
ინტონაციის მიხედვით, ავტომექანიკოსის ერთი გინება 50 სხვადასხვა დეტალსა და მოწყობილობას შეიძლება აღნიშნავდეს.
***
ექთანმა აუზიდან წყლის სინჯი აიღო. იქვე მოცურავე მამაკაცი ეკითხება:
– ქლორის რაოდენობა უნდა გასინჯოთ?
– არა‚ სანატორიუმის დამსვენებელთა შარდის საერთო ანალიზს ვაკეთებთ.
***
ცოლი ეკითხება ქმარს:
– მართალია‚ რომ ამბობენ, კურდღელი ყველაზე შტერი ცხოველიაო?
– კი‚ ჩემო ბაჭია...
***
– მამი‚ მართალია‚ რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში საქმრო არ იცნობს საცოლეს‚ სანამ არ დაქორწინდება?
– ეჰ‚ ეგ ყველა ქვეყანაში ეგრეა‚ შვილო...
***
ორი მეგობარი ხვდება ერთმანეთს:
– რა გჭირს‚ რატომ ხარ მოწყენილი‚ რამე მოხდა?
– გუშინ ოქროს თევზი დავიჭირე და სურვილი შემისრულა.
– რა სურვილი?
– რომ იმდენი ფული მქონოდა‚ რამდენიც ბილ გეითსს.
– ვა‚ ბიჭო, უნდა გიხაროდეს!
– გუშინ კი მიხაროდა‚ მაგრამ დღეს გაკოტრდა...
***
ღატაკი თევზაობს. ბადეს ოქროს თევზი ამოჰყვა:
– აბა‚ ღატაკო‚ მითხარი ერთი სურვილი.
– მომეცი იმდენი ფული‚ რამდენიც ჩემს სახლში დაეტევა.
– კარგი!
შევიდა სახლში ღატაკი და ხედავს, იატაკზე 500 ლარი დევს. გამოიქცა უკან:
– შენ რა‚ მომატყუე? 500 ლარი რატომ მომეცი?
– რა‚ სახლში არ დაეტია?
***
კბილების მოვლის სამი ოქროს წესი არსებობს:
1. გაიხეხეთ ხარისხიანი კბილის პასტითა და ჯაგრისით დღეში ორჯერ;
2. წელიწადში არანაკლებ ორჯერ – ვიზიტი სტომატოლოგთან;
3. არ ჩაყოთ ცხვირი სხვის საქმეში.
***
სასამართლო გაყრის საქმეს იხილავს.
– დაასახელეთ გაყრის მიზეზი: სექსუალური შეუთანხმებლობა‚ ხასიათით ვერ შეეწყვეთ‚ ცუდი დიასახლისია თუ...
– არა‚ თქვენო ღირსებავ‚ არანაირი გაუგებრობა. უბრალოდ‚ იცით... ჩემს ცოლს ინტიმურ ადგილებში რიჟა თმა აქვს.
– მერე რა?
– მე – არაფერი‚ მაგრამ, მეგობრები დამცინიან...