კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს სამამულო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ცხედრები და ვის ეძებენ რუსეთიდან საქართველოში

ჟურნალისტის შენიშვნა: ჩემი კოლეგა ადამიანების პოვნასა და ერთმანეთთან დაკავშირებაში, 56 წლის ტატიანა მიშინა, განაგრძობს თავის საქმიანობას. მან არაერთი ოჯახი და ადამიანი გააბედნიერა, მაგრამ, მის სამძებრო საიტზე ყველაზე აქტუალურ თემად მაინც სამამულო ომის დროს დაკარგულ ჯარისკაცთა ბედი რჩება. ქალბატონი ტატიანა ამ მიმართულებით საკმაოდ ნაყოფიერად მოღვაწეობს და საქართველოშიც ეძებს ნაპოვნ ჯარისკაცთა ოჯახებს. მან დახმარებისთვის მე მომმართა. ყველას, ვისაც კი აინტერესებს რაიმე ინფორმაცია სამამულო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეულ ჯარისკაცთა შესახებ, შეუძლია, მიმართოს ტატიანა მიშინას სამძებრო საიტის poisksvoih.ru-ს სპეციალურ განაყოფს საქართველოდან გაწვეულთა შესახებ. ერთად დავადგინოთ სიმართლე და გავარკვიოთ ჩვენი ფესვების ისტორია. ამჟამად კი საქართველოში იძებნებიან შემდეგ ჯარისკაცთა ნათესავები: 1) 1943 წელს საქართველოდან გაწვეული ლეონ სუმბატის ძე სირუნიანი (დაბადების წელი 1911).  სხვა ინფორმაცია ჯარისკაცის შესახებ გაურკვეველია. ცნობილია მხოლოდ ინფორმაცია ნათესავების გრაფიდან – არპენიკ ბაბოვის ასული სირუნიანი – საქართველო; 2) ინფორმაცია ტყვედ ჩავარდნილის შესახებ: სახელი მიქაილი, გვარი მებუკე (ან მებუკა), მამის სახელი – გოცა (ან კოცა), დაბადების თარიღი – 05.01.1910 წელი, საქართველო. ტყვედ ჩავარდნის ადგილი – გროზნოვო. დაკრძალულია ალექსისდორფში; 3) ვიაჩესლავ გრიგორის ძე კოროლიოვი (მცხოვრები ახალციხეში, ლენინის ქუჩა ¹2, ბინა 19).

ინტერვიუ ტატიანა ევგენის ასულ მიშინასთან:

– ვიცი, რომ ამჟამად სწორედ ქართველი ჯარისკაცების ნათესავებს ეძებთ.

– ჩემს საიტზე არც ისე დიდი ხნის წინ მოვიდა შემდეგი შინაარსის წერილი: „2008 წელს უკრაინაში აღმოჩენილ იქნა კიროვოგრადის გათავისუფლების დროს, 1944 წელს დაღუპული ჯარისკაცის ნეშტი. უცნობი ჯარისკაცის მედლების წყალობით დადგინდა, რომ ნაპოვნი ჯარისკაცი ყოფილა გვარდიის ეფრეიტორი, 1922 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ აგორში დაბადებული ვალერიან ნიკოლოზის ძე აბუთიძე. 2009 წელს ნაპოვნი ჯარისკაცის ნეშტი  პატივით გადმოასვენეს საქართველოში. მე მაინტერესებს ჯარისკაცის შემდგომი ბედი, მისი ნათესავების და, ასევე, თანასოფლელების რეაქცია ვალერიანის პოვნასთან დაკავშირებით. 

– ვიცი, რომ თქვენ დაადგინეთ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცის ვინაობა. გვიამბეთ ამ ისტორიის შესახებ.

– ჩემს სამძებრო საიტზე – poisksvoih.ru – არის ახალი თემა, კერძოდ, ჩემი დამხმარე ტატიანა პერვუხინა ამჟამად დაკავებულია „ობდ“ მემორიალის გაშიფვრით. ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა იმ ჯარისკაცის ვინაობა, რომელთა სახელის ან გვარის გრაფაში წერია: „გაურკვეველია“ ან „უცნობია“. ვიპოვეთ ერთ-ერთი ჯარისკაცის დოკუმენტი, რომელშიც ეწერა: „სახელი – შალვა; გვარი – უცნობია; მამის სახელი – ვალერიანის ძე; დაბადების თარიღი – 1912 წელი; გაწვევის ადგილი და თარიღი – 1941 წლის 30 ივნისი, საქართველოს სსრ, ქალაქი თბილისი, ბერიას სახელობის რაიონი. ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1942 წელს“. მე და ტატიანამ ყურადღებით შევისწავლეთ ეს დოკუმენტი, ასევე, გავეცანით სხვა დოკუმენტსაც (უგზო-უკვლოდ მიჩნეულთა შესახებ ინფორმაციას) და გავარკვიეთ, რომ ნაპოვნი ჯარისკაცის სახელი ნამდვილად არის შალვა, გვარად ის მებუკეა და სერჟანტის წოდება ჰქონია. ასევე, გაირკვა მისი დაბადების ადგილი – ქალაქი წულუკიძე, და რომ ის იმყოფებოდა ტყვეობაში ქერჩში და სწორედ ტყვეობაში დაღუპულა კიდეც. რამდენიმე საბუთის შედარების საფუძველზე გაირკვა, რომ ჯარისკაცი დაკრძალულია სიედლცეში (პოლონეთი), მისი დაღუპვის ზუსტი თარიღი კი არის 1942 წლის 13 ნოემბერი. ჯარისკაცის ნათესავების გრაფაში გარკვევით ეწერა დედის გვარი – კაკაბაძე. ამ მონაცემების  საფუძველზე, საქმეში ჩავრთეთ ჩვენი ქართველი ექსპერტები – მაია და მანანა, რომლებიც დაგვეხმარნენ შალვა მებუკეს ნათესავების პოვნაში და შედეგად მივიღე შემდეგი წერილი: „ძვირფასო ტატიანა, გწერთ საქართველოდან. ჩვენ შეგვატყობინეს, რომ ნაპოვნია შალვა ვალერიანის ძე მებუკეს ცხედარი. შალვა ჩვენი ბაბუის (დედის მხრიდან) ღვიძლი ძმაა, ანუ, ის ჩვენ ბაბუად გვეკუთვნის და ვერ აგიწერთ, როგორ გვიხარია მისი ბედის გარკვევა...  პატივისცემით – მარინა და ნანა“. მოვუწოდებ ყველას, ვისაც კი სამამულო ომმა უგზო-უკვლოდ დააკარგვინა წინაპარი, დაგვიკავშირდეს საიტის საშუალებით და, თუკი ჩვენ მიერ ნაპოვნ საბუთებში აღმოჩნდება მისი სახელი და გვარი, ჩვენ შევძლებთ, ერთად დავადგინოთ სიმართლე დაკარგულ ჯარისკაცთა შესახებ.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3