კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

„მე აქ ვარ, სადაც მეჩვიდმეტე კანონია“

ქალი მზარეულად მუშაობდა „კაგებეს“ (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) რაიონული განყოფილების სასადილოში. სამსახურში კითხულობდა სახარებას, ფსალმუნებს. ხანდახან ეკლესიაშიც დადიოდა და ლოცულობდა თავისი ავადმყოფი შვილისთვის. მისი შვილი უკურნებელი სენით იყო ავად – მას განუვითარებელი ტვინი ჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა შეეძლო. იგი მოკვდა. დედამ ეკლესიაში აუგო წესი. შვილის პანაშვიდზე მასთან ბევრი მორწმუნე მივიდა. აი, რა მოუთხრო ქალმა მათ მოგვიანებით:

„მე ვერიდებოდი უფალს ჩემი შვილის სულის შეწყალებისთვის და არ ვიცოდი, შეისმინა თუ არა ჩემი ლოცვა. მინდოდა, გამეგო, სად იყო ჩემი ვაჟი სიკვდილის შემდეგ. და აი, ერთხელ იგი სიზმარში გამომეცხადა და მითხრა:

– დედიკო, მე აქ ვარ, სადაც მეჩვიდმეტე კანონია.

მე მივხვდი, სადაც იყო იგი. ფსალმუნის მეჩვიდმეტე კანონს მაშინ კითხულობენ, როცა ლოცულობენ მიცვალებულის სულის განსვენებისთვის“.

 

„ეს ის ქალია, რომელმაც თქვენ გადაგარჩინათ. თაყვანი ეცით და ადიდეთ იგი!“

იდგა 1943 წლის სექტემბერი. იტალიელები, რომლებიც საბერძნეთში შევიდნენ, უკან იხევენ. ბეოტიის ერთ-ერთი პატარა დაბის – არქიმენოსის მცხოვრებნი მივიდნენ ქალაქ ლიკადიის სადგურზე და მოსთხოვეს იტალიელებს, ჩაებარებინათ იარაღი, თან დაემუქრნენ, რომ, თუ არ ჩაბარდებოდნენ, პარტიზანებთან მოუწევდათ შებრძოლება. იტალიელებმა უარი განაცხადეს და გერმანელებს აცნობეს ამ ულტიმატუმის შესახებ. გერმანელებმა გადაწყვიტეს, გადაეწვათ „გათავხედებული“ დაბა, მისი მკვიდრნი კი დაეხოცათ.

10 სექტემბრის საღამოს არქიმენოსში დამსჯელთა პოლკი შევიდა და ტყვედ აიყვანა 500 კაცი. გერმანელთა ნაწილი დასახლებაში დარჩა, დანარჩენები კი გაემართნენ დიონისისკენ, სადაც თავს აფარებდნენ პარტიზანები. სოფელ არქიმენოსის მახლობლად მდებარეობს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც აშენებულია 874 წელს და უძველესია ბეოტიაში.

შუაღამე იყო. გერმანელების კოლონას ტაძრიდან ხუთასიოდე მეტრი თუ აშორებდა, რომ უეცრად ერთ-ერთი წინ მიმავალი ტანკი გაჩერდა. გერმანელებმა თავის წინ დაინახეს დიდებული იერის მქონე ქალი, მაღლა აწეული ხელით, რომელიც გზას უღობავდა მათ. მეორე ტანკს უნდოდა, პირველისთვის შემოევლო და წინ წასულიყო, მაგრამ, ორმოში ჩავარდა, მესამეს კი ძრავა გაუჩერდა.

11 სექტემბერს, დილით, გერმანელთა მეთაურმა ჰოფმანმა მოსახლეობას ტრაქტორი მოსთხოვა ტანკების ამოსაყვანად. ტრაქტორმა ისე იოლად გადაათრია მძიმე საბრძოლო მანქანა, თითქოს ასანთის ცარიელი კოლოფი ყოფილიყო.

„სასწაული! სასწაული!“ – აღმოხდა ჰოფმანს და სთხოვა ადგილობრივ მკვიდრთ, ტაძარში წაეყვანათ. იკონოტასში დასვენებულ ხატში გერმანელმა ოფიცერმა შეიცნო სწორედ ის ქალი, რომელმაც გზა გადაუღობა ტანკებს და დაბის მკვიდრთ უთხრა:

„ეს ის ქალია, რომელმაც თქვენ გადაგარჩინათ. თაყვანი ეცით და ადიდეთ იგი!“

არქიმენოსი გადარჩა. ჰოფმანმა ბრძანება გასცა, გაეთავისუფლებინათ 500 სიკვდილმისჯილი ტყვე და აღუთქვა დაბის მკვიდრთ, რომ ომის დამთავრებამდე დასახლებას ცუდი არაფერი შეემთხვეოდა.

მზე ჩავიდა, არქიმენოსს ლულადაშვებული ტანკებით ტოვებდნენ გერმანელი ჯარისკაცები, რომლებიც ქალაქის რჩეულმა მხედართმთავარმა დაამარცხა.

მას შემდეგ ეს დღე – 10 სექტემბერი – ბეოტიაში დიდი ზეიმით აღინიშნება. ჰოფმანი სიცოცხლის ბოლომდე ყოველწლიურად ჩადიოდა ამ დღესასწაულზე, რათა თაყვანი ეცა ღვთისმშობლის ხატისთვის. მან ტაძარს შესწირა უზარმაზარი სანთელი და თანხა, რომელიც საჭირო იყო ამ სასწაულის ამსახველი ხატის დასაწერად.

„ბოლო ჟამის სასწაულები“

скачать dle 11.3