კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ჟურნალ-გაზეთი გამოდის წმიდანთა გამოსახულებით. ასევე, ვნახეთ საბავშვო რვეულებიც, რომელთა ყდებზეც წმიდანების სურათებია დაბეჭდილი. რამდენად სწორია ეს?

პასუხი: საბავშვო რვეულებზე წმიდანთა გამოსახვა სასურველი არ არის. წმიდანთა გამოსახულებებს პატივითა და კრძალვით უნდა მოვეპყრათ, პატარებს კი ამის გაცნობიერება უჭირთ. ისინი ხშირად თამაშობენ რვეულებით, ხატავენ ზედ, ხაზავენ და აჭუჭყიანებენ. რაც შეეხება პრესას, ის უფროსებისთვის არის განკუთვნილი და, საპატრიარქოს კურთხევით, გამომცემლობები გვაფრთხილებენ, რომ ხატებს მოვეპყრათ პატივით.

კითხვა: შედის თუ არა თორმეტ დიდ საუფლო დღესასწაულში აღდგომაც?

პასუხი: თორმეტი საუფლო დღესასწაული მთელი წლის განმავლობაში იზეიმება და უფალსა და ღვთისმშობელს უკავშირდება. მათ შორის ზოგი მოძრავია, ზოგი კი უძრავი. რაც შეეხება აღდგომას, რადგან ის დღესასწაულთა შორის დღესასწაულია, თორმეტ საუფლო დღესასწაულში არ შედის, ცალკე დგას და თავისი ბრწყინვალებით აგვირგვინებს ყველა დღესასწაულს. 

კითხვა: როგორი სიხშირით უნდა ეზიარებოდეს საერო პირი და რამდენჯერ ზიარებაა აუცილებელი წლის განმავლობაში?

პასუხი: ყველა წმიდა მამა ერთხმად აღიარებს, რომ მორწმუნე ქრისტიანი დიდი ხნით არ უნდა მოაკლდეს წმიდა ზიარების მაცხონებელ მადლს. განსაკუთრებით არ უნდა დააყოვნოთ ზიარება მარხვის პერიოდში და, რაც მთავარია, ყოველივეს უნდა იქმოდეთ თქვენი სულიერი მომზადების შესაბამისად, მოძღვრის კურთხევის მიხედვით.

კითხვა: ვართ ერთი ოჯახის შვილების – და-ძმის ნათლიები. გთხოვთ, განგვიმარტოთ, შეგვიძლია თუ არა ერთმანეთზე დაქორწინება?

პასუხი: თუ ერთი და იმავე ბავშვის ნათლიები არ ხართ, მაშინ სრული უფლება გაქვთ, ერთმანეთზე იქორწინოთ, რადგან, სულიერ ნათესავებად არ ჩაითვლებით.

скачать dle 11.3