კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს იაპონიიდან ჩამოყვანილი „ტოიოტა“, 1.8 ძრავით. მასში საგრძნობლად იკლებს ზეთი. ვასხამ 5.40 სინთეტიკას. თუ არის შესაძლებელი ნახევრად სინთეტიკის ჩასხმა და რომელ ბრენდს მირჩევთ?

პასუხი: ზოგადად, თუ ძალიან ბევრი ზეთი აკლდება, ბიუჯეტის შესამცირებლად შეგვიძლია ნახევრად სინთეტიკა კი არა, მინერალიც კი ჩავასხათ, თუნდაც 15W40. მით უფრო, რომ ხშირად, დამატების დროს, გამოცვლიდან გამოცვლამდე ზეთი გარკვეულწილად ახერხებს განახლებას და, თან, გაცილებით იაფი დაჯდება. რადგან თქვენს ავტომობილში ზეთი საკმაოდ იკლებს, ესე იგი, ძრავის მაკომპლექტებელი შიდა დეტალები საკმაოდ დამუშავებულია და მინერალური ზეთიც თავისუფლად მოახერხებს წარმოქმნილ ღრიჭოებში გავლას და მათ შეზეთვას. ეს არ ნიშნავს, რომ მინერალური ზეთი აჯობებს სინთეტიკურს ან ნახევრად სინთეტიკურს. ეს არ გამოიწვევს ძრავის უფრო მეტად გამოყვანას მწყობრიდან და თან, გაცილებით იაფი დაგიჯდებათ. გირჩევთ „რეინოლს”, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ხარისხის ხარჯზე ინარჩუნებს რეპუტაციას, ან – „ელფს“, რომელიც ახლა შემოვიდა ბაზარზე და ჩვენ მიერ ჩატარებულ ტესტებში უკვე დაამტკიცა თავისი ხარისხიანობა. 

კითხვა: მყავს 1998 წლის გამოშვების გერმანული „ოპელ ვექტრა”, 1.8-იანი ძრავით. უკვე დიდი ხანია, რაც ეგრეთ წოდებულ „ხალასტოი ხოდის” დროს, ან დაქოქვისთანავე, ან წითელზე გაჩერებისას, ძრავა იწყებს ბღავილს. ტაქომეტრი ზოგჯერ 3.5 000 ბრუნამდეც ადის. თუ ძრავა არ გამოვრთე, საშინელი მოსასმენია. ძრავას ხელახლა დაქოქვისას, პრობლემა უმეტესწილად გვარდება, მაგრამ, არა დიდი ხნით. უმორჩილესად გთხოვთ, გამარკვიოთ, რა ხდება. რამდენიმე დეტალი ხელოსნებმა შემიცვალეს, მათ შორის – საჰაერო ფილტრიც და მრავალი დეტალი გაწმინდეს, მაგრამ, პრობლემა არ გამოსწორდა.

პასუხი: თქვენი ავტომობილისთვის დიაგნოზის დასმა არც მარტივია და არც რთული, უბრალოდ, ამის გარკვევას კონკრეტულად ავტომობილთან უშუალო შეხება და შემოწმება სჭირდება. ამის მიზეზი ბევრი წვრილმანი შეიძლება იყოს, ან, რამდენიმე წვრილმანი დაზიანების არასასურველი კვეთა. პირველ ყოვლისა, უნდა შემოწმდეს ეგრეთ წოდებული რეცირკულაციის „კლაპანი”, რომელიც ჰაერის შემშვები კოლექტორის ქვეშაა განთავსებული, თან, საკმაოდ მოუხერხებელ ადგილას. როგორც წესი, მსგავს მოქმედებებს ასეთი შემთხვევების ოთხმოც პროცენტში სწორედ ეს დეტალი იწვევს. თუმცა, შეიძლება, ასეთი რამ უჩვეულო დეტალებმაც გამოიწვიოს. მაგალითად, შეიძლება, ღია რჩება, ეგრეთ წოდებული „დროსელი,” შეიძლება დაზიანებული  იყოს ვაკუუმის „შლანგი” ან თვითონ ვაკუუმი, საიდანაც ძრავა ჰაერის შეწოვას ახდენს და ეს იწვევს მის ღმუილს. ასევე, შესაძლოა, იყოს პირდაპირი დეტალი (ეგრეთ წოდებული „ხალასტოი ხოდის რეგულატორი”), რომლის პირდაპირ მოვალეობაში შედის ბრუნების ნორმაში შენარჩუნება თავისუფალი სვლის დროს. მაგრამ, როგორც წესი, ამ დეტალის დაზიანების დროს ძრავას ბრუნები 2 500-ს არ სცდება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის და კიდევ უამრავი სხვა მიზეზის გადამოწმება შეგიძლიათ „თეგეტა მოტორსში” – ამისთვის მათ სპეციალური ხელსაწყოები ჩამოიტანეს. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „მაზდა 626”, რომლის ავტომატურ მართვის კოლოფს უცნაური რაღაც ემართება, მაგალითად, შუქნიშანთან გაჩერებისას „დე-ში“ იწყებს ძაგძაგს; თუ კოლოფს გადმოვიტან „ნეიტრალში“ ჩერდება, მერე კი, „დე-ში“ ისევ ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას. რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: ზოგადად, ეს არა მხოლოდ „მაზდის” არამედ, ავტომატური მართვის კოლოფების პრობლემაა, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული, მაგრამ, ყველაფერს ერთი ძირითადი მიზეზი აქვს – ძრავას ბრუნი სათანადო დონემდე არ ჩამოდის, ის ცოტა მეტზე რჩება, რაც კოლოფს აიძულებს, ავტომობილის წაყვანისკენ უბიძგოს, ჩვენ კი მუხრუჭით ვაიძულებთ, რომ იდგეს, შესაბამისად, იწყება ბიძგები. მაგრამ, რიგ შემთხვევებში „ნეიტრალში“ გადაგდება აიძულებს ავტომობილის მართვის მენეჯმენტს, რომ ძრავას ბრუნთა რიცხვი ნორმაში დაბრუნდეს და, ამის მერე ისევ სიჩქარეში გადართვისას, ის ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას. ძრავას ბრუნთა რიცხვის გაზრდა მილიარდი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული და კონკრეტულ ავტომობილზე ამ მიზეზს ხელოსანმა უნდა მიაგნოს. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ პოლო”, 2000 წლის, რომელიც დაახლოებით სამი თვეა, შევიძინე. ამ რამდენიმე ხნის წინ ერთი უცნაურობა დაეწყო: ზოგიერთ მოსახვევში შესვლისას ხელსაწყოების დაფაზე ინთება წითელ ფრჩხილებში ჩასმული ძახილის ნიშანი, ანუ, იგივე ნათურა, რომელიც ხელის მუხრუჭის ამოწევისას ინთება. როდესაც ვსწორდები და ავტომობილს ვაჩერებ, ვსინჯავ ხელის მუხრუჭს და ოდნავაც არ აქვს შეცვლილი მდგომარეობა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: ეს არ არის ძალიან რთული პრობლემა, უბრალოდ, სამუხრუჭე სისტემაში სამუხრუჭე სითხე აკლია და დამატებას საჭიროებს. მაგრამ, ამ შემთხვევაში ბევრი სითხის დამატება კარგი არ იქნება. სავარაუდოდ, თქვენს მანქანაში სითხის დონემ დაიწია, რადგან, სამუხრუჭე ხუნდები რაღაც დონემდე გაცვდა. შეიძლება, ხუნდები ჯერ არ არის დასული კრიტიკულ ზღვრამდე და არ ისმის ეგრეთ წოდებული „საკონტროლო წივილი”, რითაც უამრავი მძღოლი ხვდება, რომ ხუნდები შესაცვლელია. გირჩევთ, ორივე ერთად შეცვალოთ, მაგრამ, ჯერ მაინც ხუნდების მდგომარეობა გადაამოწმეთ და, თუ არის საშუალება, ამ ხუნდებით კიდევ რაღაც პერიოდი იაროთ, მხოლოდ სითხე დაამატეთ. ბევრის დამატება კი იმიტომ არ არის საჭირო, რომ, როდესაც ხუნდებს შეცვლით, მისი დონე აიწევს და პატარა ავზიდან, გადმოვა.

скачать dle 11.3