კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო აეკრძალა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის გადაკვეთა ჩარლი ჩაპლინს და რომელი ადგილი დაიკავა მან თავისივე ორეულების კონკურსში

„მე უამრავი პრობლემა მაქვს პირად ცხოვრებაში, თუმცა ჩემმა ტუჩებმა ამის შესახებ არაფერი იციან, ისინი მუდამ იღიმიან,”  – ჩარლი ჩაპლინი, ლეგენდარული პიროვნება და მსოფლიო კინოს ვარსკვლავი. მიუხედავად იმისა, რომ მუნჯი კინო დიდი ხანია ისტორიას ჩაჰბარდა, ჩაპლინის მიერ შექმნილი მაწანწალა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კინოპერსონაჟადაა მიიჩნეული. ჩაპლინის ფიგურა კი, საზოგადოებაში დღემდე ინტერესს იწვევს.

* ბევრმა არ იცის, რომ ჩარლი ჩაპლინი სიღარიბეში იზრდებოდა. მამამ მისი დაბადებიდან ცოტა ხანში მიატოვა ოჯახი, ხოლო დედა ვარიეტეს მომღერალი გახლდათ. როცა მან ხმა დაკარგა, უსამსახუროდ დარჩა, რის გამოც შვილები – ჩარლი და სიდი „ობოლთა პანსიონატში” მიაბარა. აღსანიშნავია, რომ წერა-კითხვა ჩარლი ჩაპლინმა მას შემდეგ ისწავლა, რაც პირველი როლი უკვე ნათამაშები ჰქონდა. ჩაპლინს ძალიან ეშინოდა, მისი გაუნათლებლობა არავის შეეტყო და ხმამაღლა კითხვას ერიდებოდა. როლზე მუშაობის დროს ტექსტებს მას ძმა, სიდი უკითხავდა, ხოლო ჩარლი იზეპირებდა.

* ჩარლი ჩაპლინი ოთხი დღით უფროსია ფაშისტური გერმანიის ლიდერზე, ადოლფ ჰიტლერზე.

* ჩარლი ჩაპლინის სიმაღლე 165 სანტიმეტრი იყო, ხოლო მუდმივი წონა – 60 კილოგრამი.

* ჩაპლინს ცისფერი თვალები და მუქი ფერის ხვეული თმა ჰქონდა, თუმცა 35 წლის ასაკში გაჭაღარავდა.

* მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი ჩაპლინი მილიონერი იყო, ის ცხოვრებას იაფფასიანი სასტუმროებში აგრძელებდა და ჩემოდანში სტუდიურ ჩეკებს ინახავდა ყოველი შემთხვევისთვის.

* ცნობილია, რომ ჩარლი ჩაპლინი სიმპათიით იყო განწყობილი კომუნისტების მიმართ და 1930-იან წლებში ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში სამსახური შეიქმნა, რომელიც „ჩაპლინის საქმეზე” მუშაობდა.

* ჩაპლინმა თითქმის 40 წელი იცხოვრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ამერიკის მოქალაქე არ გამხდარა. 1952 წლიდან მას აკრძალული ჰქონდა ამერიკის საზღვრის გადმოკვეთა, ხოლო ვიზის მიღების შემთხვევაში, პასუხი უნდა გაეცა საემიგრაციო კომიტეტში დასმულ კითხვებზე.

* 1917 წელს ჩარლი ჩაპლინი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. მისი კონტრაქტი სტუდია „ფერსტ ნეშნელთან” მილიონ ამერიკულ დოლარზე იყო გათვლილი.

* ჩაპლინის საყვარელი სპორტის სახეობა კრივი გახლდათ, ხოლო ცეკვა – ტანგო. ფილმში „დიდი ქალაქის ჩირაღდნები” მან რინგზე ბრძოლა „ტანგოს“ შეუთავსა.

* მეორე მსოფლიო ომის დროს ჩარლი ჩაპლინი „რუსეთის დახმარების კომიტეტმა” თავის მიტინგზე მიიწვია. თავისი გამოსვლა ჩაპლინმა დაიწყო სიტყვით „ამხანაგებო” და ამერიკის მთავრობას მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდა. ამ გამოსვლის შემდეგ, ჩაპლინს ოფიციალურად დასდეს ბრალი კომუნიზმის მხარდაჭერაში.

* „დიდი დიქტატორის” გადაღებებისას ჩაპლინს აფრთხილებდნენ, რომ პრობლემები შეექმნებოდა ფილმის გაქირავებას – ცენზურა არ დაუშვებდა ფილმის ეკრანზე გამოსვლას; მას ვერასდროს ნახავდნენ ამერიკელი და ინგლისელი მაყურებლები იმის გამო, რომ საფრთხე არ შექმნოდა ამერიკისა და გერმანიის ნეიტრალურ ურთიერთობებს. მას შემდეგ, რაც გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, ზეწოლა ჩაპლინზე შეჩერდა. თუმცა, ფილმით უკმაყოფილო ადამიანები, ჩაპლინის სახელზე მუქარის წერილებს აგზავნიდნენ და მას ერებს შორის შუღლის გაღვივებაში სდებდნენ ბრალს.

* „დიქტატორის” კინოეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ფაშისტური გერმანიის პროპაგანდამ ჩაპლინი ებრაელად გამოაცხადა და ანტიამერიკული საქმიანობის საგამოძიებო სტრუქტურამ მისი ეროვნების გარკვევა დაიწყო.

* დოკუმენტური ჩანაწერების თანახმად, ადოლფ ჰიტლერმა ფილმი „დიდი დიქტატორი” რამდენჯერმე ნახა.

* ჩარლი ჩაპლინი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული და უმეტეს შემთხვევაში, მისი მეუღლეები მასზე ბევრად უმცროსები იყვნენ: 16 წლის მილდრედ ჰარისზე ჩაპლინი 28 წლის ასაკში დაქორწინდა; 16 წლის ლიტა გრეიზე – 35 წლის ასაკში; 19 წლის პოლეტ გოდარზე – 44 წლის ასაკში; 18 წლის უნა ონილზე – 54 წლის ასაკში. სწორედ უნასგან ეყოლა ჩაპლინს რვა შვილი, მათ შორის ბოლო იმ დროს, როცა დიდი კომიკოსი 72 წლის იყო. სულ ჩაპლინს 12 შვილი ჰყავდა. 

* ჩაპლინის ბიოგრაფის, ჯოის მიტჩელის ვერსიით, ვლადიმირ ნაბოკოვის რომანი „ლოლიტა” ჩაპლინისა და ლიტა გრეის ურთიერთობის შესახებ დაიწერა.

* ჩარლი ჩაპლინი ნიჭიერი კომპოზიტორი იყო და თავისი ფილმების უმეტესობისთვის თავად წერდა მუსიკას.

* ერთხელ ჩარლი ჩაპლინმა ინკოგნიტოდ საკუთარი ორეულის გამოსავლენ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავა.

* 1975 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ ჩარლი ჩაპლინი რაინდის ტიტულით დააჯილდოვა.

* ჩაპლინის საყვარელი კომიკოსი ბრიტანელი ბენი ჰილი იყო. როდესაც ჰილი 1991 წელს ჩაპლინის ოჯახს ესტუმრა, მას „ბენი ჰილ-შოუს” ჩანაწერების დიდი კოლექცია აჩვენეს.

* ჩარლი ჩაპლინთან განქორწინების შემდეგ, პოლეტ გოდარი ერიხ-მარია რემარკს გაჰყვა ცოლად.

* 1920-იან წლებში ჩარლი ჩაპლინს ევროპელები „შარლოს” სახელით იცნობდნენ.

* ცნობილია, რომ რევოლუციამდელ რუსეთის იმპერიაში ჩარლი ჩაპლინი ნაკლებად პოპულარული იყო, მას იაფფასიან ჯამბაზს უწოდებდნენ და მაქს ლინდერისა და ანდრე დიდის კომედიურ ფილმებს უფრო მაღლა აყენებდნენ. გასაბჭოების შემდგომ, საბჭოთა კავშირში ჩარლი ჩაპლინი გაცილებით პოპულარული გახდა და ვლადიმირ მაიაკოვსკი მას ლექსებსაც კი უძღვნიდა.

* კინემატოგრაფში მისვლამდე ჩარლი ჩაპლინი სტამბაში, გაზეთების გამყიდვლად და ექიმის თანაშეწმედ მუშაობდა. 

* მერი პიკფორდთან, დუგლას ფერბენკსთან და დევიდ გრიფიტთან ერთად, ჩარლი ჩაპლინმა ერთ-ერთი უძველესი კინოკომპანია – „იუნაითედ არტისტი” 1919 წელს დააარსა.

* 1922 წლამდე ჩაპლინს არ გააჩნდა საკუთარი საცხოვრებელი, ის სასტუმროებსა და ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდა. 1922 წელს მან ბევერლი-ჰილზზე აიშენა სახლი, 40-ოთახიანი სასახლე, კინოთეატრითა და ორღანით.

* უკანასკნელი ფილმი ჩარლი ჩაპლინმა 1967 წელს გადაიღო, სიკვდილამდე 10 წლით ადრე –  „გრაფინია ჰონკონგიდან”. ფილმში მთავარ როლებს მარლონ ბრანდო და სოფი ლორენი ასრულებდნენ, ჩაპლინი კი ეპიზოდური როლით შემოიფარგლა.

* ჩარლი ჩაპლინი 1977 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა 88 წლის ასაკში.

* 1978 წელს კუბო ჩაპლინის სხეულით ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს და ოჯახისგან მოითხოვდნენ გამოსასყიდს. პოლიციამ დააკავა გამომძალველები და 1978 წლის 17 მაისს ჩაპლინი ხელმეორედ დაკრძალეს.

* 1981 წლის 16 აპრილს ჩარლი ჩაპლინის 92-ე დაბადების დღეზე ლონდონში, ლესტერის მოედანზე, უილიამ შექსპირის ძეგლის მახლობლად, მსახიობის ძეგლი გაიხსნა.

скачать dle 11.3