კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაედინება საქართველოდან საქართველოს მოსახლეობა და როგორ იკავებენ მის ადგილს უცხო, ძირითადად, ჩამორჩენილი ქვეყნის მოქალაქეები

რიგ ობიექტურ და უფრო მეტ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ჩვენს ქვეყანაში მყოფი თუ მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა მხოლოდ თბილისის ქუჩების შეუიარაღებელი თვალით დათვალიერებაც კი საკმარისია, დაადგინო, რომ მათი რაოდენობა არცთუ მცირეა. მოარული ხმებით, ჩვენს ქვეყანაში მრავლად იმყოფებიან აფრიკის, ჩინეთის, ინდოეთისა თუ სხვადასხვა არაბული სახელმწიფოს წარმომადგენლები. ჯერჯერობით საბოლოოდ ისიც არ გარკვეულა, გაუქმდა თუ ისევ ძალაშია ეგრეთ წოდებულ ჩინურ ქალაქში 126 000 ჩინელის ჩამოსახლება. ბუნებრივია, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, ადამიანების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა, თუ ჩვენს საკუთარ დემოგრაფიულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ და იმასაც დავამატებთ, რომ საქართველოს მილიონი ან უფრო მეტი მოქალაქე (მათგან უმეტესობა არალეგალურად) მთელ დედამიწასაა მოდებული სარჩოს შოვნის იმედად, პრობლემა მართლაც საფუძვლიანია, რაზეც „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

–  როგორ შეიძლება, გადაწყდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივად შემოდინების პრობლემა ისე, რომ ცივილიზებულობაც შევინარჩუნოთ და არც საკუთარი და არც სხვისი უფლებები არ შევლახოთ?

– ჩვენი პოზიცია საკმაოდ გასაგებია ეროვნული თვალსაზრისითაც და სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე მიდგომებთან და საერთაშორისო სამართალთან. ჩვენ არ გვაქვს ფობიური დამოკიდებულება არც ერთი ეთნოსისადმი. პრობლემად მიგვაჩნია ის, რომ ქვეყნიდან გაედინებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ძირითადად, ევროპაში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოს საძებნელად და იქ რჩებიან კიდეც საცხოვრებლად, ჩვენს ქვეყანაში კი შემოედინებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ძირითადად, აფრიკიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და თურქეთიდან. ეს იწვევს დისბალანსს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოდენობას შორის. მეორე მხრივ, ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა ძლიერი ეკონომიკით და, ამდენად, ჩვენზე ღარიბი აფრიკის ქვეყნებიდან, თუნდაც, ჩინეთიდან და ინდოეთიდან შემოსული მოქალაქეები იკავებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ადგილს შრომით ბაზარზე. შესაბამისად, ჩინეთის, ინდოეთისა თუ თურქეთის მოქალაქე სოციალურად ავიწროებს ისედაც სოციალურ სიდუხჭირეში მყოფ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ კანონი გვავალდებულებს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, შეერთებული შტატები იქნება ეს თუ გერმანია, დავიცვათ ჩვენი ეკონომიკური საზღვარი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შრომითი ბაზარი და შემდგომ ვიფიქროთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.

– აქვე მოვიხმობ სტატისტიკას: საქართველოში თითოეულ მოქალაქეზე მოდის მხოლოდ 115 115-მეტრზე მიწა, მეტი არ გვაქვს.

– გეთანხმებით, და მიწის პრობლემა კიდევ სხვა საკითხია. მე მინდა, სრულად აღვწერო ის პრობლემა, რაც მოჰყვება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას და გასაგები გავხადო ნებისმიერი შეხედულების მქონე ადამიანისთვის, თუ რა გვაშფოთებს.

გარდა სოციალური და შრომითი პრობლემებისა, რაზეც მოგახსენეთ, პოლიტიკურ პრობლემასაც ვხედავ, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქების ასეთი მასობრივი შემოდინება პოლიტიკური გავლენის საშუალებას აძლევს უცხო სახელმწიფოს. იმიტომ რომ ეს ადამიანები აქ რჩებიან და, ამასთანავე, არ წყვეტენ ურთიერთობას თავიანთ სამშობლოსთან. ანუ გამოდის, რომ ჩინეთისა თუ თურქეთის სახელმწიფოებს შეუძლიათ, ჩაერიონ ჩვენს პოლიტიკურ საქმეებშიც: შემოდინების მხრივ, პირველ ადგილზე არის ჩინეთი და თურქეთი, მათ შემდეგ კი –  სხვა ქვეყნები და ძალიან გააქტიურდა ინდოეთი. გარდა ამ პოლიტიკური და სოციალური პრობლემებისა, მოდი, ისიც ვთქვათ, რომ ეს ქვეყნები, განსაკუთრებით, აფრიკული, ეკონომიკურად ძალიან ჩამორჩენილი ქვეყნებია: იქ ძალიან მაღალია ინფექციურ დაავადებათა რიცხვი და, ასევე, კრიმინალი. აფრიკის ქვეყნებში არსებობს არასტრუქტურირებული კრიმინალი, მაგრამ ჩინური კრიმინალური სამყარო მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი იმპერია, ძალიან სტრუქტურირებული და სასტიკი. ამ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ბრძოლა უჭირს და ყოველთვის წარმატებული ვერ არის ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურებიც კი.

– „ჰოლივუდის“ ფილმებიდანაც კი ვიცით ჩინური მაფიის შესახებ.

– ფილმებიდანაც და რეალობიდანაც. ჩინეთში ძალიან მაღალი დონის კრიმინალი და კორუფციაა. ამიტომ ჩვენს სპეცსამსახურებსა თუ ჯანდაცვის სამსახურებს უჭირთ შემოდინებული ნეგატივის, არა მხოლოდ კრიმინალის, არამედ ინფექციური დაავადებების, კონტროლი: სხვადასხვა ტიპის გრიპით დაწყებული და შიდსითა და C ჰეპატიტით დამთავრებული. ეს პროცესი სრულიად უკონტროლოა, რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენს მოქალაქეებს.

მე არ მინდა, ვაწყენინო რომელიმე სახელმწიფოს, მაგრამ ინდური საზოგადოების დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხისადმი პრინციპულად მიუღებელია თანამედროვე და, მათ შორის, ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩინეთი და, განსაკუთრებით, ინდოეთი გამოირჩევა ქალების მიმართ ძალადობით. ინდოეთში დღეს ქალისადმი არსებული დამოკიდებულება ჩამორჩენილია თვით შუა საუკუნეებისთვისაც კი. მასობრივია გაუპატიურების შემთხვევები და, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკით, ეს დანაშაული იქ პირველ ადგილზეა, სპეციალისტების აზრით, ეს მონაცემი რეალურობის მხოლოდ 15-20 პროცენტს ასახავს. უნდა ვთქვა, რომ პრინციპულად მიუღებელია ინდოეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი. ასეთი ტიპის დანაშაული ყველგან ხდება, ჩვენთანაც, მაგრამ იქ, ერთი მხრივ, არის მასობრივი და, მეორე მხრივ, პოლიციაც კი ამ დანაშაულის დაფარვაშია ჩაბმული. ახლახან ინდოეთში ორი და –  10 და 11 წლის, გააუპატიურეს, აწამეს, შემდეგ ჭაში ჩააგდეს და პოლიციამ დამალა ეს დანაშაული.

– ერთიც მგლისკენო, რაც ჩვენ ძალადობის კადრები ვნახეთ ჩვენივე ციხეებში გადაღებული და იქ გამეფებულ ძალადობაზე მოვისმინეთ და ვისმენთ ამბებს, ვინმე გაგვაკვირვებს გაუპატიურებით?

– მაგრამ როგორი იყო ჩვენი საზოგადოების რეაქცია?! ამან პოლიტიკურ შედეგები გამოიღო და ახლა ჩვენი საზოგადოება ძალიან სამართლიანად ითხოვს სამართალს. აი, ეს არის განსხვავება, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ასეთი აზროვნების ხალხის შემოდინება სახიფათოა. აქ რომ მსგავსი დანაშაული ჩაიდინოს ვინმემ, ვერანაირი პოლიცია და ჯარი ვერ გააჩერებს ხალხს და შეიძლება, უდანაშაულო ინდოელებიც შეეწირონ ამას. ანუ ასეთი პრობლემები არსებობს. ვიმეორებ, ეს არ არის ინდოელების ეთნიკური პრობლემა, მაგრამ აშკარაა, რომ არის ინდური საზოგადოების პრობლემა. იცით, რომ ჩვენი შეშფოთების კულმინაცია იყო, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ მცხეთისა და თბილისის ტერიტორიები გამოუყვეს ჩინურ კომპანიას, მათ უნდა ააშენონ ჩინური ქალაქი და ჩამოასახლონ ჩინეთის 126 000 მოქალაქე, რომლებმაც უნდა დაიკავონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ადგილი შრომით ბაზარზე, ჩვენი ახალგაზრდების ადგილი ბიზნესში და ასე შემდეგ.

ჩვენ რომ ინვესტორებთან ბრძოლა დავიწყოთ, ეს არ იქნება სწორი. იმიტომ რომ ეს ნეგატიურ შედეგს მოუტანს ქვეყანას.

– თუმცა ჩვენს სახელმწიფოს შეეძლო, ინვესტორები დაევალდებულებინა, რომ უპირველესად და მხოლოდ დაესაქმებინა ადგილობრივები?

– ახლოს მიდიხართ იმ დებულებასთან, რაც ჩვენ საკანონმდებლო დონეზე შევიმუშავეთ. ერთი მხრივ, ჩვენ გვჭირდება ინვესტორები, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერ დავუშვებთ ქვეყანაში ვერც კრიმინალს, ვერც ინფექციური დაავადებების უკონტროლობას და ვერც უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციას. ინვესტორს, ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს საშუალება, ჩამოვიდეს და იცხოვროს შეუზღუდავი ვადით, მაგრამ უნდა გავამკაცროთ სავიზო რეჟიმი და საიმიგრაციო კანონმდებლობა. თუმცა ისეც არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ჩინეთთან და ინდოეთთან ვამკაცრებთ, მაგრამ ვარბილებთ რუსეთთან, ევროპასთან თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ,  მიუხედავად საიმიგრაციო კანონის გამკაცრებისა, უვიზოდ შემოსვლისა და ცხოვრების უფლება მიეცეს ინვესტორებს და, შესაბამისად, მიგრაციის უფლება მიებას ჩამოსვლის მიზანს. თუ ადამიანი ჩამოდის ტურისტად, განსაზღვრული ვადა უნდა დაწესდეს; თუკი ადამიანი შემოდის საქმიანი მიზნებით, მას უნდა ჰქონდეს აქ ჩამოსვლის, მუშაობისა და განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალება. მაგრამ უნდა გაკონტროლდეს, რომ მართლაც ამ მიზნების მისაღწევადაა ჩამოსული. ცარიელი ჯამით და დედაბუდიანად სოციალურად დაუცველი ათასობით ადამიანის ჩამოსვლას ვერ დავუშვებთ. მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქე –  2 მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ერთი მილიონი გასულია ქვეყნიდან, ჩვენ ვერ დავუშვებთ…

– რომ ჩვენზე გაჭირვებულები დაგვემატონ?

– დიახ და უფრო იაფად იმუშაონ. ასეთ კონტროლს აწესებს ნებისმიერი სახელმწიფო. ძალიან მკაცრი კანონმდებლობა აქვს, მაგალითად, შეერთებულ შტატებს, განსაკუთრებით სამხრეთში მექსიკიდან და ლათინური ამერიკიდან მიგრაციის პრობლემის გამო ძალიან მკაცრი კონტროლია. ასევე, მკაცრი კანონმდებლობა აქვს გერმანიას.

– 126 000 ჩინელის ჩამოსახლებას რა ეშველება, ეს საკითხი ხომ უკვე შეთანხმებულია?

– შეთანხმებულია ძველ კორუმპირებულ მთავრობასთან. ეს ჩაწერილია ამ ხელშეკრულების განმარტებით ბარათში, მაგრამ ცოტა ორაზროვანი ჩანაწერია. ახლა განმარტავენ, რომ თითქოს ეს თარგმანის შეცდომაა, თუმცა ცოტა უცნაურია, შეგეშალოს 126 000 ადამიანის ჩამოსახლება?!

– ანუ ჩინელი ინვესტორი კატეგორიულად არ ითხოვს, რომ მის მიერ აშენებულ ჩინურ ქალაქში, მაინცდამაინც, ჩინელებმა იცხოვრონ?

– კატეგორიულად ვეღარ მოითხოვენ, იმიტომ რომ ჩვენ გავამკაცრებთ საიმიგრაციო კანონს და მათაც ამ კანონმდებლობით მოუწევთ მუშაობა. ხელშეკრულების განმარტებითი ბარათი კანონზე მაღლა არ დგას. ჩვენ ხელს შევუწყობთ ჩინელ ინვესტორს, რომ წარმატებული ბიზნესი ჰქონდეს და კარგად ააშენოს ის სახლები, მაგრამ მას მოუწევს, დაემორჩილოს ჩვენს კანონებს.

– ჩვენს სახელმწიფოს არ შეუძლია, რომ თავად შეისყიდოს ის სახლები?

– შესაძლოა, მოლაპარაკების გზით ფასზე შევთანხმდეთ. ეს არის პოლიტიკურ-კომერციული პროექტი და ჩვენ ის სრულად უნდა გავაკომერციულოთ: ჩვენი მიზანია, დასაქმდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, შეივსოს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი და გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და კანონი არ არჩევს, რა ეროვნების ინვესტორი გააკეთებს ამას. მიგრაცია უნდა გაკონტროლდეს და ის გაკონტროლდება.

– რა კვალი იკვეთება ამ პროექტში? რატომ უნდა დასთანხმებოდა საქართველოს წინა ხელისუფლება ასეთ პროექტს?

– კორუფცია, ეს არის საუკუნის ყველაზე დიდი ღალატი, თუმცა ბრალი მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებას უნდა დავდოთ, რადგან, ჩვენ რომ გვქონდეს ფინანსური შესაძლებლობა და, მაგალითად, თურქეთმა მოგვცეს საშუალება, ძირძველ ქართულ მიწა-წყალზე აფხაზეთიდან დევნილები ჩავასახლოთ, სიამოვნებით გავაკეთებდით ამას. ამდენად, ვერ დავადანაშაულებთ ჩინელებს ასეთი სურვილებისთვის, უბრალოდ ქვეყანას უნდა ჰყავდეს პატრონი. ამისთვის პასუხი უნდა მოვთხოვოთ მას, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული და ახალ ხელისუფლებასაც. საკმაო დრო გავიდა უკვე და ახალ ხელისუფლებასაც უნდა მოვთხოვოთ პასუხი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. ყველაფრის გამოსწორებას არავინ ითხოვს, მაგრამ გაცილებით ეფექტიანად შეიძლებოდა მუშაობა. მეჩვენება, ზედმეტად გაერთო კინკლაობაში „ნაცმოძრაობასთან“ და ეს არ არის გულუბრყვილო და მიამიტური საქციელი. ეს საჩვენებელი კინკლაობაა, რითაც უნდა გადაიფაროს ხალხის ზურგს უკან მიმდინარე მოლაპარაკება „ნაცმოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი ბიზნესების უჩხუბრად და მშვიდობიანად გადანაწილებაზე. დღემდე „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს ბიზნესის 80 პროცენტს. ეს ცოტა უტვინო საქციელიცაა, იმიტომ რომ დაუსჯელი ვერ დარჩება, რადგან, დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას არ იღებს ამ პროცესში. ის ღირსეული კაცია და ამას არ იკადრებს, მაგრამ მისი ძირითადი შემადგენლობა, ძირითადში ვგულისხმობ მათ, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, მონაწილეობს ამ სამარცხვინო გარიგებებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

– ამბობთ, რომ ერთადერთი, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსახლება-დასახლებას შეუშლის ხელს, არის საიმიგრაციო კანონის გამკაცრება, ეს კანონი უნდა გაამკაცროს ხელისუფლებამ, რეალურია ეს მოლოდინი?

– რეალურია, რადგან საზოგადოებას აქვს ეს მოთხოვნა. თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საზოგადოების დაკვეთას ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, დიდხანს ვერ გაქაჩავს და ეს პარლამენტი ისეთივე უდღეური შეიძლება, აღმოჩნდეს, როგორიც წინა იყო და ასეთ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ, მხარი დავუჭიროთ საზოგადოების მოთხოვნას, პარლამენტი დაიშალოს და ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. არავის გაუკვირდეს, რომ ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტი მოთხოვნები ჰქონდეს ამ ხელისუფლების მიმართ, ვიდრე წინა ხელისუფლებისადმი ჰქონდა, იმიტომ რომ ხალხმა დაინახა თავისი ძალა. ხალხს ეს ბრძოლა ძვირად დაუჯდა, ამიტომ ამ ხალხთან იმავე ტონითა და გონორით ლაპარაკი ცეცხლთან თამაშია და არ უნდა უკვირდეთ პოლიტიკოსებს, რომ მათ უფრო მაღალ სტანდარტებს მოსთხოვს ეს ხალხი.

скачать dle 11.3