კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„საიდუმლოდ“

ცხვრებად გაფორმებულები

მიუხედავად ინფორმაციის მეტ-ნაკლებად გათავისუფლებისა, ჯერჯერობით ისევ უცნობია, რა დაგვიჯდა პრეზიდენტის სასახლე (მშენებლობა 2004-2009 წლებში მიმდინარეობდა, საზეიმოდ კი აგვისტოს ომის თითქმის წლისთავზე, 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა), თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქმე გაცილებთი მძიმედაა: მფლობელიც კი უცნობია.

კერძოდ, გაზეთ „ვერსიის“ ცნობით, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია კერძო პირზეა გაფორმებული. გადაფორმების აქტი კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შემდგარა.

ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, ვინაიდან, ამ ჩვენი კანონის თანახმად (რასაც საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახური იშველიებს), „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცული ინფორმაცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის, სამთავრობო რეზიდენციებისა და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების შესახებ განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კატეგორიას და ადევს გრიფი „საიდუმლო“.

ხოლო, რადგან დაგრიფულია, უბრალო მოკვდავთა თვალებისთვისაც მიუწვდომელია, მეორე მხრივ, ისიცაა, ვითომ რატომ უნდა იყოს საიდუმლო სახელმწიფო შენობა-ნაგებობების მესაკუთრის ვინაობა, როცა, საბოლოოდ, მესაკუთრე მაინც ესა თუ ის სახელმწიფო უწყებაა (ვითომ საქართველოს მოქალაქის ტვინი ვერ ჩასწვდება ქართული დემოკრატიის ხვეულებს)?!

ჩასწვდება თუ ვერ ჩასწვდება, ფაქტია, რომ დაგრიფულს დაგრიფული ემატება, აქედან გამომდინარე კი, არც ის არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს გაირკვეს, რომ საჯარო რეესტრში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, გრიფით „საიდუმლო“, ცხვრებად ვართ გაფორმებულნი.

скачать dle 11.3