კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნაციონალურად“ შეყრილი და „ოცნებით“ დაშორებული

ნაგვის როლი თბილისელის ცხოვრებაში

მართალია, დედაქალაქის საკრებულოში ძალთა ბალანსი საბოლოოდ კვლავაც არ დადგენილა, თუმცა, ტენდენცია აშკარაა – ერთ დროს ფოლადივით მონოლითური „ნაცმოძრაობის“ ფრაქცია ცოტავდება.

მაგრამ, როგორც უნდა იყოს, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდება (83 მილიონით) და, როგორც თბილისის აწ უკვე არამონოლითური მესვეურები გვიცხადებენ, ამ 83 მილიონიდან 36 მილიონი დასუფთავების სამსახურის ბიუჯეტს დაემატება. ეს დამატება კი იმისთვის გახდა აუცილებელი, რომ ამ წლის პირველი ივნისიდან, ის, რაც „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ თითქოს სამუდამოდ ერთმანეთს გადააფსკვნა, „ოცნებამ“ დააშორა (ელექტროენერგია და ნაგავი მაქვს მხედველობაში). 

ჰოდა, რაკი დააშორა, აწი შუქი არც ნაგავს დაყრის და თითო სულზე დასუფთავების გადასახადი 2,5-ლარითაც განისაზღვრება (იმისდა მიუხედავად, რამდენი არათუ ნაგავი დაგცვივდებათ, არამედ, თვით ელექტროენერგიაც კი დაგანათებთ).

10 მილიონი ლარი შიდა გზების დაგება-მოასფალტებას მოხმარდება, ავარიული სახლების გამაგრება-შეყენებას – ამაზე ერთი მილიონით ნაკლები, სასწრაფო დახმარება მილიონ 200 ათასით გაძლიერდება, ხოლო უფასო სასადილოები ამაზე ოდნავ მეტით – მილიონ 700 ათასით.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაგავს აქტიური როლი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში (ჯერ ერთი, იმიტომ რომ უსაშველოდ ბევრს გვახდევინებდნენ დასუფთავებაში და, მეორეც, როგორც ამ დამატებიდანაც ჩანს, არანაკლებ შთამბეჭდავი ბიუჯეტიც აქვს), ჩნდება რიტორიკული კითხვა: თუკი ადამის მოდგმა, ზოგადად, ტალახისგან მოიზილა, ჩვენს შესაქმნელად შემოქმედმა რამე სხვა მინარევი ხომ არ გამოიყენა?!

скачать dle 11.3