ანეკდოტები
უფროსი თანამშრომლების ოთახში შედის:
– მე ხომ გაგაფრთხილეთ, მუშაობის დროს ნუ ეწევით-მეთქი!
– და‚ ვინ მუშაობს‚ რო?!
***
ქალთან საყვარელი მიდის.
– იცი‚ ახალი პოზა მოვიგონე, მაგარია! – და უხსნის...
– მოიცა‚ თუთიყუშს გადავაფარებ‚ არ დაგვინახოს‚ თორემ, ქმარს ყველაფერს მოუყვება.
– არრრა! ენა ამომგლიჯეთ‚ მაგრამ, მაყურებინეთ! – იყვირა თუთიყუშმა.
***
მოხუცი ცოლ-ქმარი ტელევიზორს უყურებს. უცბად კაცი ამბობს:
– მომისმინე‚ უკვე ორმოცდაათი წელია, ერთად ვართ‚ ხუთი შვილი გავზარდეთ... ბოლო ოთხი გაჭრილი ვაშლივითა ჰგავს ერთმანეთს‚ პირველი კი სულ განსხვავებულია... ახლა მაინც გამოტყდი‚ მიღალატე‚ არა?
– ჰო‚ შევცოდე...
– და, ვინ არის პირველი შვილის მამა?
– შენ...
***
აკვალანგის გარეშე ყვინთვის საერთაშორისო შეჯიბრებაზე ჩვენიანმა გაიმარჯვა. გაოცდნენ ჟიურის წევრები და ეკითხებიან:
– შეუძლებელი შეძელით‚ ასე დიდხანს მსოფლიოში არასდროს არავის გაუძლია წყალქვეშ ამოუსუნთქავად – ალბათ‚ მომზადების სპეციალური სისტემა გაიარეთ.
– არა‚ უბრალოდ‚ ჩვენს ლიფტში ისეთი სუნი დგას ხოლმე‚ თანაც, ისე ნელა დადის‚ ყოველდღიურად მე-15 სართულზე სუნთქვაშეკრული ავდი-ჩავდივარ...
***
ტიპი შედის მაღაზიაში:
– ტრუსიკი გაქვთ?
– არა‚ ბატონო.
– გასაყიდად?
***
ჩემს ქმარს საყვარლის გაჩენა უნდოდა და გადავაფიქრებინე – ვუთხარი, ვერ გავქაჩავთ‚ ამდენი შემოსავალი არ გვაქვს-მეთქი. უმჯობესია‚ მე გავიჩინო საყვარელი – ოჯახი ხრამია და დამატებითი შემოსავალი ნამდვილად არ გვაწყენს...
***
ნარკოტიკებზე გაწვრთნილმა ძაღლმა საბაჟოზე ადვილად მიახვედრა ჰოლანდიელი მგზავრი‚ რომ ერთი კილოგრამი ხორცის საშუალებით სულ ადვილად შეიძლება პრობლემის მოგვარება.
***
– წინა კვირას გაზეთში გამოვაქვეყნე განცხადება: „ვეძებ ცხოვრების თანამგზავრს“ და კვირის ბოლოს 500-მდე წერილი დამიგროვდა.
– მერე?
– ყველგან ორი სიტყვა ეწერა: „ჩემი წაიყვანე“.
***
– გუშინ სახლში დავრეკე და ცოლს ვეუბნები‚ ასე და ასეა, მოკლედ‚ ჩემი ბიზნესი ჩავარდა და გავკოტრდი-მეთქი. შინ მივედი და ცოლი აღარ დამხვდა... ტანსაცმელიც წაუღია... ჯანდაბას მაგის თავი‚ რად მინდა ქალი‚ რომელსაც იუმორის გრძნობა არ აქვს...
***
– ჩემმა ქმარმა დაბადების დღეზე ახალი აიფონი მაჩუქა.
– საბედნიეროდ‚ ჩემს ქმარს არც ახსოვს ჩემი დაბადების დღე...
– რატომ – საბედნიეროდ?
– წელიწადში რამდენჯერმე შევახსენებ ხოლმე და ყოველთვის საჩუქარს ყიდულობს...
***
ტრასაზე მიდის ტიპი. ხედავს, ქალი დგას. გადაწყვიტა, გაიყოლოს და გაუჩერა. ჩაჯდა ქალი და კაცს ეუბნება:
– იცით‚ მე ფული არ მაქვს...
კაცმა მარჯვნივ გადაუხვია‚ მანქანა მინდორში გაიყვანა‚ საბარგულიდან დიდი ზეწარი გადმოიღო და გაშალა...
– რას კადრულობთ! მე წესიერი ქალი ვარ‚ ქმარი მყავს და ოთხი შვილი...
– მეც წესიერი კაცი ვარ‚ ოჯახი მაქვს სარჩენი და 40 კურდღელს ვუვლი. დაგლიჯე ბალახი‚ თუ გინდა, ადგილამდე მიგიყვანო!..
***
– კარაქისა და ხიზილალის ბუტერბროდი გამიკეთე‚ თუ შეიძლება.
ქალი აკურატულად ჭრის პურს‚ უსვამს კარაქსა და ხიზილალას და აწვდის კაცს. კაცმა შეჭამა და სთხოვა, კიდევ გამიკეთეო.
– არა, ეს დემოვერსია იყო‚ ანუ სადემონსტრაციო‚ ლიცენზიურ ვერსიას კი ქორწინების შემდეგ მიიღებ...
***
მიხო კროსვორდს ავსებს:
– მარო‚ ერთიც შენა თქვი – პირველი მამაკაცი‚ ოთხი ასო...
– მიტო!..
***
საავადმყოფოში 14 წლის ბიჭი მიიყვანეს‚ დუნდულაში ლურსმანი აქვს გარჭობილი.
– როგორ მოგივიდა? – ეკითხება ექიმი.
– მეზობლის „ლექსუსზე“ გულს ვახატავდი და ხელი ამიცდა...
***
– თუ შეიძლება‚ ეს შეკვრა ამიწონეთ... რამდენია?
– ზუსტად კილო და ექვსას ორმოცდაათი... რა არის?
– ეს ის ორი კილო ხორცია‚ ერთი საათის წინ თქვენთან რომ ვიყიდე...
***
ქალმა ოქროს თევზი დაიჭირა. ოქროს თევზი ყურადღებით დააკვირდა:
– აუ‚ ქალი ხარ?
– ჰო...
– შემწვი!..
***
ჭიჭიკია შინ დაბრუნდა და ეზოს წინ მკვდარი ძაღლი იპოვა. მაშინვე მილიციას დაურეკა.
– აქ რეიზა რეკავ‚ სიმონ‚ ეიღე და სადმე ჩაფალი...
– რა ვიცი‚ ძამია‚ ასეთ დროს ნათესავებს ატყობინებენ ხოლმე და...