კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ცენტრალური ამერიკის მცირე წყალსატევებში გავრცელებულია ხვლიკი – ბაზილიკუსი. მას „იესოს“ ხვლიკსაც ეძახიან იმის გამო, რომ წყალზე სიარული შეუძლია.

* რუსეთის ერთ-ერთი ქალაქის – ჩერნოვსკოეს დამკრძალავი ბიუროს სახელი ძალიან ოპტიმისტურად ჟღერს: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“.

* 21 მარტს მთელი მსოფლიო აღნიშნავს ხმელეთის დღეს, 22 მარტს წყლის დღე აღინიშნება, 23 მარტი კი მეტეოროლოგების პროფესიული დღესასწაულია.

* ალექსანდრ პუშკინის ყველაზე მისტიკური ნაწარმოებია „პიკის ქალი“. ამბობენ, რომ კარტების კომბინაცია თითქოს ზებუნებრივად აისახა პოეტის ცხოვრებაში: 3, 7 – მოკლეს 37 წლის ასაკში; ტუზი (ანუ – 1) წლის პირველ თვეს აღნიშნავს – ის იანვარში გარდაიცვალა.

* ზოგს, შეიძლება, ახსოვდეს, რომ საბჭოთა კავშირში ხუთშაბათობით „თევზის დღე“ იყო. ამავე დღეს იმართებოდა კულტურის სახლებსა და კლუბებში ჩემპიონატები... დომინოში.

* 1794 წლის დეკემბერში პიშეგრიუს ფრანგული არმია ნიდერლანდებში შევიდა, მაგრამ ჰოლანდიელებმა დაანგრიეს კაშხლები და თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორია წყლით დაიფარა. პიშეგრიუმ უკანდახევა გადაწყვიტა, მაგრამ, უტრეჰტის ციხეში გამომწყვდეულმა ფრანგმა გენერალმა ობობებზე დაკვირვება მოახდინა და მოახერხა, სარდლისთვის ეცნობებინა ახალი ამბავი, რომ მალე ყინვები დადგებოდა და გაყინული წყლის ზედაპირზე გადაადგილებით ისინი ამსტერდამამდე მიაღწევდნენ, რამაც პიშეგრიუს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

* მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოცდამეორე საუკუნის დასაწყისისთვის ქერათმიანებს გადაშენება ემუქრება. უკვე მეოცე საუკუნის ბოლოსთვის, ქერათმიანები  ცენტრალური ევროპის მოსახლეობის მამაკაცთა 8 პროცენტს და ქალების მხოლოდ 6 პროცენტს შეადგენდნენ.

* იაპონიაში ყოველი 286-ე ტყუპია, ამერიკის შეერთებულ შტატებში – ყოველი 44-ე, მსოფლიოში ის 60 მილიონია. მათი ყოველწლიური ყრილობა ამერიკაში ერთ-ერთი დიდი ზეიმია.

* პოლონელმა ზოოლოგმა გუშმა ვირთხებს „ინტელიგენტური ცხოველი“ უწოდა. დოქტორი ჯეკსონი კი ამბობდა, რომ ისინი „ყველაზე მრავალრიცხოვანი და ადამიანის შემდეგ ყველაზე „გაფურჩქვნადი“ ძუძუმწოვარია მსოფლიოში“.

* მთის ბროლს ყირიმში „ყირიმის დიამონტს“ ეძახიან, კარპატებში – „მარმაროშის დიამონტს,“ საფრანგეთში – „ალანსონის ალმასს“.

* გადამუშავებული ანტარქტიკული კიბორჩხალებისგან დამზადებული „ოკეანე“, მსოფლიოში ცნობილი კონსერვია, მათი თვალებისგან კი საკონდიტრო საღებავს ამზადებენ.

скачать dle 11.3